კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ობამა 1933 წლის რეცეპტებს მიმართავს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საკუთარი გეგმები გაახმოვანა უმსხვილესი ამერიკული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. „მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ამერიკის ფინანსური სისტემა უკეთესად ფუნქციონირებს, ვიდრე ერთი წლის წინ: მისი მუშაობის წესები, რომლებმაც ისინი თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა არ შეცვლილა. ჩემი გეგმები, ფინანსური სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო პრინციპული გახდა მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ ზოგიერთი მსხვილი კომპანია ძველი მეთოდებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას. ისინი აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ მცირე ბიზნესის დაფინანსებას და ვერ დაუბრუნებენ გადასახადების გადამხდელებს იმ თანხებს, რომლებიც მოქალაქეებმა ამ კომპანიების გადასარჩენად გაიღეს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ობამას გეგმის თანახმად, კომერციულ ბანკებს აეკრძალებათ ჰეჯ-ფონდებისა და პირდაპირი ინვესტირების ფონდების ფლობა, ასევე მათში ინვესტირება და კონსულტაციების გაწევა. როგორც მიმომხილველები აცხადებენ, პრეზიდენტის ინიციატივის მიზანი 1933 წელს მიღებული გლას-სტიგოლის კანონის სულისკვეთების აღორძინებაა, რომლის თანახმადაც კომერციულ ბანკებს საინვესტიციო ფუნქციების დიდი ნაწილი ჩამოერთვათ.


скачать dle 11.3