კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დადის წაშლილი სახით ლელა მებურიშვილი და ვინ ვერ აუსრულა მას მუქარა

ლელა მებურიშვილი: მე ბუნებით მშვიდი ვარ. ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში ვახერხებ, სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ სახლში რამე პრობლემაა, არ ვნერვიულობ. ვიცი, რომ, ადრე თუ გვიან, მოგვარდება. მით უმეტეს, რომ მშობლებთან ვცხოვრობ და ჯერ-ჯერობით, ეს ამბები ნაკლებად მეხება. შეიძლება, ამიტომაც ვარ მშვიდი (იცინის). მარტო მაშინ ვერთვები საქმეში, როცა  პრობლემის მოგვარება ჭიანურდება. მამას ვთხოვ ხოლმე: „გააკეთე, რა!“, ან: „დაურეკეთ ხელოსანს!“

– რა გიქმნის დისკომფორტს?

– უწყლობა. ვგიჟდები, როცა წყალი არ არის. საშინელებაა და ძალიან მაღიზიანებს. დანარჩენი მეტ-ნაკლებად ასატანია. მაგალითად, თუ სინათლე გაითიშება, არ ვინერვიულებ.

– და არც „ცხელ ხაზზე“ დარეკავ?

– „ცხელ ხაზზე“ არასდროს დამირეკავს. ალბათ ესეც იმიტომ, რომ ჯერ ასეთ საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე არ ვფიქრობ, მშობლების იმედად ვარ.

– საკუთარი ხელით ვერაფერს შეაკეთებ?

– რაღაცას გავაკეთებ. მით უმეტეს, თუკი ამის აუცილებლობა იქნება. მაღიზიანებს თუ არა, მოუხერხებელი მამაკაცი? – არა. არც იმას ვფიქრობ, რომ ეს კაცს ნაკლად ჩავუთვალო. თუკი არ ეხერხება, რა ქნას. მთავარია, გულთან ახლოს მიიტანოს, შეწუხდეს და ხელოსანი დროულად გამოიძახოს.

– საყიდლებზე დადიხარ? შეგიძლია, ბაზარში კარგად „მოივაჭრო“?

– რომ გითხრა, სულ მე დავდივარ საყიდლებზე-მეთქი, ტყუილი იქნება. ისეთი გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ძალიანაც რომ მოვინდომო, ფიზიკურად ვერ მოვასწრებ, მაგრამ ყიდვა ვიცი, კარგ და ცუდ პროდუქტსაც ვცნობ. არც მფლანგველი ვარ – ფული არ შემომეხარჯება. ისეთ რაღაცას, რასაც მერე ვერაფერში გამოვიყენებ, არ ვიყიდი. ერთადერთი გამონაკლისია სეილები. როცა მაღაზიებში ფასდაკლებებია, მაშინ კი ვერ ვუძლებ ხოლმე ცდუნებას და ბევრ ტანსაცმელს ვყიდულობ, რომელიც, შეიძლება, საერთოდ ვერ ჩავიცვა, მაგრამ სხვებს ვჩუქნი. ბევრი ფული მეხარჯება ტრანსპორტშიც.

– უახლოეს მომავალში მანქანის ყიდვას ხომ არ გეგმავ?

– არა, ჯერ მართვა არ ვიცი. საჭესთან კი ვმჯდარვარ და მიტარებია მანქანა, მაგრამ მართვის მოწმობა არ მაქვს. თანაც, ქალაქში ძალიან ცუდი მოძრაობაა. მარტო მანქანები კი არა, ფეხით მოსიარულეებიც ძალიან ცუდად დადიან. მე მათი უფრო მეშინია. ვინ როდის გადმოგიხტება წინ, ვერ გაიგებ. ასე, რომ მანქანის შეძენას ჯერ არ ვჩქარობ.

– ლელა, იცი რა არის „პახმელია“?

– (იცინის) ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დავმთვრალვარ. ვერ ვიტან ალკოჰოლს და საერთოდ არ ვსვამ. არანაირი სასმელი არ მიყვარს.

– როგორ, ოთარ ტატიშვილმაც ვერ გასწავლა სმა?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ვერ, მასწავლა. სულ მემუქრებიან, ნახე, თუ არ დაგათროთო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. წითელ ღვინოს თუ დავლევ ერთ ყლუპს და მორჩა.

– აბა, ვიცი, „პახმელია“ რა არისო?

– ეტყობა, დაღლილობის „პახმელიაც“ არსებობს. როცა რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ გვაქვს ხოლმე გადაღებები, მაშინ ყველას გვემართება ეს „პახმელია“. წაშლილი სახეებით დავდივართ და ყველაფერზე ვიცინით გადარეულებივით.

– ქალური საქმე, ანუ ჭრა-კერვა გეხერხება?

– ბავშვობაში კარგად ვკერავდი. ასე, მეექვსე-მეშვიდე კლასში, ჩემთვის ვიკერავდი რაღაცეებს. დრო რომ მქონდეს, სიამოვნებით ვისწავლიდი ამ საქმეს, უფრო კარგად, პროფესიულ დონეზე. მიყვარს, როცა საკუთარი ხელით შეკერილი მაცვია.

რჩევა ლელასგან: იმ ქალბატონებს, რომლებსაც არ სურთ წონაში მომატება და საქართველოში ასეთი ძალიან ბევრია, ვურჩევდი, ჭამონ ცოტა და ხშირად. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი დიეტა, რომელიც საშინლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მე ასე ვიქცევი და ყოველთვის ფორმაში ვარ, თანაც, ყველაფერს ვჭამ, უარს არაფერზე ვამბობ. ანუ ჭამეთ ცოტა და არასოდეს გასუქდებით.


скачать dle 11.3