კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეალობა და ოცნება


ანუ ოცნება, რომელიც რეალობად შეიძლება იქცეს... ჩვენ ყველას გვინდა ეს და ზოგჯერ გვშურს კიდეც იმ ადამიანების, რომლებიც ამას ახერხებენ. ისინი წარმატებულები არიან და ვის არ უნდა, ცხოვრებაში მათსავით უმართლებდეს. მაგრამ, იქნებ, არ იცით, რომ წარმატებასაც აქვს თავისი ჩრდილოვანი მხარე, როგორც მედალს. მაგალითად, იმისათვის, რომ სულ საზოგადოების ცენტრში იყო, რაც წარმატების ერთ-ერთი პირობაა, ბევრი დრო უნდა გქონდეს. ბევრი დრო კი კლუბებში და ელიტური თავშეყრის ადგილებში სიარულისთვის ვის აქვს?! – რა თქმა უნდა, იმას, ვინც მარტოა. დიახ, შვილებზე და ოჯახზე გადაყოლილი ქალი, უბრალოდ, ვერ მოიცლის ამისთვის. მით უმეტეს – ხშირად. მას სხვა ვალდებულებები აქვს და ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. ამიტომ, როცა მიზანს ისახავ და მის განხორციელებაზე იწყებ ოცნებას, აუცილებელია იმ დანაკარგების გათვალისწინებაც, რომელიც ამ მიზნის განხორციელებას მოჰყვება. დანაკარგების გარეშე არაფერი გამოვა და ეს უნდა გახსოვდეთ. იმაზეც იფიქრეთ, რაზე მოგიწევთ წასვლა. ანუ, საჭირო იქნება თუ არა მსხვერპლის გაღება. მაგალითად, თქვენ ოცნებობთ, რომ იყოთ მდიდარი, მაგრამ, სიმდიდრესაც გააჩნია – ძალიან ბევრი ფული არც ისე სახარბიელოა. გაეცანით ძალიან მდიდარი ადამიანების ცხოვრებას და თავად დარწმუნდებით. მსხვერპლს სიყვარულიც ითხოვს და, სანამ იტყვით, რომ სიყვარულისთვის ყველაფერზე ხართ წამსვლელი, კარგად დაფიქრდით. როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდებით, შეიძლება, თქვენს სიტყვებზე უარის თქმაც მოგიხდეთ.


скачать dle 11.3