კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ჟამი ცვლილებებისა


ზედმეტი კონსერვატიზმი სერიოზულ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს. ზომიერების ფარგლებში ის სულაც არ არის ცუდი, მაგრამ, როცა ნებისმიერი ცვლილებაც კი თქვენში შიშს იწვევს და დაუფიქრებლად ამბობთ უარს ამაზე, ალბათ, დროა, დაფიქრდეთ.

შიში იმისა, რომ, შეიძლება, დაუშვათ შეცდომა, როცა იცვლით სამსახურს, საცხოვრებელ ბინას ან საცხოვრებელ ადგილს, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად გექცეთ. ბუნებრივია, რომ ადამიანს არ უნდა, დაკარგოს ის, რაც უკვე აქვს და რასაც დიდი შრომის შედეგად მიაღწია – ამაში არაფერია არაბუნებრივი. მაგრამ, ზოგჯერ სწორედ მაშინ ვკარგავთ წარმატების შანსს, როცა უარს ვამბობთ ცვლილებებზე. საფრთხე, რომელიც რისკს შეიცავს, შესაძლებელია, დაიყვანოთ მინიმუმამდე, თუკი კარგად აწონ-დაწონით ყველაფერს, მოუსმენთ შინაგან ხმას, მოიპოვებთ საჭირო ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებლად სწორი იქნება.

ხელის შემშლელ კონსერვატიზმზე გამარჯვება შეიძლება, თუკი გაითვალისწინებთ რამდენიმე რჩევას:

* ცვლილებები პატარა ექსპერიმენტებია, თანაც საკმაოდ საინტერესო და ის არანაირად არ შეიძლება იყოს მოვლენა, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

* თუ გრძნობთ, რომ შიშს ვერ დაძლევთ, მოუყევით თქვენი გეგმების შესახებ მეგობარს, რომლის აზრსაც ენდობით. კარგი იქნება, თუ ის თქვენს ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებს და მოდუნების უფლებას არ მოგცემთ.

* შეაქეთ საკუთარი თავი ნებისმიერი წარმატებული ნაბიჯისთვის და გახსოვდეთ: რაც მეტი სიახლე მოხდება თქვენს ცხოვრებაში, მით უფრო საინტერესო იქნება ის. საინტერესო ცხოვრება კი ნიშნავს იმას, რომ უკვე გაგიმართლათ.


скачать dle 11.3