კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინფარქტის შესახებ თმა „მოგვითხრობს“


იმ კვლევების საფუძველზე, რომლებიც ისრაელში კაფარ-საბეს საავადმყოფო „მეირის“ კარდიოლოგიურ განყოფილებაში ჩატარდა, მალე ადრეული ინფარქტის დიაგნოსტიკის ახალ მეთოდიკას შეიმუშავებენ. დიაგნოზის დასასმელად ოჯახის ექიმს პაციენტის თმის ერთი ღერი დასჭირდება. კვლევების მონაცემები წარდგენილი იქნება კარდიოლოგების კონგრესზე, რომელიც ისრაელში გაიმართება.

ექიმებისთვის ცნობილია, რომ ინფარქტამდე და, საერთოდ, გულის დაავადებამდე, შეიძლება, დაგროვილმა სტრესმა მიგვიყვანოს, მაგრამ ყოველი ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს პრობლემებზე ოჯახსა და სამსახურში, ამიტომ, ექიმები აქამდე ვერ ახერხებდნენ, ეპოვათ „სტრესის“ დონის გაზომვის ზუსტი მეთოდი, რომ გაერკვიათ როდის აღწევს ის „წითელ ზღვარს“.

„მეირის“ ექიმებმა კანადელი კოლეგების მიერ დამუშავებული მეთოდიკა გამოიყენეს და გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ კორტიზონის შემცველობის დონე კარდიოლოგიური და თერაპიული განყოფილებების 150 პაციენტის თმაში და ამით გაერკვიათ, როგორ იცვლება კორტიზონის დონე ორგანიზმში. ამ ჰორმონს „სტრესის ჰორმონს“ უწოდებენ.

ვინაიდან თმა თავზე თვეში 1 სანტიმეტრის სიჩქარით იზრდება, პაციენტების ორი ჯგუფისგან თმის 3 სანტიმეტრის სიგრძის ნიმუშები აიღეს. პირველ ჯგუფში შევიდნენ პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო მოხვდნენ; მეორე ჯგუფში – თერაპიული განყოფილების პაციენტები. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პირველი ჯგუფის პაციენტებში კორტიზონის დონე რამდენჯერმე აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

კარდიოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ კვლევების წინასწარ შედეგებზე, რომლებიც კიდევ უნდა შემოწმდეს. მეორე ეტაპზე ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის საავადმყოფოების ასეულობით პაციენტი. თუმცა, კვლევების ავტორები სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ ძალიან მალე სტრესის დონეს ოჯახის ექიმი მარტივი ანალიზის საშუალებით განსაზღვრავს და საშუალება მიეცემა, დროზე დაიწყოს ინფარქტის პროფილაქტიკა.


скачать dle 11.3