კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავსტრიელი ექსტრემალი 36 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხტება


ავსტრიელმა სპორტსმენმა-ექსტრემალმა, ფელიქს ბაუმარტენმა დედამიწაზე სტრატოსფეროდან გადმოხტომა ჩაიფიქრა. ის 36 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხტება და ვარდნის დროს ბგერით ბარიერს გადალახავს.

როგორც ავსტრიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინებიან, თავისი ორიგინალური რეკორდებით ცნობილი ზალცბურგელი გეგმავს, ჰელიუმით სავსე ბალონით, ჰერმეტულ კაპსულაში ზღვის დონიდან 36 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდეს, შემდეგ დედამიწაზე მის მიერვე დამზადებულ სპეციალურ სკაფანდრში პარაშუტით გადმოხტეს. უკვე 30 წამის შემდეგ მისი თავისუფალი ვარდნის სიჩქარე საათში 1 300 კილომეტრს მიაღწევს.

ამგვარად, იგი ეცდება, გააუმჯობესოს ერთდროულად ოთხი მსოფლიო რეკორდი: ყველაზე მაღალი ფრენა სტრატოსტატით, ყველაზე მაღალი ნახტომი პარაშუტით, ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე ჩქარი თავისუფალი ვარდნა.

აქამდე ყველაზე მაღალი ნახტომი პარაშუტით ჯოზეფ კიტნჯერს ეკუთვნის. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის კაპიტანმა 1960 წლის 16 აგვისტოს ნახტომი 31 332 მეტრი სიმაღლიდან განახორციელა.


скачать dle 11.3