კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

რატომ დადიოდა ამერიკაში კაცების ციხეში ქართველი გოგონა და რატომ ეშინიათ დიდ კომპანიებს მისი გამოჩენის

ნატა მამულაშვილი ქართველია, თბილისში დაბადებული და გაზრდილი, თუმცა 1997 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ამჟამად, ამერიკის სახელმწიფო ფედერალური მთავრობის შრომის დეპარტამენტში მუშაობს. შესაბამისად, მას ხშირად უწევს პენსილვანიელი მშრომელების უფლებების დაცვა.



ნატა: თბილისში დავდიოდი 116-ე სკოლაში, მეექვე კლასის შემდეგ სახლში მოდიოდნენ მასწავლებლები და იქ მამეცადინებდნენ. 15 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოვედი საცხოვრებლად, საშუალო სკოლაც აქ დავამთავრე და უნივერსიტეტიც. თბილისში ჩამოვდივარ ხოლმე, თუმცა ძალიან ხშირად არა.

– ალბათ, გაგიჭირდა უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება.

– დიახ, პირველ წელს ძალიან გამიჭირდა, ენას კი ვსწავლობდი, მაგრამ აქ მაინც, ცოტა სხვანაირი ინგლისურით ლაპარაკობენ. მეგობრებიც მალე გავიჩინე, თანაც აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს. თავიდან ნიუ-იორკში ჩამოვედით, ვიყიდეთ ბინა, ორი წელი იქ ვცხოვრობდით, შემდეგ დედაჩემმა ფილადელფიაში იშოვა სამსახური, ბინა ვიყიდეთ და მე და ჩემი ძმაც მასთან გადმოვედით საცხოვრებლად. შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და გავხდი კრიმინალური გამომძიებელი.

– ეს გოგონასთვის საკმაოდ რთული პროფესიაა.

– მართალია, მაგრამ ძალიან მინდოდა, ამ პროფესიას დავუფლებოდი, ჩემი ოჯახის წევრებიც მომხრეები იყვნენ. მათთვის მთავარი იყო, მესწავლა. თავიდან კოლეჯში ვსწავლობდი. საერთოდ, თუ გინდა, რომ აქ კარგ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ისწავლო, ძალიან ბევრი ქულა უნდა დააგროვო და შემდეგ უფრო დიდი შანსი გექნება, რომ კარგ უნივერსიტეტში მოხვდე. ის უნივერსიტეტი, რომელიც მე დავამთავრე, საკმაოდ პრესტიჟულია. ამ სპეციალობის დაუფლება არ არის ადვილი, მაგრამ, როდესაც გიყვარს ის, რასაც სწავლობ, მერე ყველაფერი იოლი ხდება.

– შენთან ერთად სხვა ქართველებიც სწავლობდნენ?

– არა, როგორც მახსოვს, ამ უნივერსიტეტში მხოლოდ მე ვიყავი ქართველი. განსაკუთრებით ძალიან კარგი იყო პრაქტიკებზე სიარული, ძირითადად ბიჭების ციხეებში დავდიოდით. აქ ძალიან კარგი ციხეებია, სუფთა, გაწკრიალებული, კომფორტული გარემოა, კვირაში ერთხელ ტანსაცმელი, ლოგინი მიაქვთ ქიმწმენდაში გასაწმენდად. ამჟამად სადაც ვმუშაობ, მარტო მე ვარ გამომძიებელი გოგონა და კიდევ ორი მდივანია, დანარჩენი სულ ბიჭები არიან.

– როგორ მოხვდი ამ სამსახურში?

– სანამ ამ სამსახურს ვიშოვიდი, მანამდე ექვსი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ფიზიოთერაპიის ოფისში, ოფის-მენეჯერი ვიყავი. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სამსახურს, აქ მუშაობის დაწყება საკმაოდ რთული იყო. ნაცნობმა მითხრა, რომ გაიხსნა ასეთი სამსახური და იქნებ მიიტანო საბუთებიო. მეც მივიტანე, მაგრამ მთელი ერთი წლის განმავლობაში მაკვირდებოდნენ, ყველაფრის გაგება უნდოდათ ჩემ შესახებ, თითის ანაბეჭდებიც დაიტოვეს, აინტერესებდათ კრიმინალური წარსული ხომ არ მქონდა – მაინც ფედერალური სამსახურია. ცდილობდნენ გაერკვიათ, ჩემს მშობლებს ხომ არ ჰქონდათ ცუდი წარსული, ვისთან ვმეგობრობ. ერთ დღეს ორი-სამი კაცი მოვიდა ჩემს უბანში, მეზობლებთან რეკავდნენ ზარს, ეკითხებოდნენ ჩემ შესახებ, როგორი მეზობელია, როგორი ადამიანია, მასთან ურთიერთობაში პრობლემები ხომ არ შეგქმნიათო, მთელი სამეზობლო შემიწუხეს. ანუ მთელი ერთი წლის გამავლობაში ცდილობდნენ, ჩემ შესახებ ყველა ინფორმაცია მოეპოვებინათ, შემისწავლეს. ერთი წელი ველოდებოდი პასუხს, ბოლოს, როგორც იქნა, დამირეკეს, მოდი, შეგიძლია, მუშაობა დაიწყოო. თავიდან ტრენინგები გავიარე, მაისშიც ვიყავი ტრენინგზე ნიუ-მექსიკოში. უკვე მესამე წელია, რაც აქ ვმუშაობ. სახელმწიფო სამსახურია, თუმცა ჯერჯერობით მასშტაბები პატარა აქვს.

– შენ უშუალოდ რის კეთება გიწევს?

– მე ძირითადად ბიზნესთან დაკავშირებულ კრიმინალზე ვმუშაობ – გადასახადები, ხელფასები, ვეხმარები ემიგრანტებს. მაგალითად, როდესაც დიდი კომპანია არ უხდის თანამშრომლებს ხელფასს, დახმარებას, უმალავენ სახელმწიფოს გადასახადებს, მე მევალება ამ ყველაფერზე რეაგირება და იძულება, რომ დაფარონ დავალიანება. ქუჩის კრიმინალზეც მინდოდა მუშაობა, მაგრამ ვერ მოვახერხე, თუმცა ეს სამსახური ჯობია, რადგან გარკვეული გრაფიკი მაქვს და ვიცი, როდის ვარ დაკავებული და როდის არა. სხვათა შორის, ტრენინგების დროს ფიზიკური მომზადების კურსებიც გავიარეთ – სირბილი, მუცლის პრესი – მოწინააღმდეგისგან რომ დაიცვა თავი. ქუჩაში რომ დამხვდეს ვინმე, მშვენივრად დავიცავ თავს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ დამჭირვებია. ძირითადად დიდი კომპანიების, მულტიმილიონერი ფირმების მუშაოაბას ვუწევ კონტროლს, მეთვალყურეობას.

– კერძოდ რომელ ფირმებს?

– ძალიან ბევრი ცნობილი ფირმაა, დიდი კორპორაციებია, მათ შორის „მაკდონალდსი“. ეს ფირმები ძირითადად კარგი გადამხდელები არიან, მაგრამ მათ აქვთ ფილიალები, პატარა ფირმები, სადაც ხშირად ირღვევა თანამშრომელთა უფლებები. როდესაც ეს ფირმები არ იხდიან გადასახადებს, მე მათ კანონის ფარგლებში ვთხოვ გადასახადის გადახდას, თანამშრომლებისთვის ხელფასების ანაზღაურებას. დავუშვათ, თანამშრომელს შესრულებული სამუშაოსთვის უნდა გადაუხადონ საათში 7 დოლარი, ისინი ეკონომიას აკეთებენ და თანამშრომლებს უხდიან საათში ექვს დოლარს, რითაც მათ უფლებებს არღვევენ. ამერიკაში ასეთი კანონია: როდესაც ადამიანი კვირაში 40 საათს ან მეტს იმუშავებს, მას უკვე გაორმაგებულ თანხას უხდიან, მაგრამ ზოგი არ იხდის. შესაბამისად, როდესაც მივდივარ მათთან, ყველაფერს ვუკეთებ ანალიზს, რამდენი საათი იმუშავა ამა თუ იმ ადამიანმა და რამდენი უნდა გადაუხადონ. შემდეგ ვუგზავნი წერილს, ვაფრთხილებ; თუ არ გადაიხდიან, მერე კიდევ მივდივარ სამსახურში და უფრო მკაცრი ზომების გატარება მიწევს.

– რა ხდება იმ დროს, როდესაც მათთან ასეთი მშვენიერი გოგონა მიდის და მკაცრ მოთხოვნებს უყენებს?

– ძირითადად, იბნევიან, უხერხულ სიტუაციაში ვარდებიან, ეშინიათ. მერე უკვე იხდიან, რადგან, სხვა შემთხვევაში, საქმე სასამართლოში გადავა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდებათ.

– შენ თქვი, სამსახურში ერთადერთი გოგონა ვარო, არ განებივრებენ გამომძიებელი მამაკაცები?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არა; პირიქით, როდესაც რთული საქმე მაქვს, ყოველთვის თავად ვაკეთებ.

– გართობისთვის თუ გრჩება დრო და როგორ ერთობი?

– როგორ არა, მრჩება დრო, შაბათ-კვირას სულ თავისუფალი ვარ. ძალიან მიყვარს გართობა ქალაქში ან მის გარეთ, მოტოციკლსაც კარგად ვმართავ. აქ ძალიან ბევრი გასართობია – კლუბები, ბარები. კაზინოებშიც მიყვარს სიარული, ხანდახან ვიგებ, ხანდახან ვაგებ, სერიოზულ თანხაზე არასდროს ვთამაშობ.

– როგორია შენი ანაზღაურება?

– ნორმალური, წელიწადში დაახლოებით 70-80 ათასი დოლარი მაქვს, ხელფასს ორ კვირაში ერთხელ ვიღებ.

ნათია უტიაშვილი

скачать dle 11.3