კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ზრდიდნენ ტაიგის სპეცსკოლებში ცივსისხლიან მკვლელებს


გთავაზობთ ნაწყვეტს გახმაურებული წიგნიდან „მე – დაქირავებული მკვლელი“, რომელიც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ამერიკაში გამოიცა და მისი ავტორია მაიორი ანტონ ლოჟკინი, „გრუს“ ყოფილი სპეცაგენტი.

არაჰუმანური მკვლელობა

„გრუს“ სპეცსკოლა 20 წლისამ დავამთავრე და ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ბებერი მაიმუნივით ეშმაკი და ფრთხილი ვიყავი. თუმცა, ეს არცაა გასაკვირი, რადგან 2 წლის განმავლობაში ისე დამამუშავეს და მომამზადეს, ჩვეულებრივი ცხოვრებით 300 წელი რომ მეცხოვრა, ასეთ გამოცდილებას ვერ მივიღებდი. გარდა ამისა, ირკუტსკიდან 180 კილომეტრის დაშორებით, შუაგულ ტაიგაში მდებარე სპეცსკოლაში ორი ევროპული და ერთი აღმოსავლური ენა შემასწავლეს. კიდევ რადიოსაქმე, სექსი და რაც ყველაზე მთავარია – ადამიანის ლიკვიდაცია. ანუ, შემეძლო, კაცი ნებისმიერი საშუალებით მომეკლა. დაწყებული მისი აფეთქებით, დამთავრებული მოწამვლით, აგრეთვე საწამლავის დამზადებაც შემასწავლეს...

1963-1976 წლებში, ანუ „გრუში“ ჩემი ცამეტწლიანი მოღვაწეობის პერიოდში, არაერთი სპეცდავალება მაქვს შესრულებული, რომელთაგანაც არც ერთი არ ყოფილა იოლი. მე, ძირითადად, სხვადასხვა პიროვნებების ლიკვიდაცია მევალებოდა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ამ საქმეს მიადვილებდა ის, რომ ჩემი მაშინდელი ღრმა რწმენით, თითოეული მათგანი ნაძირალა იყო. თუმცა, დღესდღეობით ამ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული აზრი მაქვს. აგრეთვე, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ დაწესებული მქონდა მკვლელობის ორი კატეგორია, არაჰუმანური და ჰუმანური. არაჰუმანურად ითვლებოდა ის სპეცდავალება, როდესაც ობიექტი საშინელი წამების შემდეგ ტოვებდა ამ ქვეყანას (გაიხსენეთ ლიტვინენკოს მკვლელობა ლონდონში – რედაქცია) და ჰუმანური, როდესაც მოსაკლავი ობიექტი უმალვე „გადაბარგდებოდა“ საიქიოში...

1973 წელს პირდაპირ გენერალ-ლეიტენანტმა ანტონ კარცევმა დამიბარა, რომელიც „გრუს“ ოპერატიული სამმართველოს უფროსი იყო და მთხოვა:

– ლეიტენანტო (მაშინ ლეიტენანტი ვიყავი), ეს ნაძირალა უნდა მოკლა, მაგრამ ისე, რომ როგორც მინიმუმ, სამი დღე უნდა კვდებოდესო...

კარცევი იმდენად მაღალი თანამდებობის პირი იყო, რომ დავალებებს პირადად არ იძლეოდა. ამიტომ, მასთან პირადი აუდიენციის მერე მივხვდი, რაოდენ მნიშვნელოვანი დავალება უნდა შემესრულებინა და არც შევმცდარვარ. როგორც უშუალოდ ჩემმა უფროსმა, პოლკოვნიკმა მასლოვმა მითხრა, ნიუ-იორკში უნდა გავმგზავრებულიყავი და ალა ნესტერენკო მომეკლა... 29 წლის, მომხიბვლელი ალა ნესტერენკო, ფიზიკოს ვიქტორ ნესტერენკოს მეუღლე იყო, რომელიც სამი თვით ადრე ამერიკაში გაიქცა. მას ისე საგულდაგულოდ მალავდნენ, რომ ჩვენებმა ვერსად მიაგნეს. ალა კი, მართალია, დაცვის თანხლებით, მაგრამ მაინც თავისუფლად გადაადგილდებოდა და მისი მოხელთება რთული არ იყო. ქალი ნიუ-იორკის ფეშენებელურ სალონ „ფ.ლ.-ის“ ხშირი სტუმარი იყო და სპეცოპერაცია იქ უნდა ჩამეტარებინა. საქმე ის გახლდათ, რომ ნესტერენკოს ამერიკაში გაქცევას სწორედ ალას, მის დაუდგრომელ ცოლს, აბრალებდა საბჭოთა მთავრობა და ასეთი სასტიკი შურისძიებაც სწორედ ამის გამო დაიგეგმა მის წინააღმდეგ... მასლოვმა დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი ჩამიტარა და ნიუ-იორკში გავემგზავრე. იქ მე გერმანელი კუტიურიეს საბუთებით ჩავედი, ვინმე კურ ტვაისმანის გვარით და ერთ-ერთ სალონში უპრობლემოდ შევაღწიე. არც ალა ნესტერენკოს გაცნობა გამჭირვებია. იმდენი მოვახერხე, ეს სუპერგარეგნობის ქალი მოვხიბლე კიდეც. ხოლო ორდღიანი ნაცნობობის მერე სალონის ბარში მსუბუქი კოქტეილის დროს, სასმელში საწამლავი შევურიე და ერთი საათის მერე მშვიდობიანად დავშორდი. თუმცა, კარგად ვიცოდი, რომ ლუბიანკის ლაბორატორიაში შემუშავებული შხამი „ტკიპა-1“, 9 საათში დაიწყებდა თავის მომაკვდინებელ მოქმედებას და მშვენიერ ქალბატონს ვეღარაფერი იხსნიდა საშინელი სიკვდილისგან... მართლაც, მშვენიერი ალა, 4 დღის განმავლობაში საშინლად იტანჯებოდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში და ექიმებმა ვერაფერი მოუხერხეს მისი ნაწლავების კედლებზე ტკიპასავით აკრულ შხამს... მასთან ერთად იტანჯებოდა პროფესორიც, რომელმაც საყვარელი ცოლის სიკვდილს ვერ გაუძლო და საავადმყოფოს მეათე სართულის ფანჯრიდან გადახტა...


скачать dle 11.3