კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე მიყვარს „მატრიოშკა“


რუსებზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, თუმცა მათი ნაციონალური, სუპერპოპულარული „მატრიოშკა“ ერთ დროს ძალიან მომწონდა. გამიხარდა, როცა გავიგე, რომ სტატისტიკის მიხედვით, პირველია „ყელში ამოსულ“ სუვენირთა შორის. გაგაცნობთ საინტერესო ისტორიას.

* პირველი „მატრიოშკა“ იმპერატრიცა ეკატერინას ერთ-ერთი ფავორიტის კოპირებული თოჯინა იყო. ეს ფავორიტი ეკატერინამ აღზარდა და ვოლტერთანაც კი გაგზავნა, განათლება რომ მიეღო.

* „მატრიოშკას“ უბედურება მოაქვს. ივანე მრისხანეს დროს „მატრიოშკებად“ გადაცმული ოპრიჩნიკები შეესეოდნენ ხოლმე სოფლებს და აწიოკებდნენ. მას შემდეგ რუსული მაფია მტერს გაფრთხილების ნიშნად, ყელზე შავბაფთაწაჭერილ „მატრიოშკას“ უგზავნის.

* გრიგოლ რასპუტინს „მატრიოშკას“ ტატუ ჰქონდა, ძალიან ინტიმურ ადგილას.

* ოსტატს, რომელმაც პირველი „მატრიოშკა“ დაამზადა, თვალები დასთხარეს, რათა მისი ასლები არ შექმნილიყო, მაგრამ „მატრიოშკების“ ასლები მაინც დაამზადეს.

* ყველა რუსულ საბრძოლო რაკეტას „მატრიოშკას“ ფორმის საწვავის ავზი აქვს და ის ისე საგულდაგულოდ არის მიმალული კორპუსში, რომ შეუმჩნეველი რჩება.

* ეკატერინას დროიდან რუსეთში დამკვიდრდა ტრადიცია – ახალაშენებულ სახლში შეჰქონდათ „მატრიოშკა“ და იატაკზე გააგორებდნენ. თუ ის ფეხზე „ადგომას“ შეძლებდა, სახლში ბედნიერება დაისადგურებდა. თუ არა, სახლს წვავდნენ.

* გასახსნელი „მატრიოშკა“ საბრძოლო იარაღიც იყო. მას მტრის ბანაკში ისროდნენ, „მატრიოშკა“ იხსნებოდა და პატარა მატრიოშკები აქეთ-იქით იბნეოდა. სანამ მათ აკრეფდნენ, მტერი ერთობოდა და მოწინააღმდეგეს ვერ ამჩნევდა, რომელიც ჩუმად ეპარებოდა.


скачать dle 11.3