კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მთვრალი“ მუსიკოსი და წუწკი მედუქნე


ჩემს მეზობლად ერთი წუწკი, მევახშე, ფულზე გადამკვდარი კაცი ცხოვრობდა. იქვე, სახლის წინ სასადილო ჰქონდა მოწყობილი. ხომ არ გგონიათ, ან ნისიად, ან პატივისცემით, ვინმესთვის ერთი თეფში წვნიანი მაინც დაესხა! მოკლედ, ხელს არ გაანძრევდა, თუ რამე სარგებელს არ გამორჩებოდა. არც ახლობელი იცოდა, არც მეგობარი და არც მეზობელი. ჰოდა, ერთხელაც, ბიჭებმა გადავწყვიტეთ, ერთი კაი ფანდი მოგვეწყო. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ჩემს ორ მეგობარს შევუთანხმდი, ისინი ჩვენი უბნელები არ იყვნენ. ერთი გამხდარი იყო, მაღალი, ფერმკრთალი, მუსიკოსის დახვეწილი ხელებით, მეორე – მსუქანი, ღაჟღაჟა ლოყებით. იქვე მეზობელს ერთი უვარგისი ვიოლინო გამოვართვით თავისი ძველი ყუთით. ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და საქმეს შევუდექით: მეორე დილით სასადილოს ჩვენი „პაგანინი“ ეწვია, ძველ, თითქმის გაცრეცილ კოსტიუმში გამოწყობილი და მანეთიანი ბორშჩი მოითხოვა. მედუქნეს სახე დაემანჭა, რაღა თქმა უნდა, არ ესიამოვნა ღარიბი მუსიკოსის მისვლა. როცა ბორშჩი ბოლომდე დახვრიპა, მოკრძალებულად მივიდა და სთხოვა: ერთი საათით ჩემს ვიოლინოს აი, იმ კუთხეში მივაყუდებ. დღეს მუზეუმში მიმაქვს და საბუთები დამრჩა სახლშიო. ისიც დათანხმდა, ოღონდ, კედელზე დავკიდებო. მუსიკოსი გამოვიდა თუ არა, ხუთ წუთში ჩემი მსუქანი ძმაკაცი – ვითომ ბიზნესმენი შევიდა, რომელსაც ყველა ჩვენგანის ოქრო ეკეთა თითებზე, მაჯაზე, კისერზე. ფულიც შევუგროვეთ, იმდენი, რომ არაფერი დაეკლო. შევიდა თუ არა, მწვადი, წიწილა და კაი ღვინო შეუკვეთა. მედუქნეც სახეგაბადრული თავს ევლებოდა მდიდარ კლიენტს. სამი ჭიქის მერე, ვითომ შემთხვევით „ბიზნესმენმა“ ვიოლინო შეამჩნია, იმ წამს ჩამოაღებინა, შეათვალიერა და უთხრა, თუ მომყიდი, კარგ თანხას გადაგიხდიო. მედუქნემ – მაინც, რამდენსო. – ათი ათასსო, – უთხრა „ბიზნესმენმა“. მედუქნემ თვალები დაკარკლა, – კარგი, ბატონო, ოღონდ, ჯერ ჩემს შვილს ვკითხავ თუ გაიმეტებს. ძალიან უყვარსო. შეთანხმდნენ, რომ სამ საათში გამოივლიდა და ფულსაც ჩაუთვლიდა ხელში და წამოვიდა. ამის მერე მედუქნე სულ კარში იყურებოდა, ვაითუ მუსიკოსმა დაიგვიანოსო. „მუსიკოსი“ პუნქტუალური აღმოჩნდა, ზუსტად ერთ საათში სასადილოში იყო და მადლობას უხდიდა ნივთის შენახვისთვის. მედუქნემ, – მოიცა, კაცო, ცოტა ხანს დაჯექიო და კარგი სუფრა გაუშალა, ღვინო მოიტანა და გვერდით მიუჯდა. ეს ვიოლინო მუზეუმში რატომ მიგაქვსო, – ჰკითხა. მუსიკოსმაც, – ეს ხელოვნების შედევრია და მისი ადგილი მუზეუმშიაო, თან ძალიან გამიჭირდა, თორემ ასეთ ანტიკვარს კაპიკებში ნამდვილად არ ჩავაბარებდიო. მერე, შე კაცო, რაღა მუზეუმში მიგაქვს, თუ ასეთი ძვირფასია, კერძო პირს მიჰყიდეო, – უთხრა მედუქნემ. ამაზე მუსიკოსმა შორს დაიჭირა თავი: განა ფულით ფასდება ხელოვნებაო, ეს ეროვნული საგანძურია და ამიტომაც იქ მიმაქვსო. მედუქნემ ცოტა ადროვა, ერთი-ორი ჭიქა რომ შესვეს, ისევ დაიწყო: ერთი გოგო მყავს, უკვე წელია, ვამზადებ და ბრწყინვალედ უკრავს. მის ხელში ეს ნივთი, როგორც ოჯახის რელიკვია, ისე იქნებაო. მუსიკოსმა მოკრძალებულად იუარა: თქვენნაირ კეთილ კაცს უარს არ ვეტყოდი, მაგრამ, არ შემიძლია, ასეთი ნივთი ან დიდ ხელოვანს, ან მუზეუმს უნდა ჰქონდესო. ისევ ადროვა მედუქნემ, კვლავ დაუსხა ღვინო, ხან რაზე ელაპარაკა, ხან – რაზე და ისევ ვიოლინოს მიუბრუნდა. ჩემმა მეგობარმაც თავი ისე მოაჩვენა, ვითომ შეთვრა. განა რამდენი უნდა მოგცენ მუზეუმში, მაგას რომ მიიტანო, – შეაპარა მედუქნემ. გაცილებით მეტი ღირს, მაგრამ ორი ათასს გადამიხდიან, თუმცა, მეცოდინება, რომ საიმედო ხელში იქნება და არანაირი საფრთხე არ დაემუქრებაო. ამის თქმაზე მედუქნე წამოდგა და დიდი თასით დალია ხელოვნების სადღეგრძელო. რაღა თქმა უნდა, სტუმარსაც დაუსხა. როგორც კი თასი დაცალა, უთხრა: შე კაი კაცო, მე სამი ათასს გადაგიხდი, განა ჩემი გოგო ნაკლებად მიხედავსო. ამაზე, ვითომ მთვრალი მუსიკოსი კიდევ შეყოვნდა. მაშინ მედუქნემ – ოთხი ათასს მოგცემ, თან, როცა გენებოს, გამოიარე და ჩემს თავად დაუკარი, ოღონდ უარს ნუ მეტყვი და ერთადერთ შვილს გულს ნუ დასწყვეტო. მუსიკოსმა აღარაფერი უპასუხა და თვალები დახარა. მედუქნემ იფიქრა ამაზე კარგი მომენტი აღარ მექნებაო და ჯიბიდან ფულის დასტა ამოიღო, ხუთი ათასი გადათვალა, ხელში ჩაუდო და უთხრა: აი, ხუთი ათასი, ამაზე მეტს არავინ მოგცემს და ამით გავათავოთ ეს საქმეო. მუსიკოსმაც – ამ გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ნამდვილად არ გავყიდდიო, თან, ვხედავ, კარგი ადამიანის ხელში მოხვდება და შევეგუები, ალბათო. როგორც კი თანხმობა მიიღო, მედუქნემ სუფრის ალაგება დაიწყო, „მუსიკოსმა“ კი საწყალი თვალებით კიდევ ერთხელ გახედა „ძვირფას“ ვიოლინოს და სასადილო დატოვა. მთელი ფული ერთად დავხარჯეთ ბათუმში ძმაკაცებმა, წუწკი მედუქნე კი დღესაც ელოდება ბიზნესმენს, რომელმაც ფული უნდა მიუტანოს.


скачать dle 11.3