კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: როგორ უნდა მივხვდე, რომ ძაღლს ფილტვების ანთება აქვს?

პასუხი: ფილტვების ანთებისას ძაღლი მოწყენილია, ცხვირი მშრალი და ცხელი აქვს, შეინიშნება ცხვირიდან გამონადენი, ხველება, სპაზმები, ტემპერატურის მომატება. აღნიშნული სიმპტომებისას აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ძაღლი ვეტერინართან.

კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან სცვივა ბეწვი. დღეში ორჯერ ვვარცხნი, მაგრამ ეს არაფერს შველის. მირჩიეთ, რა ვქნა?

პასუხი: ბეწვის ცვენას იწვევს ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, კანის პარაზიტული და სხვა სახის დაავადებები. ამიტომ, აუცილებელია, თქვენი ძაღლი მიიყვანოთ ვეტერინართან, სადაც მოხდება დიაგნოზის დაზუსტება და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავუქლიბოთ ძაღლს ბრჭყალები და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

პასუხი: გააჩნია, რა ინტენსივობით ეზრდება თქვენს ძაღლს კლანჭები და უცვდება ბრჭყალები, რაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს სეირნობს ძაღლი ქუჩაში. თუ ძაღლი ოთახის პირობებშია და ქუჩაში იშვიათად გაგყავთ, მას თვეში ერთხელ მაინც უნდა შეუსწოროთ ბრჭყალები. ამისთვის არსებობს სპეციალური „მკვნეტარა“, რომლითაც მარტივად შეგიძლიათ, მოაშოროთ ზედმეტად გრძელი ბრჭყალი. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ დააზიანოთ ბრჭყალის ცოცხალი სისხლძარღვოვანი ნაწილი. უმჯობესია, ეს პროცედურა სპეციალისტმა ჩაატაროს.

კითხვა: რამდენი წლის ასაკში ითვლება გერმანული ნაგაზი ხანდაზმულად და რა ვიტამინი უნდა მივცეთ ამ ასაკიდან?

პასუხი: ეს ასაკი დგება 8 წლის შესრულების შემდეგ. ამ დროისთვის საჭიროა, ძაღლს მივცეთ სპეციალური საკვები, რომელშიც შედის ამ ასაკისთვის საჭირო ყველა ვიტამინი, მინერალი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.


скачать dle 11.3