კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

როგორ გამოხატავს სითბოს ანი ჯაბადარი და რისკენ გაურბის თვალი მას მამაკაცის დანახვისას


19 წლის სტუდენტი ანი ჯაბადარი „ლიკა ყაზბეგის“ მოდელია. მას ბავშვობიდან სურდა მოდელობა და ეს ოცნება აისრულა. რაც მთავარია, ის მოდელობისგან დიდ სიამოვნებას იღებს და უფრო თავდაჯერებული ხდება.


ანი ჯაბადარი: როგორც ყველა ქალს, მეც მსიამოვნებს კომპლიმენტები. ქუჩაშიც, როცა ვინმეს მოვეწონები, მაჩერებენ და მეკითხებიან, შენი გაცნობა შეიძლებაო. რესტორანში, ან ბარში, რომ ვართ, ხან ვინ მოდის და ხან ვინ ჩემს გასაცნობად. ზოგჯერ ბარმენი მთხოვს, ნომერი მომეციო. ასეთი ყურადღება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნები მათ. არ მიყვარს ასეთი სახით მამაკაცის გაცნობა.

– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.

– ძალიან მხიარული ვარ, სიგიჟეებიც მიყვარს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც მეგობრები ვერ მცნობენ. ასეთ დროს ჩუმად ვარ და ყველაფერზე უხეშად ვპასუხობ ადამიანს. როდესაც ჩემი არ ესმით, ძალიან ვბრაზდები.

– როგორ გამოხატავ სითბოს ახლობლებისადმი?

– საკმაოდ თბილი ვარ, სიტყვითაც შემიძლია სითბოს გამოხატვა, ჩავეხუტები კიდეც ადამიანს, მაგრამ ამას აფერისტულად არ ვაკეთებ. ყველაზე თბილად ვექცევი ჩემს მეგობრებს.

– რა კატეგორიის თაყვანისმცემლები გყავს?

– ქცევით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგი საჩუქრებით მავსებს, ზოგი კი ძალიან მაბეზრებს თავს. რომ ვეუბნები შენთან ურთიერთობა არ მინდა-მეთქი, თავს არ მანებებენ. ისეთი თაყვანისმცემლები მყავს, რომლებსაც არც კი ვიცნობ, საჩუქრებს კართან მიტოვებენ. მე უფრო ისინი მომწონს, ვინც ყურადღებას მაქცევს, რა თქმა უნდა, საჩუქრებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღე არ არის აუცილებელი.

– როგორი მამაკაცები მოგწონს?

– რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას. თუ გარეგნობით მომეწონება, მერე უკვე მისი ხასიათიც დამაინტერესებს. მაგრამ, თუ მამაკაცი საშინელი ხასიათისაა, მისი გარეგნობა აღარ მაინტერესებს. მაქსიმალურად სიმპათიური უნდა იყოს. მომწონს, როდესაც ბიჭს ლამაზი თვალები აქვს, სპორტული აღნაგობა.

– როდესაც დაინახავ მამაკაცს და მოგეწონება, პირველად რისკენ გაგირბის თვალი?

– უპირველეს ყოვლისა, ნაკვთებზე ვაკვირდები, თითები თუ აქვს მოწესრიგებული და რა აცვია. რაც შეეხება ხასიათს, მამაკაცი ძალიან დამთმობი არ უნდა იყოს, პირიქით, ფიცხიც უნდა იყოს და რასაც იტყვის, უნდა გააკეთოს. მკაცრი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ზოგი გოგონა ბიჭს თავის ჭკუაზე ატარებს. ეს არ მომწონს, მაგრამ არც ის მომწონს, მამაკაცი ძალიან რომ ზღუდავს გოგონას.

– რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა შენი გული რომ დაიპყროს?

– როდესაც მამაკაცი რამეს მეუბნება, მას იოლად არ ვენდობი. უნდა დამაჯეროს და დამარწმუნოს, რომ მართლა ვუყვარვარ. ძნელია ჩემი გულის დაპყრობა და ამისთვის მამაკაცი ალბათ, ბევრს იწვალებს.

– საყვარელი მამაკაცის მხრიდან აკრძალვებს აიტან?

– ხშირად ბიჭები გოგონებს მოკლე კაბის ჩაცმას, მაკიაჟის გაკეთებას უშლიან. მე მოკლე კაბის ჩაცმაც მიყვარს და მაკიაჟიც, ამიტომ ეს რომ დამიშალოს მამაკაცმა, არ შევუსრულებ. მან ისეთი უნდა მიმიღოს, როგორც თავიდან მნახა და არ უნდა დაიწყოს ჩემი შეცვლა. ჯიუტი ვარ, რასაც ვიტყვი, ვცდილობ, შევისრულო, ამიტომ ვერ შეძლებს მამაკაცი ჩემს შეცვლას. ისე არ ვიცვამ, რომ რაღაც ამიკრძალოს, მაგრამ, თუ მთხოვს, გავითვალისწინებ და წავალ დათმობაზე.

– შენ შეეცდები მამაკაცის შეცვლას?

– ადამიანის გარდაქმნა ძნელია, მაგრამ ალბათ, მოვახერხებ მამაკაცზე გავლენის მოხდენას. თუ რამე ექნება შესაცვლელი, შევაცვლევინებ. იმიტომ, რომ ბევრი მეგობრისთვის მირჩევია რაღაც, მათ გაუთვალისწინებიათ და შეუცვლიათ რაღაცეები.

– მოგეწონება მამაკაცის მხრიდან კონტროლი?

– ჩემთვის მისაღებია. მამაკაცი რომ გაკონტროლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ აინტერესებ და ზრუნავს შენზე. თანაც, ასე უკეთ გაგიცნობს. პირადად მე გავაკონტროლებდი მამაკაცს, მაგრამ ისე, რომ ვერ მიმხვდარიყო.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცმა ქალის გულის დასაპყრობად ბოლომდე უნდა იბრძოლოს?

– მამაკაცი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ ქალი დაითანხმოს და სანამ ამას არ მიაღწევს, თავი არ უნდა დაანებოს. მაგრამ, თუ ატყობს, რომ ქალს მართლა არ უნდა მასთან ურთიერთობა, მაშინ თავი უნდა დაანებოს. როცა მამაკაცთან არ გინდა ურთიერთობა, მან რაც არ უნდა გააკეთოს, არაფერი გამოუვა და პირიქით, თავს მოგაბეზრებს. საერთოდ, ძალიან მომწონს ძნელად მისაწვდომი ბიჭები. უარს რომ ეტყვი და თავს დაგანებებს, ხვდები, რომ ის უფრო საინტერესო ყოფილა და არ უნდა მოქცეულიყავი ასე. ბიჭი ცოტა კი უნდა გეხვეწოს, მაგრამ ძალიან არა.

– ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში თუ არის საჭირო პატარ-პატარა ინტრიგები?

– ცოტათი უნდა აეჭვიანო მამაკაცი. ჩვენ მეგობრები ასე ვართ, თუ ვინმეს ვეპრანჭებით, ის კი გვერდზე გვიზის, ვითომ, არ გვაინტერესებს და სხვა ბიჭზე ვლაპარაკობთ, ვეპრანჭებით და ამაზე ბრაზდება. არ არის კარგი მამაკაცთან ურთიერთობისას ქალი ყველაფერზე თანახმა იყოს, დათმოს. ბიჭი ცოტა უნდა გააწვალო, იმიტომ, რომ ისინიც გვაწვალებენ.

– როგორ ფიქრობ, ქალი საყვარელი მამაკაცის წინაშე ბოლომდე არ უნდა გაიხსნას?

– ქალი მამაკაცისთვის რაღაცით მიუწვდომელი უნდა იყოს, რომ ბოლომდე ვერ გაგიცნოს და შენით დაინტერესდეს. ეს ურთიერთობას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის. ერთ კვირაში რომ გაგიცნობს მამაკაცი და შენს შესახებ ყველაფერი ეცოდინება, ალბათ, მობეზრდები, სხვასთან წავა.

– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?

– არსებობს მამაკაცთა კატეგორია, ერთგულება რომ არ შეუძლიათ, ერთ ქალთან ვერ ძლებენ, მექალთანეები არიან. ალბათ, ქალსა და მამაკაცს ძალიან მეგობრული, გახსნილი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ქალმა მამაკაცს კომფორტი უნდა შეუქმნას, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მას სხვა ქალთან წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს.

– როგორი რეაქცია გექნება, რომ გაიგო შენი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან გღალატობს?

– თუ ერთჯერადი ურთიერთობა ექნება, თანახმა ვარ, უბრალოდ მე არ უნდა გამაგებინოს. მაგრამ, თუ გავიგე, ალბათ, გავუგებ. ოღონდ, თუ თვითონ მეტყვის, გავუგებ, მაგრამ სხვისგან რომ გავიგო, გარკვეული ხნის განმავლობაში არ ვაპატიებ, მერე შევურიგდები.

– როგორ ფიქრობ, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს?

– მომწონს, როდესაც ქალი აჩენს იმას, რაც ლამაზი აქვს, მაგრამ არ არის აუცილებელი მოკლე კაბა და დეკოლტე ერთად ჩაიცვა.


скачать dle 11.3