კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ისწავლა ცირა სუქნიძემ სამხრეთ აფრიკაში და რა უნდა ჰქონდეს წესრიგში მამაკაცს


„მის საქართველო 2009“ – ცირა სუქნიძე თავის მოვლას განსაკუთრებულ დროს უთმობს, თუმცა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხოვრების სტილი, ვარჯიში და სწორი კვებაა.


ცირა სუქნიძე: დილით ყოველთვის ერთსა და იმავე დროს ვიღვიძებ – ძალიან კარგია, როდესაც ორგანიზმს ასეთ რეჟიმს მიაჩვევ. აუცილებლად ვრთავ მშვიდ და კარგ მუსიკას, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ მთელი დღე მშვიდად და ლამაზად გავატარო. ადგომისთანავე აუცილებელია მსუბუქი ვარჯიშების გაკეთება, სხეულის 5-7-წუთიანი დაჭიმვა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ აამუშავო ყველა კუნთი და ამის შემდეგ მთელ დღეს ენერგიულად გაატარებ. დილით გამოსაფხიზლებლად ძალიან კარგია შხაპის მიღება, ოღონდ, არა ცხელის. ცხელი შხაპი ძილს ჰგვრის და ადუნებს ადამიანს, ამიტომ, უმჯობესია, თბილი წყალი გადაივლოთ. მე ამ ყველაფერს ყოველ დილით ვაკეთებ და ეს ძალიან მეხმარება იმაში, რომ მთელი დღე ენერგიულად გავატარო. სახლიდან გასვლამდე აუცილებლად მივირთმევ მსუბუქ საუზმეს, ვსვამ მწვანე ჩაის ან ყავას. ძალიან კარგია ჭამამდე ერთი-ორი ჭიქა წყლის დალევა; თან, თუ დიეტაზე ხარ, როცა ჭამამდე ერთ ჭიქა წყალს დალევ, უფრო ნაკლებ საჭმელს შეჭამ.

– რაც „მის საქართველო“ გახდი, ალბათ, უფრო მეტად უვლი თავს.

– უდიდესი სტიმულია ასეთი ტიტულის ქონა იმისთვის, რომ სულ ფორმაში იყო. ყველას ვურჩევ, რომ მაქსიმალურად ეცადონ, ნაკლებად ინებივრონ ლოგინში, გაღვიძებისთანავე უნდა ადგე და იმოქმედო. ძალიან სასარგებლოა ფეხით სიარული, სუფთა ჰაერზე სეირნობა.

– როგორ უვლი სახის კანს, კოსმეტოლოგთან თუ დადიხარ?

– კოსმეტოლოგის ხშირი სტუმარი არ ვარ, მაგრამ ნიღბებსა და სახის მოვლის სხვა საშუალებებს ყოველთვის მივმართავ. კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება ზამთარში, რადგან ამ დროს ძალიან დიდია კანის გამოშრობისა და აქერცვლის საშიშროება. აუცილებელია სახლიდან გასვლამდე ხელებსა და სახეზე მკვებავი კრემის წასმა, რომ თბილი სახლიდან სიცივეში გასვლისას კანმა გაუძლოს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას. ხშირად ვაკეთებ ასეთ რამეს: პირსახოცს ვასველებ ცხელ წყალში, ვწურავ, სახეზე ვიფენ და, ვიჩერებ გაგრილებამდე. ამის შემდეგ ყინულის კუბიკებს ვისვამ სახეზე. უმჯობესია, რომ ეს ყინული რაიმე სამკურნალო, მცენარეული ან ციტრუსის კანის ნაყენისგან იყოს დამზადებული. ამის შემდეგ აუცილებელია მკვებავი კრემის წასმა.

– როგორ უვლი თმას?

– თმა ქალისთვის ყველაზე ძვირფასი სამკაულია, ამიტომ განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. აუცილებელია ყოველ ორ თვეში ერთხელ ბოლოების შეჭრა, რომ თმა გახალისდეს და უფრო სწრაფად გაიზარდოს. საერთოდ, ვერიდები ფენის და თმის დასავარცხნი სხვა საშუალებების გამოყენებას. როცა განსაკუთრებული შემთხვევაა და მჭირდება თმის დავარცხნა, ასეთ დროს ბალზამს ბოლომდე არ ვიშორებ, რომ თმა დაიცვას. სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას, ვისწავლე ვარცხნილობების ჩემი ხელით გაკეთება და ამიტომაც სილამაზის სალონებში ხშირად არ დავდივარ.

– თუ გიყვარს გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები?

– ყოველთვის გრძელი თმა მქონდა, ერთ დღესაც, 17 წლის რომ ვიყავი, მომბეზრდა და თმა შევიჭერი მოკლედ – მქონდა „კარე“, დიდი „ჩოლკით“. ორი დღე ვიგლოვე და სანამ არ გამეზარდა, სულ ვნანობდი, რატომ შევიჭერი-მეთქი. გარეგნობისა და სტილის მკვეთრად შეცვლის მომხრე არ ვარ, მაგრამ თამამი მაკიაჟი მიყვარს.

– თავად იკეთებ მაკიაჟს?

– საერთოდ, ძალიან ღია ტონების მაკიაჟს ვხმარობ. ძალიან უხდება ჩემს თვალებს ყავისფერი ფანქარი და ოქროსფერი „ჩრდილები“. მაკიაჟის გაკეთებას ვიწყებ მკვებავი კრემის წასმით, ამის შემდეგ ტონალური უფრო ადვილად და თანაბრად ჯდება სახეზე. აუცილებლად უნდა შეარჩიო შენი სხეულის ფერი ტონალური, რომ სახისა და ტანის ფერს შორის მკვეთრი განსხვავება არ იყოს. ტონალურის მერე ვიკეთებ „ჩრდილებს“, რომ გამოკვეთოს სახის ის ნაკვთები, რომელიც ლამაზი გაქვს. საშინლად არ მიყვარს წითელი პომადა. ამ ფერის გარდა, თითქმის ყველა ფერს ვხმარობ. თუ გინდა, რომ ტუჩი ვიზუალურად გაიზარდოს, უნდა გაიკეთო კონტური, ოღონდ პომადისვე ფერის. ტუჩის საცხის წასმამდე ყოველთვის ვისვამ უფერულ ბალზამს, რის შემდეგაც პომადა უფრო დიდხანს რჩება ტუჩებზე და არ მშორდება.

– გიყვარს მასაჟები?

– მასაჟები მიყვარს და ვიკეთებ მძიმე დღის შემდეგ განსაკუთრებით სასიამოვნოა მასაჟების გაკეთება. ძირითადად ვიკეთებ ჩვეულებრივ და თაფლის მასაჟებს.

– როგორ უვლი სხეულს?

– ყოველთვის ვხმარობ დუშ-გელებს, ვიყენებ ცელულიტებისა და სტრიების საწინააღმდეგო კრემებსაც. განსაკუთრებული მოვლა სჭირდება მუხლებს, იდაყვებსა და ფეხისგულებს – სხეულის ეს ნაწილები ზამთარში განსაკუთრებით უხეშდება. ამიტომაც, ყოველთვის უნდა გაიხეხო სკრაბით და უნდა წაისვა დამარბილებელი.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცი ხომ უნდა უვლიდეს თავს?

– აუცილებლად, არ ვგულისხმობ, რომ სულ სარკეში უნდა იყურებოდეს და ფრჩხილები უნდა უპრიალებდეს, მაგრამ მოწესრიგებული და ლამაზად ჩაცმული უნდა იყოს. ასეთი მამაკაცები ყოველთვის დაიმსახურებენ ქალის ყურადღებას. მიყვარს, როდესაც მამაკაცი უცხო და სასიამოვნო სურნელის სუნამოს ხმარობს, ოღონდ ეს სურნელი აუცილებლად მამაკაცური უნდა იყოს და არა ქალური.

რჩევა: ჩემი საყვარელი გამოთქმაა: ,,ყველაზე დიდი სილამაზე უბრალოებაშია.“ არ არის საჭირო, ჩაცმულობა და მაკიაჟი ზედმეტი შტრიხებით გადატვირთო. ზომიერება და უბრალოება ყველაფერში საჭიროა.


скачать dle 11.3