კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ლეკვს 4-დან 6 თვემდე ასაკში, როგორი ლეკვები იბადებიან ერთ ნამატში და რომელ ძაღლებზე არ ღირს ეკონომიის გაკეთება


სანამ ჯიშიანი ძაღლის აყვანას გადაწყვეტთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, გაძლევთ თუ არა ამის საშუალებას თქვენი ჯიბე. არ არის რეკომენდებული, ჯიშიან ძაღლზე ეკონომია გააკეთოთ და მას დაბალი ხარისხის საკვები აჭამოთ. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მის აღზრდას სერიოზულად უნდა მოეკიდოთ და პროფესიონალი მწვრთნელი აიყვანოთ, რაც იაფი სულაც არ არის. არის კიდევ რამდენიმე დეტალი – რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომლის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი ბექა მეტრეველი გიამბობთ.

ბექა მეტრეველი: თუ ჯიშიანი ძაღლის ყოლა გადაწყვიტეთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბევრი ფული დაგჭირდებათ, რადგან ჯიშიანი ძაღლის შეძენა იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. მათი ფასი საორიენტაციოდ 500 დოლარიდან იწყება. თუ გსურთ, უბრალოდ, მეგობარი გყავდეთ გვერდით, ჯობია, არჩევანი მეტისზე შეაჩეროთ. ჯიშიანი ძაღლი აუცილებლად ძაღლსაშენიდან უნდა გამოიყვანოთ. ძაღლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მიერ აკრედიტებული დაბადების მოწმობა. გაითვალისწინეთ, რომ 8 თვის ასაკში უნდა მიხვიდეთ კინოლოგიურ ფედერაციაში და ძაღლის დაბადების მოწმობა საგვარეულო ნუსხაზე გადაცვალოთ, სადაც უკვე წინაპრების სამი თაობა წერია როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან.

ლეკვის შერჩევის პროცესში აუცილებელია, გაეცნოთ მისი მშობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ასევე, უნდა ნახოთ ყველა ის ლეკვი, რომლებიც თქვენს ლეკვთან ერთად დაიბადნენ. ნამატში არიან როგორც ფლეგმატური, ასევე აქტიური ხასიათის ძაღლები. ამიტომ, მომშენებელი თქვენი სურვილისამებრ შეგირჩევთ სასურველ ლეკვს.

– ლეკვი რა ასაკში უნდა ავიყვანოთ?

– სასურველია, ლეკვი დაბადებიდან 45 დღის შემდგომ აიყვანოთ. 30 დღის ასაკამდე აუცილებელია, ლეკვი დედის რძით იკვებებოდეს. 45 დღის ასაკში კარგად ჩანს ლეკვის როგორც ანატომიური დეფექტები, ასევე ჯანმრთელობა. 45 დღის ლეკვს ადვილად შევამჩნევთ მხედველობისა და სმენის პრობლემას. გაითვალისწინეთ, რომ ლეკვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მხდალი და მშიშარა.

– როგორ უნდა მივხვდეთ ამას?

– ძალიან მარტივად. ხმამაღლა დაილაპარაკეთ, ან, რაიმე საგანი დააგდეთ ძირს. შეხედეთ ლეკვების რეაქციას. რეაქციის მიხედვით მიხვდებით, ლეკვებიდან რომელს უფრო შეეშინდება.

ძაღლს აქვს უფლება, სახლში ყველა ოთახი დაათვალიეროს, ვინაიდან, მან უნდა იცოდეს, თუ რა ტერიტორიის მფლობელია. თუმცა, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი კუთხე. თუ ძაღლი არადეკორატიული ჯიშისაა, მის აღზრდაზე 5-6 თვიდან უნდა დაიწყოთ ზრუნვა. თუ ლეკვმა საბოლოოდ ეზოში უნდა იცხოვროს, მაინც არ არის სასურველი, 4-5 თვის ასაკიდან გარეთ გვყავდეს – ამ პერიოდში ის არც იმუნურად არის მზად და არც ფსიქოლოგიურად.

ლეკვს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ 4-დან 6 თვემდე ასაკში, რადგან ამ პერიოდში ის კბილების მოცვლას იწყებს. სამედიცინო თვალსაზრისით კი, კბილების მოცვლა ერთ-ერთი რთული პროცესია ორგანიზმში. ამ პერიოდში ლეკვს ყველაზე ბევრი ვიტამინის დანამატის მიცემა სჭირდება, რადგან ის იფიტება და იმუნიტეტი უქვეითდება. თუ ძაღლს ამ პერიოდში არ მიაქციეთ ყურადღება, შეიძლება, ძალიან ბევრი დაავადება დაემართოს, ვიტამინების დანამატით კი პროცესის გადატანას საგრძნობლად გაუადვილებთ.

– არის შემთხვევები, როცა ლეკვი სხვადასხვა ვეტერინართან დაჰყავთ. რეკომენდებულია ასეთი რამ?

– სასურველი ნამდვილად არ არის, ლეკვი რამდენიმე ვეტერინართან ატაროთ, რადგან ყველა ექიმს მკურნალობის განსხვავებული მეთოდი აქვს. იგივე შემიძლია, გირჩიოთ კინოლოგზეც.

– როგორც აღნიშნეთ, ჯიშიანი ძაღლის აყვანის შემთხვევაში მარტო სურვილი არ კმარა, პატრონს ჯიბეში ბევრი ფულიც უნდა ედოს. საშუალოდ რა თანხა სჭირდება ადამიანს ოთხფეხა მეგობრის უზრუნველსაყოფად?

– ჯიშიანი ძაღლის შეძენა მსურველს საშუალოდ 500-დან 2 000 დოლარამდე დაუჯდება. როცა ადამიანი ამხელა თანხას იხდის, საკუთარ თავზე ოთხმაგი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა აიღოს, რომ კარგად მოუვლის. როგორც იცით, რამდენიმე ტიპის, კლასის საკვები არსებობს. თუ ჯიშიანი ძაღლი გყავთ, საკვებიც საუკეთესო ხარისხის უნდა აჭამოთ, ანუ, სუპერპრემიუმის კლასის. ძაღლის თვიური კვება, საორიენტაციოდ, 100 ლარი ჯდება. ფორსმაჟორული სიტუაციები, რომელშიც შედის ვაქცინაციები და ასე შემდეგ, დაახლოებით 20-50 ლარი ღირს. თუ ძაღლი საოპერაციო აღმოჩნდა, შეიძლება, დაჯდეს როგორც 100, ასევე 4 000 ლარი. რაც შეეხება ძაღლის გაწვრთნასა და პროფესიონალი მწვრთნელის აყვანას, სხვადასხვა ფასებია, გააჩნია, რისთვის ამზადებთ ძაღლს. საორიენტაციოდ, ძაღლის გაწვრთნის ფასი 500-დან 1 500 დოლარამდე მერყეობს. ასე რომ, ძაღლის, და კარგი ავტომობილის შენახვა დაახლოებით ერთი და იგივე ფასი ჯდება. აქედან გამომდინარე, კარგად უნდა დაფიქრდეთ, გაქვთ თუ არა ამის საშუალება. ძაღლი არასდროს არ უნდა იყიდოთ მოდის გამო.

– არის შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ჯიშის ძაღლები სხვადასხვა ფასი ღირს. განსხვავება ფასებში საგრძნობლად დიდია, ამიტომ არჩევანს ხშირ შემთხვევაში ნაკლებ ფასიანზე აკეთებენ.

– ფასიდან გამომდინარე, წმინდა სისხლის ძაღლებშიც არის სხვაობა – ისინი ხარისხით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რაც მოყვარულისთვის ძნელი შესამჩნევია, ამიტომ, არ უნდა დაინანოთ ლეკვში თანხის გადახდა, რადგან, საბოლოოდ, დაბალფასიანი ძაღლი ვერ გაიზრდება ისეთი, როგორიც თქვენ გინდოდათ, რომ ყოფილიყო. ფულის დაზოგვის შემდეგ კი ხელში შეგრჩებათ ჯიშის დაბალი ხარისხის წარმომადგენელი, მერე კი მასზე გულს აიცრუებთ. გაითვალისწინეთ, რომ ძაღლზე ეკონომიის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ ეკონომიის გაკეთება სურს ვინმეს, შეუძლიათ მეტისი აიყვანონ და ის გაზარდონ. ძალიან დიდ კეთილ საქმესაც გააკეთებთ და მის გამოკვებასა და მკურნალობაში ის ორგანიზაციაც დაეხმარება, საიდანაც მაწანწალა ძაღლს წამოიყვანენ. სხვათა შორის, მეტისებს გაცილებით უკეთესი იმუნური სისტემა აქვთ, ვიდრე ჯიშიან ძაღლებს. შესაბამისად, ამდენი ვაქცინაცია, ფუფუნება და თან გადაყოლა მათ არ სჭირდებათ.


скачать dle 11.3