კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს ძაღლმა დღიურად და რისი მანიშნებელია მადის გაუარესება, სიგამხდრე, ჭარბი წონა, ფაღარათი და შფოთიანობა

იმისთვის, რომ ძაღლი ზომიერად და სწორად გამოკვებოთ უნდა იცოდეთ სწორი კვების 10 წესი. ამით თავიდან აიცილებთ ნებისმიერ არასასურველ შემთხვევას, რომელიც თქვენს ოთხფეხა მეგობარს შეიძლება შეხვდეს. სწორი კვების 10 წესის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, ექსპერტ-კინოლოგი, ბექა მეტრეველი მოგითხრობთ

– 1985 წელს საფრანგეთში, ალფორში, ნაციონალური ვეტერინალური კოლეჯის პროფესორმა ვოლტერმა ძაღლის სწორი კვების 10 წესი ჩამოაყალიბა. ამ წესების დაცვით ძაღლის მფლობელი ულუფის შედგენისას თავიდან აიცილებს მოსალოდნელ შეცდომებს.

1. მიეცით ძაღლს წყალი თავის ნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის მოთხოვნილება წყალზე განსაზღვრულია წლის პერიოდის მიხედვით, მისთვის განკუთვნილ ჯამში მუდმივად უნდა ესხას სუფთა, გამჭვირვალე, უსუნო, ოთახის ტემპერატურის სასმელი წყალი. აუცილებელია, სასმელი წყლის ხშირად გამოცვლა. წყლის საშუალო მოხმარება დღიურად, ძაღლის ცოცხალი წონის ერთ კილოგრამზე 60 მილილიტრია. თუმცა, ლეკვებისთვის, მაწოვარი და მომსახურე ძაღლებისთვის წლის ცხელ პერიოდში წყალზე მოთხოვნილება გათვალისწინებულ მაჩვენებელს აჭარბებს.

2. ძაღლის ერთი სახის პროდუქტიდან მეორეზე გადაყვანა ერთი კვირის განმავლობაში თანდათანობით უნდა განახორციელოთ. აღნიშნულ პერიოდში ძაღლი ადაპტაციას განიცდის, ეჩვევა საკვების გემოს, უადვილდება მისი მონელება და შეთვისება.

3. ძაღლს ესაჭიროება რეგულარული კვება. საუკეთესო ვარიანტია, როცა ძაღლი ყოველდღე ერთისა და იმავე საკვებ პროდუქტს მკაცრად დადგენილ დროს და ერთსა და იმავე ადგილზე იღებს. საკვების რაოდენობა ძაღლის ტანის სიდიდეს, ბიოლოგიურ მდგომარეობასა და ჯიშზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ძაღლის კვების ნორმები ხშირ გადასინჯვას საჭიროებს.

4. მუდმივად უნდა გააკონტროლოთ მიღებული საკვების რაოდენობა. ამ პროცედურას ახორციელებენ ძაღლის მიერ დღიურად გამოყენებული ენერგიის აუცილებელი რაოდენობისა და საკვებ პროდუქტებში მისი შემადგენლობის გამოთვლის გზით. ძაღლისთვის განკუთვნილი საკვების რაოდენობა რეგულარულად უნდა აიწონოს. საკვების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თითოეული მათგანი რა სახის რა რაოდენობით საზრდო ნივთიერებებს შეიცავს. როგორია მათი კალორიულობა და გადამუშავებისას დანაკარგის პროცენტი. ამით თქვენს ძაღლს არასასურველ სიმსუქნეს აარიდებთ.

5. მიეცით ძაღლს ბალანსირებული საკვები. მიუხედავად იმისა, ძაღლის საკვები საშინაო პირობებშია დამზადებული თუ ქარხნული წესით, ის ყველა საჭირო საზრდო ნივთიერებას, ინგრედიენტს უნდა შეიცავდეს შესაბამისი რაოდენობისა და პროცენტის მიხედვით. ამ დროს გასათვალისწინებელია ძაღლის ზომა (დიდი, საშუალო, პატარა), ფიზიოლოგიური მდგომარეობა (მაწოვარი, მაკე), დანიშნულება, ფიზიოლოგიური სტატუსი (მომსახურე, სანაშენე, სპორტული), ასაკი. ასე რომ, სხვადასხვა სქესის, ასაკისა და დანიშნულების მქონე ძაღლს განსხვავებული ყუათიანობის საკვები უნდა მიეცეს.

6. ძაღლისთვის საგულდაგულოდ შეარჩიეთ საკვები. საკვებმა, რომელსაც ძაღლი იღებს, უნდა შეავსოს ორგანიზმიდან ყველა ენერგეტიკული და მატერიალური დანაკარგი. ყველა საზრდო ნივთიერებებით დაბალანსებული საკვები ულუფის შერჩევა ადვილი არ არის. უპირველესად, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები: ასაკი, ძაღლის ფიზიკური აქტივობისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის დონე, ასევე ზომა.

7. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რა საკვებით იკვებება თქვენი ძაღლი. სპეციალიზებული საკვების მიცემის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებელი ფირმის ინსტრუქცია. შინაურ პირობებში დამზადებული საკვების შემთხვევაში პრინციპულად უარყავით შემდეგი ფრაზა: „ის ჭამს იმას, რასაც მე,“ „ჭამს იმას, რაც მოესურვება.“ დაბოლოს, მოარიდეთ ძაღლი სუფრის ნარჩენებსა და ტკბილეულს.

8. ძაღლის კვების ჰიგიენა უნდა ესადაგებოდეს სპეციალურ მოთხოვნებს. სპეციალიზებული საკვები საუკეთესოდ უნდა უზრუნველყოფდეს ჰიგიენას. მისი სწორად მოხმარება მოწამვლის რისკს მთლიანად გამორიცხავს. გახსნილი კონსერვები, ახალი თუ გაყინული საკვები უნდა ინახებოდეს გრილ ადგილზე, ხოლო შეფუთული „კროკეტები“ – მშრალ ადგილას. თუ ძაღლმა კვების შემდეგ საკვები დატოვა უნდა გადაყაროთ. ძაღლის საკვები ჯამი ყოველდღე უნდა გაირეცხოს.

9. დააკვირდით კვების შედეგს. ულუფის ეფექტურობა და მის მიმართ ძაღლის შემგუებლობა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ. დააკვირდით, ბეწვის საფარის ხარისხს, კუჭის მოქმედებას, მადას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

10. ნუ მოერიდებით, კონსულტაციის მიღებას ექიმი ვეტერინარისგან. მისი გამოცდილება იმის გარანტია, რომ იყოს კარგი დიეტოლოგი. მადის გაუარესება, სიგამხდრე, ჭარბი წონა, ფაღარათი, ყაბზობა, შფოთიანობა ან ფიზიკური მდგომარეობის სისუსტე შეიძლება, სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. ასეთი გამოვლინების შემდეგ საჭიროა, ძაღლს ჩაუტარდეს სამედიცინო გამოკვლევა ექიმ-ვეტერინარის მიერ.


скачать dle 11.3