კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

შესაძლებელია თუ არა სპორტით ძაღლის ანატომიური დეფექტების გამოსწორება


ძაღლების სპორტი შეიძლება, ბევრისთვის ღიმილის მომგვრელი იყოს, ბევრმა კი სერიოზულად აღიქვას. ყოველ შემთხვევაში ის მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია და ამ სპორტის ერთ-ერთი სახეობა საქართველოში უკვე 10 წელია არსებობს. თუ გსურთ ჯანმრთელი და სასიამოვნო გარეგნობის ოთხფეხა მეგობარი გყავდეთ, ურიგო არ იქნებოდა, თუ მას სპორტულად გაზრდიდით, რითაც თქვენც მიიღებდით სიამოვნებას. ამ საინტერესო თემასთან დაკავშირებით საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი ბექა მეტრეველი მოგითხრობთ.

– ძაღლების სპორტის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს, თუმცა საქართველოში მხოლოდ ერთმა სახეობამ მოიკიდა ფეხი, ეს არის აჯილითი. მსოფლიოში არსებობს: ძაღლების ცურვა, ხტომა, თოვლიდან ადამიანის გამოყვანა, ბარიერებზე ხტომა; ძაღლების ფრენბურთიც კი არსებობს, რომელიც ძალიან გავრცელებული სპორტია ამერიკაში. არსებობს ძაღლების ბუმერანგი და სხვა მრავალი. მიუხედავად ამისა, ყველაზე გავრცელებული მაინც აჯილითია.

– საქართველოში როგორ არის ან განვითარებული აჯილითი?

– ჯერჯერობით, არც ისე სახარბიელოდ.

– რა არის აჯილითი?

– აჯილითში, ძირითადად, მონაწილეობას დიდი ტანის ძაღლები იღებენ, რომლის დროსაც ძაღლი მის სამუშაო თვისებებს აჩვენებს. მას კონკრეტული მანძილი აქვს – ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე. მანძილი მან გარკვეულ პერიოდში უნდა დაფაროს. ხვდება ბარიერები. მაგალითად, მეტრნახევრიანი სახტომი ბილიკი, გვირაბი, სადაც უნდა გაძვრეს, შემდეგ ხვდება ცეცხლმოკიდებული საბურავი, რომელშიც უნდა გადახტეს. ასევე ხვდება ეკლებიანი ფარი, რომელზეც დატოვებულია ადგილები, სადაც ძაღლმა ფეხი უნდა დაადგას. ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ბარიერებია. ზოგან მეტრნახევრიანი სახტომია, ზოგან ნახევარმეტრიანი, სამაგიეროდ, გართულებულია რგოლი, რომელსაც ცეცხლი უკიდია. რომელი ძაღლიც ყველაზე ნაკლებ დროში და ხარისხიანად შეასრულებს დავალებას ის ხდება ჩემპიონი.

– რამდენად საინტერესოა სპორტი ძაღლისთვის?

– ძალიან საინტერესოა. როცა გვყავს ცხოველი, რომელიც ჩვენი კომპანიონია, ის რაღაცით უნდა დავაკავოთ. დღევანდელობა იმის საშუალებას ნამდვილად იძლევა, ცხოველი ისეთი რამით დავაკავოთ, რითაც ჩვენც მივიღებთ სიამოვნებას. აჯილითი კი ძალიან აზარტული და საინტერესო სანახაობაა.

– როგორ უნდა მოვამზადოთ ძაღლი სპორტის ამ სახეობისთვის?

– აჯილითისთვის ძაღლის მზადება პროფესიონალი ინსტრუქტორის გარეშე შეუძლებელია. საქართველოში არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ პროფესიას კარგად ფლობენ. ტურნირები ყოველწლიურად ტარდება ჩვენთან, თუმცა მისი ხარისხი მაღალი არ არის.

– რაც შეეხება არაპროფესიონალურ სპორტს. რა არის ძაღლისთვის სასარგებლო?

– ძაღლისთვის ძალიან კარგია პატრონთან ერთად სირბილი, ვარჯიში, ცურვა და სხვა. ამ შემთხვევაში ძაღლი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს. სპორტი, როგორც ადამიანის ათლეტურობას და განვითარებას უწყობს ხელს, ასევეა ძაღლებისთვისაც. ანატომიური დეფექტების გარკვეული პროცენტი შეიძლება, სპორტით გამოასწორო. ხშირ შემთხვევაში, მოლოსოიდური ტიპის ძაღლებს, რომლებიც მძიმე ტანის არიან და მასიური ძვლები აქვთ, ზრდის პროცესში მაჯა ეღუნებათ და არასწორად უვითარდებათ. ნებისმიერი პროფესიონალი გირჩევთ ასეთ შემთხვევაში, ლეკვს წონაში დააკლებინოთ, ანუ კვებოთ მინიმალურად და ბევრი ატაროთ. დაახლოებით 3-4 კილომეტრი დღეში. შემდგომ უკვე მასთან ერთად ვარჯიში უნდა დაიწყოთ. არც ვიტამინი და არც რამე სხვა ვაქცინა არ არსებობს, რომელიც ძაღლს შეძენილ ნაკლს მოუსპობს. ერთადერთი საშუალება ისევ და ისევ სპორტია.

– რამდენი ძაღლი იღებს მონაწილეობას ტურნირში, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება?

– დაახლოებით 10-12, თუმცა, როგორც ამბობენ, 20-30-ც ყოფილა.

– მათი სიმცირე ფასების ბრალია, თუ ინტერესი არ არის?

– ინტერესი ნაკლები ნამდვილად არ არის, უბრალოდ, შეხედულებაა სხვა. ვინმეს რომ უთხრა, მოდი, ძაღლი სპორტით დააკავეო, გეტყვის, ძაღლი უნდა დააბა და იყეფოსო. საქართველოში ძაღლების სპორტით ძირითადად ისეთი ადამიანები ინტერესდებიან, რომლებსაც ან ძალიან უყვართ ცხოველები, ან ძალიან ბევრი ფული აქვთ და არ იციან, სად დახარჯონ.

– ანუ ძვირად ღირებულია?

– ყოველ შემთხვევაში, საშუალო ფენისთვის არის გათვლილი.

– დაახლოებით, რა თანხაა საჭირო, ძაღლი პროფესიონალმა ინსტრუქტორმა რომ მოამზადოს?

– საორიენტაციოდ, აჯილითისთვის ძაღლის, მომზადება 500-დან 1 000 დოლარამდე ღირს.

– რამდენი ხანი სჭირდება ამას?

– ეს უკვე ძაღლზეა დამოკიდებული, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე თვე სჭირდება. ერთ და ორ კვირაში ეს საქმე არ გამოვა.

– რა ასაკიდან უნდა მომზადდეს ძაღლი?

– ძაღლის მზადება სპორტში გარკვეული ასაკიდან იწყება, რადგან ზრდასრული ასაკისთვის უკვე ძალიან რთულია. მუშაობასთან ერთად უკვე შედეგსაც იღებთ. შედეგის გარანტიას კი ვერავინ მოგცემთ, ეს უკვე თქვენი ძაღლის მონაცემებზეა დამოკიდებული, რამდენად აითვისებს. არის ჯიშები, რომლებიც ამ სპორტში საერთოდ ვერ იღებენ მონაწილეობას, მაგალითად, დეკორატიული ძაღლები, ასევე, მოლოსოიდური ტიპის რამდენიმე ჯიში. ძირითადად, სპორტის ამ სახეობით უფრო გერმანული ნაგაზები, როტვეილერები, დობერმანები, შნაუცერები, ლაბრადორები, რუსული ტერიერები, ბელგიური და აღმოსავლეთ-ევროპული ნაგაზები არიან დაკავებული. ევროპის ქვეყნებში კი ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ მათ შორის მეტისებიც ნახოთ.

– რამდენი წელია, რაც საქართველოში ძაღლების სპორტი არსებობს?

– დაახლოებით, 10 წელი, შეიძლება, ცოტა მეტიც. სხვათა შორის, ხშირად ძალიან საინტერესო საპრიზო ფონდებია. მაგალითად, შარშანდელ ჩეხეთის ტურნირს ვადევნებდი თვალს და საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი იყო. ამასთან, ერთ-ერთი საკვები ფირმა უფინანსებდა ძაღლს მთელი ცხოვრების განმავლობაში სრულფასოვან კვებას. „სუპერპრემიუმის“ საკვები მაქვს მხედველობაში, რომელიც დაახლოებით, 80-90 ევრო ღირს თვეში. საბოლოო ჯამში, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა.

– ჩვენთან რა ხდება ამ მხრივ?

– ასეთი სერიოზული ფონდი ნამდვილად არ არის.


скачать dle 11.3