კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნევროზს ხალხური მედიცინის ნაყენებით ებრძოლეთ


ნევროზი ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც ძირითადი ნერვული პროცესების, კერძოდ აღგზნებისა და შეკავების მოშლით არის გამოწვეული. ნევროზის ძირითადი მიზეზი ფსიქიკური ტრავმებია.

ნევროზი არის ნერვული სისტემის პათოლოგიური რეაქცია ტრავმულ სიტუაციაზე. ეს ნერვული სისტემის ინდივიდუალური თვისებებით განისაზღვრება. გონებრივი ან ფიზიკური გადატვირთვის შემდეგ განვითარებულმა ნერვული სისტემის ზედმეტმა დაძაბულობამ შეიძლება, გამოიწვიოს ნევრასთენია. ზოგ შემთხვევაში ნევროზი იწვევს მომატებულ აღგზნებას, გაღიზიანებას, თავის ტკივილს, ზოგჯერ, პირიქით, სისუსტეს, ძილისადმი მიდრეკილებას, გამოფიტვას.

ნევროზს ძირითადად მკურნალობენ დამამშვიდებელი საშუალებებით. აუცილებელია, ასევე, აღიკვეთოს ფსიქოტრავმული სიტუაციები.

ნევროზის დროს ძალიან კარგია მცენარეული ნაყენები, კერძოდ.

* 20 გრამი გვირილის ყვავილი, 20 გრამი კულმუხოს ძირები, 20 გრამი ბარამბო;

* 20 გრამი ლავანდა, 20 გრამი ბარამბო, 20 გრამი იორდსალამის ფესვი;

* 15 გრამი პიტნა, 125 გრამი შავბალახა, 15 გრამი კატაბალახას ძირები, 20 გრამი გვირილის ყვავილი, 20 გრამი ასკილის ნაყოფი, 15 გრამი თავშავა.

ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: ერთი სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 250 მილილიტრი ადუღებული წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა, 3-ჯერ დღეში, თბილი.

მკურნალობის ხანგრძლივობა, დაახლოებით 2-3 თვეა.


скачать dle 11.3