კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრიტანელები თაღლითობის გამო მილიარდებს კარგავენ


როგორც ბრიტანული პრესა, კანონდარღვევებთან ბრძოლის სახელმწიფო სააგენტო „ნეიშნლ ფროდ ოსორითიზე“ დაყრდნობით, აღნიშნავს, ქვეყანა ყოველწლიურად 30 მილიარდამდე გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით, 49 მილიარდ დოლარს) კარგავს თაღლითობის გამო. როგორც სააგენტომ დაადგინა, თითოეული ბრიტანელი, ასევე თაღლითობის გამო, წელიწადის განმავლობაში 626 გირვანქა სტერლინგით ზარალდება და ეს ბევრად აღემატება დიდი ბრიტანეთის მთავრობის აქამდე არსებულ მონაცემებს. ორიოდე წლის წინ ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თაღლითობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების წყალობით, ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ზარალი მხოლოდ და მხოლოდ 13 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ყველაზე დიდ ზემოქმედებას ამ მიმართულებით ბრიტანეთის ეკონომიკაზე გადასახადებისგან თავის არიდება ახდენს. სააგენტო „ნეიშნლ ფროდ ოსორითის“ მონაცემებით, ამის გამო ქვეყნის ბიუჯეტში 15,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი არ შევიდა. კიდევ 3,8 მილიარდი გირვანქა სტერლინგით იზარალა სახელმწიფომ იმ თაღლითობასთან დაკავშირებით, რომელიც სადაზღვევო და იპოთეკის სფეროებს უკავშირდება. ბრიტანული სააგენტოს მონაცემებით, თაღლითობის 58 პროცენტი სახელმწიფო სექტორზე მოდის, კერძო სექტორი კი „მხოლოდ“ შემთხვევათა 31 პროცენტით არის დამნაშავე.




скачать dle 11.3