კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვენახშეჭმულები


ფოკუსების „ფოკუზები“

რაკი, როგორც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გვიბრძანა, „ჩვენი ფოკუსი განათლება და ჯანდაცვააო“, ამ მიმართულებით „ფოკუზები“ უფრო და უფრო მრავალფეროვანიც ხდება. შესაბამისად, გასულ კვირას კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზენტაციაც შედგა და, რა თქმა უნდა, უშუალოდ განათლების მინისტრის მონაწილეობით. ბ-ნმა შაშკინმა ზემოხსენებული კლუბის ეგიდით მშობლიურ 52-ე სკოლაში ერთი საკლასო ოთახიც გაარემონტა და იმავესკენ კოლეგებსაც მოუწოდა (ვისაც როგორც შეგიძლიათ, ისე შეეწიეთ ახლად გადანათლებულ საჯარო სკოლებსო). ქართულმა მედიამ კი არ დაიზარა და ისიც ხაზგასმით აღნიშნა, ბ-ნი შაშკინი 52-ე ქართული სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულიაო. მეორე მხრივ, მართალია, ამჟამად 52-ე საჯარო სკოლა, მართლაც, ქართულია, თუმცა მაშინ, როდესაც იქ ბ-ნი შაშკინი სწავლობდა, 52-ე საშუალო სკოლა რუსული გახლდათ (თუმცა, ალბათ, ეს ის დეტალია, რომელიც, არა მხოლოდ ქართული ელმედიის აზრით, ქართული განათლების გამორეფორმირებას ჩრდილს აყენებს და ამიტომაც ეს ჩრდილი მოასუფთავეს). რაც შეეხება „კურსდამთავრებულთა კლუბს“: ეს გამოცდილება დასავლურია, რაც მთავარია, მას თვით აშშ-შიც აქტიურად მისდევენ (აშშ-ს კი საქ.-ო, აბა, როგორ ჩამორჩება?!) და სახელიც მეტად სა-უცხო-ო აქვს – „ალუმნაი“ (გამორეფორმირებამდე იტყოდნენ, „აბიგლუკოზაო“). ამ „ალუმნაის“ არსი კი შემდეგნაირია: სკოლა წერილს უგზავნის წარმატებულ სკოლადამთავრებულებს და დახმარებას სთხოვს, თანაც ეს დახმარება არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც, მატერიალური იყოსო, გამოცდილების გაზიარებაც კი სავსებით საკმარისია. რამდენიმე წარმატებულად აღიარებული პერსონის აზრიც მოვისმინეთ: ბ-ნი კურტანიძის (რომელსაც, სახელდობრ, ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიასა და იმავეს გაკეთებას სადაზღვევო ბაზარზეც ედავებიან), ქ-ნი ლელა წურწუმიასი (რომელსაც, უდავოდ, აქვს მდიდარი გამოცდილება, სახელდობრ, ღირსების ორდენების დაკიდებაში, პირობითად, აფხაზეთის ვირტუალურ დაბრუნებაში შეტანილი წვილილისთვის, სადაც რეალურად ცხვირსაც არ გვაყოფინებენ). მართალია, ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ, მაგრამ, აშკარაა, რომ წარმატებული ადამიანების სიაში ქ-ნი ნინა წკრიალაშვილიც მოხვდება. ან, ვითომ რატომ ვერ უნდა მოხვდეს?! ჯერ ერთი, ღირსების ორდენი მასაც ჰკიდია, იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ქ-ნ წურწუმიას; არაფერი დაუმალავს საზოგადოებისთვის თვით „ფლეიბოის“ ფურცლებზე. უფრო მეტიც: არც ის იცის, ვინ დაწერა „თავსაფრიანი დედაკაცი“ და სტალინი აკაკი წერეთლისგან ვერ გამოურჩევია (ვფიქრობ, უკვე წმიდა გიორგის ორდენზეა წარსადგენი! ), თანაც, კულტურის სამინისტროში იღვწის. ასე რომ, ეს იმ წარმატებულ „ალუმნაიელებს“გაუმარჯოთ, რომელთა ფოკუსების „ფოკუზებიც“ კოპერფილდსაც კი სახტად დატოვებდა!


скачать dle 11.3