კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

9 წლის მაკედონიელი ბიჭი „მაიკროსოფტის“ სერტიფიცირებული სისტემური ინჟინერი გახდა


მაკედონიელი მარკო ჩალასანი 6 წლის ასაკში გახდა „მაიკროსოფტის“ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული სისტემური ადმინისტრატორი, 8 წლისამ მიიღო „მაიკროსოფტის“ პროფესიონალის სერტიფიკატი, ხოლო 9 წლის ასაკში წარმატებით ჩააბარა გამოცდა „მაიკროსოფტის“ სისტემური ინჟინრის სერტიფიკატის მისაღებად.

დღეისათვის მარკომ მოასწრო თავისი ძალების მოსინჯვა ნამდვილი კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების დროს, რომელიც ერთ-ერთ არაკომერციულ ორგანიზაციას ეკუთვნის. ამ ვუნდერკინდის კიდევ ერთი სამუშაო ადგილია მისი საკუთარი სკოლა, სადაც მარკო კომპიუტერის საფუძვლებს ასწავლის 8-დან 11-წლამდე ასაკის მოსწავლეებს.

ვუნდერკინდის განკარგულებაშია მთელი კომპიუტერული კლასი 15 სამუშაო სადგურით, რომელიც მას განათლების სამინისტრომ მისცა. მარკოს სახლში კიდევ 5 კომპიუტერი აქვს, რომელიც მას და ასევე ქსელური ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მის მამას ეკუთვნით.

მარკო მონიტორთან დღე-ღამეში დაახლოებით ოთხ საათს ატარებს, ზოგიერთ დღეებში კი 10 საათსაც მუშაობს. ახალგაზრდა სპეციალისტი არ თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს, მიაჩნია, რომ ეს საქმიანობა დროის უქმად კარგვაა.

მარკოს ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტია „მაღალი სიმკვეთრის სიგნალების კავშირის შედარებით სუსტი არხებით გადაცემის ეფექტური მეთოდების დამუშავება“. ამ პროექტზე მუშაობისთვის ერთ-ერთმა მაკედონიურმა ტელეკომ-ოპერატორმა მოსწავლეს თავისი ქსელის ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ მაკედონიაში მარკო ჩალასანი ძალზე პოპულარულია, ბიჭი ამერიკაში გადასვლაზე ოცნებობს, სადაც იგი შეძლებს ყველაზე თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გაცნობას და უფრო ახლო კონტაქტების დამყარებას კორპორაცია „მაიკროსოფტთან“.


скачать dle 11.3