კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინა მზია კვირიკაშვილის შვილიშვილმა სიცილის წამალი და რით ამარაგებენ მას ამერიკელი სენატორები


„სიცილის დედოფლად“ აღიარებული მზია კვირიკაშვილის შვილიშვილი, მარიამი, ბებოს გზას აგრძელებს – იმის მიუხედავად, რომ ჯერ ძალიან პატარაა, უამრავ ანეკდოტსაც ყვება ხალისიანად და ცნობილი ქართველების პაროდიების გაკეთებაც ოსტატურად გამოსდის. მარიამი ძალიან თბილი და საყვარელი გოგონაა, მას ძალიან ბავშვური სამყარო და ოცნებები აქვს: ნატო – ქვეყანა ჰგონია, ამერიკის ელჩი – ამერიკელების უფროსი. მარიამს უნდა, რომ იმ ზოოპარკში მოხვდეს, სადაც ჭკვიან ლომებსა და ვეფხვებს დაბმა არ სჭირდებათ და ოცნებობს თავის ცნობილ ბებიასთან ერთად შემოიაროს მთელი მსოფლიო.


– მე ვარ 7 წლის მარიამ კაციაშვილი. მართალია, ჩემი გვარი კაციაშვილია, მაგრამ, მაინც მზია კვირიკაშვილის შვილიშვილი ვარ, იმას თავისი მამის გვარი აქვს, მე – ჩემი. ვსწავლობ 39-ე საჯარო სკოლაში მეორე კლასში. ცუდად არ ვსწავლობ, მაგრამ, ხანდახან შეცდომები მომდის ხოლმე, განსაკუთრებით – მათემატიკაში. იმხელა რიცხვების მიმატება-გამოკლებაა, რომ კარგად ვერ ვშვრები. გამრავლება და გაყოფაც ძნელია, მაგრამ მათემატიკა მაინც მომწონს, მიყვარს, როცა მე თვითონ ვშვრები ყველაფერს, ისე, რომ არავინ მეხმარება. ბუნებაც სახალისო საგანია, კარგი რამეები წერია. მარტო ქართულში გვაქვს ძალიან გრძელი ლექსები სასწავლი, თან, მასწავლებელს გრძლად უნდა ჩავაბაროთ, ამიტომ არის ქართული რთული.

– სკოლაში ბევრი მეგობარი გყავს?

– დიახ, დასვენებაზე კარგად ვერთობით, მაგრამ მე სირბილი აღარ მიყვარს, ადრე ბიჭებთან ერთად „მატარებლობას“ ვთამაშობდით ხოლმე, გოგოები ვითომ ვაგონები ვიყავით, მაგარი თამაში იყო, მაგრამ ეხლა აღარ ვთამაშობ. ეხლა ჩემს მეგობართან ერთად ფეჩთან ვდგები ხოლმე დასვენებებზე და ვლაპარაკობ.

– შენმა მეგობრებმა იციან, ვისი შვილიშვილი ხარ?

– როგორ არ იციან, „იუმორინა“ ყველას აქვს ნანახი და ყველამ იცის, ბებიაჩემი ვინც არის. ხანდახან მთხოვენ ხოლმე, რომ ბებიას პაროდიები გავაკეთო და ანეგდოტები ვთქვა, მეც ვამბობ ხოლმე და მეგობრებს მაგრად ვაცინებ. ბებიაჩემის რამდენიმე ანეგდოტი კარგად ვიცი. მაგალითად, ის: ბებოს მიჰყავდა ავტობუსი, რომელშიც სულ ჩინელები ისხდნენ, ხეს ეჯახებოდნენ და ბებომ თქვა: რომელი ჩინელი საითაც დაეცემოდა, იქ გაჩნდებოდა მაღაზიაო... ესეთია ეს ანეგდოტი. ჩვენს ქვეყანაში ხომ ბევრი ჩინელი ცხოვრობს და ეს ანეგდოტი მაგათზეა.

– არ მოგწონს ჩინელები?

– მე არ ვიცნობ ჩინელებს, მაგრამ, ადგნენ, წავიდნენ და თავის ქვეყანაში გახსნან მაღაზიები, არ ჯობია? ქართველები რატომ არ ხსნიან ჩინეთში და ნატოში მაღაზიებს? იმიტომ, რომ ნატო ისეთი ქვეყანაა, რომ იქ მაღაზიას არ გაგახსნევინებენ. იმ ქუჩებში მარტო ნატოელები ყიდიან ყველაფერს. ნატო ჯადოსნური ქვეყანაა, ბევრი ჯადოქრობებიც ხდება. იცით, პაროდიებს სახლშიც ვაკეთებ ხოლმე, მამაჩემი და ჩემი ძმაც მაგარი ხუმარები არიან. ჩვენ ჩვენი „იუმორინა“ გვაქვს. მე კარგად ვიცი, როგორ უნდა გააცინო ადამიანები, სიცილის წამალი ისაა, რომ ადამიანი მხიარულ ხასიათზე მაშინაც კი დააყენო, როცა ის ტირის. ესე ვაცინებ ჩემს პატარა ძმას. სახლში ბებოც აკეთებდა ხოლმე პაროდიებს, ხან სარკესთან მეცადინეობდა, ხან თავის სიმღერებს მღეროდა ხოლმე. ქუჩაში რომ მივდიოდით ერთად, თითქოს ცნობილი ფეხბურთელი იყო, ყველა ცნობდა ბებიაჩემს. „იუმორინაში“ რომ მუშაობდა, იმიტომ გახდა ესე პოპულარული. მეც მივყვებოდი ხოლმე კონცერტებზე, ძალიან მიყვარდა, როცა ფილარმონიის კაფეში და გამოსაცვლელში შევდიოდი.

– კონცერტებზეც ხომ არ გამოდიოდი?

– არა, მაგრამ ყველგან მივყვებოდი. ერთხელ ვანოს შოუშიც კი გავყევი. ვანოსთან ბევრი ვიცინეთ.

– ვანო უფრო მაგარია თუ ბებო?

– ვანოც მაგარია, მაგრამ ბებოს ვერ ჯობნის. აბა, ვანოს დაუძახეს სიცილის მეფე?!

– შენი აზრით სიცილის მეფე ვინაა?

– მამუკა ლომაშვილი და მიშა...

– მიშა რატომ?

– ეგ რომ ტელევიზორში გამოდის, ყველა იცინის, თან, თუ მწვანე შარვალი აცვია. იმიტომაც არის მიშა სიცილის მეფე.

– ბებოს ხუმრობებზეც იცინოდა?

– მე მგონი, არა, იმიტომაც წავიდა ბებია ამერიკაში. თან, იქ ფული უფრო იშოვება. უკვე ერთი თვეა, რაც ბებია ნიუ-იორკში და ბრუკლინში ცხოვრობს. ბრუკლინში არის გლდანივით ადგილი და ბებო ესეთ ადგილზე ცხოვრობს. აქაც ხომ გლდანში ცხოვრობდა? ამერიკაში წასვლა იოლი არაა, მაგრამ იქაური ხალხის აქაურმა უფროსმა (გულისხმობს ელჩს, – თ.ს.) თურმე ბებოს ერთი ანეგდოტი ათქმევინა და გაუშვა.

– ყველა ამბობს ანეკდოტს ელჩთან, ვინც ამერიკაში მიდის?

– ელჩმა რომ ამერიკაში გაგიშვას, იმასთან ის უნდა გააკეთო, რაზეც მუშაობ. ის ნომერი თუ კარგად გამოგივიდა, თვითმფრინავის ბილეთს გიყიდიან და გაგიშვებენ. ამერიკაში წასვლა მეც მინდა, ამერიკელების კაცმა რომ მნახოს, ერთ კი არა, ორ ისეთ პაროდიას გავუკეთებდი, რომ მაშინვე მიყიდიდა თვითმფრინავის ბილეთს.

– რატომ გინდა ამერიკაში წასვლა?

– ბებო მომენატრა ძალიან, თან, ამერიკელები მაინტერესებს, როგორი ხალხი არიან. ისინი თუ გვიცნობენ, არ შეიძლება, ჩვენც რომ ვიცნობდეთ? ამერიკაში ძალიან დიდი სახლებია, მაგარი ქალაქები. იქ, თურმე, ერთი ზოოპარკი ყოფილა, ცხოველები არ არიან დაბმულები, არც კლეტკები აქვთ. იქაური ლომები არ ჭამენ ადამიანებს, შეიძლება, გვერდით ისე ჩაგიარონ, რომ არც კი დაგიყეფონ.

– რა ჭკვიანები ყოფილან ამერიკელი ლომები!..

– ვეფხვებიც ესეთები არიან, ბებომ მითხრა. თვითონ ბებო იქ კარგად მუშაობს, კონცერტებს ატარებენ. იქ სხვა ქართველებიც არიან, ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს. ბებო ეხლა სწავლობს ინგლისურს, ბლოკნოტში უწერია, მაღაზიაში რა უნდა თქვას, ბანკში, ქუჩაში. კარგად რომ ისწავლის ინგლისურს, მერე, შეიძლება, ისეთ ადგილზეც კი მოხვდეს, რომ ამერიკის პრეზიდენტს შეხვდეს და ისიც კი გააცინოს. ეხლა რომ ქართულად მოუყვეს ანეგდოტს, აბა, ვინ გაიგებს? ადრე ბებო რუსეთშიც მუშაობდა, მაგრამ მერე წამოვიდა იქიდან. პრეზიდენტი არ მოეწონა რუსეთის, ეგ კაცი ძალიან უსირცხვილოა. მე ვნახე ტელევიზორში, რაღაცა კურიოზებში, ტრუსიკიც კი არ ეცვა და ყველაფერი უჩანდა. პრეზიდენტი ტელევიზორში არ უნდა გატიტვლდეს.

– მაგიტომ წამოვიდა ბებო რუსეთიდან?

– მაგიტომაც და, კიდევ იმიტომ, რომ საქართველოში მიშა ბევრ ხელფასს არ უხდის ადამიანებს, ამერიკაში უფრო ბევრ ფულს უხდის ბარაკ ობამა. მამაჩემი ადრე კომპიუტერის გამყიდველი იყო, მერე დანიშნეს მაღაზიის უფროსად, ეხლა ის მაღაზია დაიკეტა და საერთოდ ვეღარ მუშაობს. ბებო ჯერ ახლა წავიდა და უკვე ამერიკულ ფულსაც გვიგზავნის, საჩუქრებსაც და ტანსაცმელებსაც. ზოგს თვითონ ყიდულობს, ზოგს კიდევ ჩუქნიან ამერიკელი ადამიანები, ისეთები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანებივით ცხოვრობენ, სენატორები თუ რაღაც ესეთები რომ ჰქვიათ. ისინი ჩუქნიან ბებოს ჩემთვის ტანსაცმელსა და ამერიკულ კაპიკებს.

– შენ ყველაზე კარგად ვისი პაროდია გამოგდის?

– ტელევიზორში რომ კაცი გამოდის, აქუბარდია. რაღაცნაირად ლაპარაკობს და კარგად ვაჯავრებ. მე მგონი, ბებიაჩემი ვერც კი აჯავრებდა მაგ კაცს ჩემნაირად. ეგ კაცი რომ გავიცნო და თავისნაირად ვილაპარაკო, მაგრად გაეცინება, მაგრამ ბებო მაინც ჩემზე მაგარია, იმიტომაც დაარქვეს „სიცილის დედოფალი“.

– ბებო ჰგავს დედოფალს?

– ბებო ჩაცმით და სახით არ ჰგავს დედოფალს, ბებო არ არის პრინცესასავით, თან, დედოფალს მეფეც ხომ უნდა ჰყავდეს? არ ვიცი, მაინც რატომ დაარქვეს დედოფალი.

– ბებოს მეფე არ ჰყავს?

– ჰყავდა, მაგრამ მერე გადაუყვარდათ ერთმანეთი და დაშორდნენ. მე მინდა, რომ ბებოს ერთი მეფე ვუპოვო.

– როცა გაიზრდები, შენ ვინ უნდა გამოხვიდე?

– მოდელი, კბილის ექიმი და ბებოსნაირი ცნობილი ადამიანი, მე დავდივარ მამუკა ლომაშვილის სტუდიაში და მსახიობის ოსტატობას ვსწავლობ. როცა გავიზრდები, ბებოსნაირად სიცილის მსახიობი ვიქნები.

– მარიამ, რაზე ოცნებობ?

– მინდა, რომ მოვიარო მთელი მსოფლიო, ბებიასთან ერთად წავიდე კუნძულებზე, სადაც გაუპარსავი და ტიტველი ადამიანები ცხოვრობენ; მინდა, მქონდეს ბევრი სათამაშოები და საკრასკავები. პლეხანოვზე, ბებიებთან რომ მივდივარ, იქ ძალიან ბევრი სათამაშოები აქვთ. მზია ბებიასაც ჰქონდა საკრასკავები და როცა ჩვენთან ჟურნალისტები მოდიოდნენ, მაშინ ლამაზდებოდა ხოლმე. მე სულ ბებოს საკრასკავებს ვიღებდი და მე თვითონ ვისვამდი, მზია არაფერს არ მეუბნებოდა, იმიტომ, რომ მაგისი ყველანაირი ქონება ჩემი იყო...


скачать dle 11.3