კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცნიერების აზრით, ნეპტუნსა და ურანზე ალმასის ოკეანეებში ალმასის აისბერგები დაცურავენ


ზღაპარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ადამიანი იმას, რასაც ბრიტანელი სწავლულები ვარაუდობენ: ნეპტუნსა და ურანზე თხევადი ალმასის ოკეანეებში მყარი ალმასის აისბერგები დაცურავენ.

საქმე ისაა, რომ ურანისა და ნეპტუნის შემადგენლობის 10 პროცენტი ნახშირბადია – ალმასების საშენი მასალა. თხევადი ალმასის მისაღებად ძალიან მაღალი ტემპერატურაა აუცილებელი. მეცნიერებმა ექსპერიმენტებით დაადგინეს, რომ ალმასის გათხევადების ტემპერატურა ცელსიუსის 3 500 გრადუსია.

„ექსპერიმენტის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ტემპერატურის უბრალოდ აწევით ალმასს თხევად მდგომარეობაში ვერ გადავიყვანთ, – განმარტავს კვლევების წამყვანი ავტორი, ჯონ ეგერტი, – აუცილებელია, შევქმნათ უმაღლესი წნევა, რაც მკვეთრად ართულებს გაზომვის პროცესს. წნევის გაზრდა კი აუცილებელია იმისთვის, რომ გაცხელების პროცესში ალმასი გრაფიტად არ გადაიქცეს“. ცდებში სწავლულებმა პატარა ბუნებრივი ალმასი გამოიყენეს, რომლის მასა კარატის მეათედის ტოლი იყო. მასალის დნობა მიმდინარეობდა ლაზერის ნანოსეკუნდის ხანგრძლივობის ტოლი იმპულსებით შექმნილ დარტყმით ტალღაში. თხევადი ალმასი მიიღეს ისეთი წნევის საშუალებით, რომელიც 40 მილიონჯერ აღემატებოდა ზღვის დონეზე ატმოსფერულ წნევას.

წნევის 11 მილიონ ატმოსფერომდე თანდათანობით შემცირებისას, კელვინის სკალით 50 000 გრადუსზე, სითხის ზედაპირზე გამოჩნდა მყარი წარმონაქმნები, რომლებიც, ფიზიკოსების გასაკვირად, დაცურავდნენ და არ იძირებოდნენ. წნევა ეცემოდა კიდევ რამდენიმე ხანს, უცვლელი ტემპერატურის პირობებში, ხოლო ზედაპირზე ალმასის მყარი ნატეხების სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობა ჯგუფდებოდა.

როგორც პრინსტონის უნივერსიტეტის სწავლულმა ტომ ჯეფრიმ განაცხადა, თეორია ნეპტუნსა და ურანზე თხევადი ალმასების ოკეანეების არსებობის შესახებ ახალი არ არის, მაგრამ, უკანასკნელი გამოკვლევების შედეგების თანახმად, ეს კონცეფცია სულ უფრო და უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.

ნივთიერებათა უმრავლესობა მყარ მდგომარეობაში უფრო მკვრივია, ვიდრე თხევადში და ამიტომაც იძირებიან. წყალი გამონაკლისია – ყინული არ იძირება და ზედაპირზე დაცურავს. აღმოჩნდა, რომ ალმასი ამ მიმართებით წყლის მსგავსია.

თავის დროზე სწავლულებმა გამოარკვიეს, რომ მზე ალმასად გადაიქცევა.


скачать dle 11.3