კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასუნთქი გზების დაავადების, ბრონქიტის, ანემიის და მწვავე რესპირატორული შემოტევების დროს თაფლი ნუ დაგავიწყდებათ


თაფლს დიდი ხანია, იყენებენ როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდ. ბიოლოგიური და ქიმიური შემადგენლობის გამო მას იმუნობიოლოგიური და ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია.

თაფლი შემადგენლობით საკმაოდ მდიდარი და რთულია. მასში დაახლოებით სამოცზე მეტი ნივთიერება შედის. მათ შორისაა: გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა, მინერალური მარილები, წყალი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მასში ასევე დიდი რაოდენობითაა სხვადასხვა ვიტამინი, კაროტინი, ანტიბიოტიკები და ცილები.

თაფლს უძველესი დროიდან იყენებენ ქუთუთოების ანთების, კერატიტისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. თვალებისთვის სასარგებლოა თაფლზე დამზადებული წვეთებიც. კერძოდ, კონიუნქტივიტისა და კერატიტის სამკურნალოდ შეგიძლიათ, მარტივი რეცეპტით მომზადებული წვეთები გამოიყენოთ: 50 მილიგრამ გადადუღებულ წყალში გახსენით 15 გრამი სუფთა თაფლი და კარგად აურიეთ. ჩაიწვეთეთ თვალებში 2-2 წვეთი, დღეში ორჯერ.

ანემიის დროს იყენებენ რკინის შემცველ პრეპარატებს, B ჯგუფის ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას. თითოეული მათგანი თაფლის შემადგენლობაშიც შედის. ანემიის სამკურნალოდ რეკომენდებულია მუქი ფერის, მაისის თაფლი, რადგან ის უფრო მდიდარია მინერალური ნივთიერებებით. ორას მილილიტრ რძეს დაამატეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ, გახსენით და მიიღეთ დღეში 4-ჯერ, ორი თვის განმავლობაში.

თაფლს ასევე იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებების დროსაც. მაგალითად, გრიპის დროს, გაფცქვენით ნიორი, ხახვი და გახეხეთ. შეურიეთ თაფლი წილობრივად 1:1, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ძილის წინ, თბილ წყალთან ერთად.

ბრონქიტის დროს ერთ სუფრის კოვზ გამხმარ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით დაახლოებით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, გაწურეთ და დაამატეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ, როგორც ამოსახველებელი საშუალება, დღეში 4-ჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე. ან აურიეთ ერთმანეთში ასი გრამი თაფლი, 30 გრამი ალოეს წვენი, ასი გრამი კარაქი. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ერთი სუფრის კოვზ თბილ რძესთან ერთად.

მწვავე რესპირატორული დაავადების დროს მოადუღეთ 250 მილილიტრი მაგარი ჩაი, ჩაუმატეთ ორი ჩაის კოვზ შაქარში ასრესილი ჟოლო და ჟოლოს წვენი, დაამატეთ, ასევე, 1,5 სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ თბილი სახით, დღეში 4-ჯერ.


скачать dle 11.3