კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უღიპო და მუსიკალური


„დაანებეთ ჩემს ცოლს თავი“

ჩვენი პოლიცია, მას შემდეგ, რაც ღიპები დაიგდო (ანუ თვალტანადი გახდა) და კორუფციაც აღმოფხვრა (ოპონენტების მტკიცებით, მხოლოდ დაბალ და საშუალო დონეზეო), ვოკალური მონაცემების დახვეწითაც დაკავდა. მეტიც, იმდენად წარმატებულად, რომ საკუთარი ჰიმნიც კი შექმნა. ამ პროექტზე მთლად დამოუკიდებლადაც არ უმუშავია (მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჰიმნებს ისე დაებედა, რომ მუსიკაც და ტექსტიც ნასესხებია, ღვთის მადლით, ისევ ქართველი, ოღონდ გარდაცვლილი ავტორებისგან). მოკლედ, პოლიციის ჰიმნში ტექსტი ხალხური პოეზიის მოტივებზეა აგებული (ოღონდ, მხოლოდ მოტივებზე, რადგან, ვერც რითმით დაიკვეხნის და ვერც სათქმელის სიღრმით), მუსიკა კი – „პირველი მერცხლის“. ამ პროექტზე ყოფილ „სახეებს“ დათო ფორჩხიძესა და გოგა ხაჩიძეს უმუშავიათ (ეს უკანასკნელი, დროა, გინესების რეკორდების წიგნშიც მოვახვედროთ, რადგან, კიდეც მღერის, სიმღერებსაც წერს, ზედაც გუბერნატორობს, თანაც სამცხე-ჯავახეთში და, უფრო ზედაც – მოქმედი მინისტრია). არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ბ-ნი ხაჩიძე გამოტყდა, „არცთუ კარგი მომღერალი ვიყავიო“, სავარაუდოდ, იმ აბეზრების გასაგონად, მუდმივად რომ ახსენებენ, „როგორ მინდა, მოგეფეროო“, თუმცა, შესაძლოა, იმის აღსანიშნავადაც, რომ, სამაგიეროდ, კარგი გუბერნატორი იყო, მინისტრი კი არის.

შესაბამისად, თუ პოლიციის ჰიმნით ვიმსჯელებთ, უდავოა, ბ-ნი ხაჩიძის თვითკრიტიკა სავსებით სამართლიანია და, თუ თავადაც სცოდნია, რომ უხეირო მუსიკოსია, ჰიმნებს მაინც დაანებოს თავი?!


скачать dle 11.3