კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: როგორც ვიცი, ჩინუკი ძაღლის ერთ-ერთი უიშვიათესი ჯიშია. ძალიან მაინტერესებს ინფორმაცია მის შესახებ და, თუ შეგიძლიათ, რამდენიმე სიტყვით მიამბეთ მის თავისებურებებზე.

პასუხი: ჩინუკი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშია გამოყვანილი მარხილში შესაბმელად. ეს ჯიში, პოპულარობის პიკში ყოფნისას 300-ზე ნაკლებ წარმომადგენელს ითვლიდა, 1966 წელს 125-მდე შემცირდა, კიდევ 12 წლის შემდეგ კი მათი რაოდენობა 28 ერთეულამდე ჩამოვიდა. ყოველივე ამის შემდეგ, ჩინუკის მოყვარულთა ასოციაციის ძალისხმევით, მათი რაოდენობა თანდათანობით გაიზარდა. საქართველოში მათი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ კინოლოგიურ ცენტრებში.

კითხვა: რა შეიძლება იყოს ლეკვებში ინფექციური ენტერიტის გამომწვევი მიზეზი?

პასუხი: ლეკვებში ინფექციური ენტერიტის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა რამ იყოს: ის შეიძლება, გამოიწვიოს არასრულფასოვანი საკვების მიღებამ, მაგალითად, ერთ-ერთია უმი კვერცხი, რომელსაც ლეკვი ვერ იტანს.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, ძაღლმა თავად მოინდომოს ოჯახში ლიდერობა?

პასუხი: დაახლოებით 8 თვის ასაკში, როცა გარდატეხის პერიოდი ეწყება, ძაღლი ცდილობს, თავად აიღოს ოჯახში ლიდერის ფუნქცია. ამ შემთხვევაში ის წინააღმდეგობასა და ჯიუტობას დაუწყებს ოჯახის მმართველს. ამიტომ, როცა ხელს ჰკიდებთ სამოსამსახურეო ძაღლს, აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ მოუაროთ და აღზარდოთ იგი.

კითხვა: მინდა, ჩემი ძაღლი სხვა სახის საკვებზე გადავიყვანო. ეს რაიმე პრობლემას ხომ არ შეუქმნის მის ჯანმრთელობას?

პასუხი: არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის, თუ ამას ნელ-ნელა გააკეთებთ. ძაღლის ერთი სახის პროდუქტიდან მეორეზე გადაყვანა ერთბაშად არ არის მიზანშეწონილი. ეს ერთი კვირის განმავლობაში თანდათანობით უნდა განახორციელოთ. აღნიშნულ პერიოდში ძაღლი ადაპტაციას განიცდის, ეჩვევა საკვების გემოს, უადვილდება მისი მონელება და შეთვისება.

მარიკა ხიდურელი


скачать dle 11.3