კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ყოველთვის – ერთად


შეყვარებული ქალი დაუღლელია თავის სიყვარულში. მას უნდა, საყვარელი ადამიანი მუდამ გვერდით ჰყავდეს, თანაც მისგან დღეში რამდენჯერმე იღებდეს სიყვარულის დადასტურებას. სამწუხაროდ, მამაკაცები ცოტა სხვანაირად არიან „მოწყობილები“. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა ძალიან აფასებს ოჯახურ სიმყუდროვეს, სითბოს და ყურადღებას, მაგრამ მათთვისაც კი, აუცილებელია, ჰქონდეთ საკუთარი სამყარო, სადაც თავის ფიქრებთან განმარტოებას შეძლებენ. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ქალისა და მამაკაცის ინტერესები ურთიერთობის სფეროში ერთმანეთს, პრაქტიკულად, არ ემთხვევა. მამაკაცი აფასებს ფაქტს, ყურადღებას აქცევს მხოლოდ „მსხვილ“ დეტალებს და მისთვის იმ წუთას არსებული რეალობაა მისაღები. მაშინ, როცა ქალი ძირითადად ემოციებით ცხოვრობს და ემოციებით ხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომაც იღებს ნაჩქარევ და მცდარ გადაწყვეტილებებს.

ძალიან ძნელია, იცხოვრო საყვარელი ადამიანის გარეშე. მარტოობა ჯერ მაშინ არის მტკივნეული, როცა არავინ გიყვარს – მით უფრო, როცა იცი, ის სადღაც ძალიან ახლოს არის, მაგრამ შენგან მოშორებით. მაგრამ, თუ გიყვარს, მის ინტერესებსაც უნდა გაუწიო ანგარიში. სწორედ ეს არის ყველაზე სწორი მიმართულება ორი, ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის ურთიერთობაში. ნუ შეიქმნით გამოუვალ სიტუაციას, თავს ვეღარ დააღწევთ. „სულ ერთად“ – თქვენთვის არის იდეალური მდგომარეობა. გახადეთ ის მისაღები მისთვისაც!


скачать dle 11.3