კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან


ინგლისელი შესჩივის მეგობარს:

– იმის შემდეგ, რაც ცოლმა მითხრა, შენამდე 22 მამაკაცი მყავდაო, ფეხბურთის ყურება აღარ შემიძლია...

***

ამერიკელს კარზე დაუკაკუნეს, გააღო და ხედავს, პატარა ჩონჩხი დგას შავი მოსასხამითა და ცელით.

– სიკვდილი ხარ? – ეკითხება შეშინებული.

– დიახ.

– ასეთი პატარა რატომ ხარ?

– იმპოტენტი ვარ.

***

– მომილოცე, ახალი პიესა დავწერე.

– რა დაარქვი?

– „ჰამლეტი”.

– ხუმრობ? შექსპირი მაინც არ წაგიკითხავს?

– საოცარია პირდაპირ! შარშან „მაკბეტი” რომ დავწერე, მაშინაც ეგ ტიპი მიხსენეს!

***

ახალთახალ ავტომობილს ძაღლი მიუჩინეს დასაცავად. მეორე დილით საბურავები აღარ დახვდათ, საქარე მინაზე კი წარწერა იყო:

„ძაღლს ნუ გაუწყრებით, ყეფდა!”

***

– ჯობია ჩუმად იყო და იდიოტი ეგონო ვინმეს, ვიდრე ხმა ამოიღო და ყოველგვარი ეჭვი გაფანტო.

***

ყვავი უკუღმა მიფრინავს და დაინტერესებულ მელას ეუბნება – ქვეყანა შეიცვალაო. მელიაც უკუღმა წავიდა და დათვმა იხმარა. გამწარებული მელია ყვავს უყვირის: აკი, შეიცვალაო?!

ყვავი:

– ეგ ზემოთ შეიცვალა, თორემ, ქვემოთ, როგორც გხმარობდნენ, ისევე გიხმარენო!

***

მომავალმა მოქანდაკე გოგონამ აპოლონის ფიგურა გააკეთა.

პროფესორი აფასებს ნამუშევარს:

– ძალიან კარგია, მაგრამ რატომ გგონიათ, რომ აპოლონი ებრაელი იყო?!

***

– შენს ქმარს როდისმე უცხო კაცთან წაუსწრიხარ საწოლში?

– არააა, მხოლოდ ახლობლებთან და ნაცნობებთან...

***

– ეს რა სჭირს ბაბუათქვენს?

– ააა, ეს? ძილის წამალთან ერთად ვიაგრასაც ვაძლევთ, საწოლიდან რომ არ გადმოგორდეს...

***

ქალი მოდის ბაზრიდან დატვირთული. ლიფტში კაცი შეხვდა, რომელმაც უცბად ქურქი გაიძრო და მთლად შიშველი დარჩა. ქალს ორივე პარკი ხელიდან გაუვარდა, ხელები თავზე წაივლო და აღმოხდა:

– აუჰ! კვერცხის ყიდვა დამავიწყდა!

***

მასწავლებელი მოწაფეს უწერს დღიურში:

„თქვენი ქალიშვილი მთელი გაკვეთილი ქაქანებს“!

მეორე დღეს პასუხი გოგონას მამამ მოსწერა:

„თქვენ დედამისი უნდა ნახოთ!“


скачать dle 11.3