კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

ჰოროსკოპი

ვერძი

გაუმჯობესდება ფსიქოსომატური მდგომარეობა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ოჯახური სტაბილურობა კი მომავალი პროფესიონალური ზრდის საწინდარი გახდება. ყურადღებით მოისმინეთ სხვათა რჩევები. შესაძლებელია, ახალი საქმის დაწყებაც. საყვარელი ადამიანი გვერდით დაგიდგებათ.

კურო

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. უცნობებს სიტყვაზე ნუ ენდობით. ადრე დაგეგმილ საქმეებს რეალიზება ელის. მიზნისკენ სწრაფვისას ნუ დაზოგავთ დროს დასვენებისთვის. ამ დროს დაწყებული ახალი სასიყვარულო კავშირი დიდხანს არ გასტანს.

ტყუპები

ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები, რათა სამოქმედოდ ოპტიმალური გზა აირჩიოთ. სხვების დახმარებით შეძლებთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას. შესაძლოა, დახმარება გაგიწიონ ხელმძღვანელმა პირებმა. სასარგებლოა ახალი კავშირები. მოიმატებს ოპტიმიზმი.

კირჩხიბი

ამ პერიოდში დიდი წარმატებების მიღწევა რთულია. ზედმეტ ძალისხმევას ნურაფერს მოანდომებთ. შეამცირეთ გადაადგილებები და ურთიერთობების რაოდენობა. შესაძლოა, დაძაბულობა გაიზარდოს ოჯახურ და სასიყვარულო ურთიერთობებში, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თითოეულ სიტყვას.

ლომი

ადვილად გაუმკლავდებით კონკურენტებს და გაანეიტრალებთ გაუგებრობებს საქმიან პარტნიორებთან. ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას. მოუფრთხილდით ფინანსებს. მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან თუ პრობლემებს ვერ გაუმკლავდებით, შესაძლოა, დაცილება გარდაუვალი გახდეს.

ქალწული

თქვენი ენერგეტიკა დაქვეითებას დაიწყებს, ამიტომ, სიმშვიდის შესანარჩუნებლად დამოუკიდებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ და ნურც ეცდებით, გააკონტროლოთ ყველაფერი. მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ მეგობრები. მგრძნობიარე იქნებით თქვენი მისამართით ნათქვამი სიტყვების მიმართ. ამიტომ, ეცადეთ, ყურადღება არ გაამახვილოთ საყვარელი ადამიანის უტაქტო საუბარზე.

სასწორი

დაუკავშირდით მეგობრებს და აღადგინეთ საჭირო კავშირები. ყურადღება გმართებთ იურიდიული საკითხების მიმართ. სამსახურის შეცვლა რეკომენდებული არ არის. გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არ დაშავდეთ. საყვარელ ადამიანთან მეტად გულახდილი იყავით და ნუ დატოვებთ უყურადღებოდ.

ღრიანკალი

ცხოვრება ნელ-ნელა დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას. გამოგისწორდებათ განწყობა და ენერგიით აივსებით. ნუ გარისკავთ და ენერგიას უქმად ნუ დახარჯავთ. აღადგინეთ კავშირები საყვარელ ადამიანთან. ახალი საქმის დაწყება ნაადრევია.

მშვილდოსანი

საიდუმლო ინფორმაციას არამართებულად ან საკუთარი გამორჩენისთვის ნუ გამოიყენებთ. მოგზაურობა დროებით გადადეთ. დიდ გავლენას მოახდენს თქვენზე საყვარელი ადამიანი და მისგან მიღებული ინფორმაცია. შეინარჩუნეთ ოპტიმისტური განწყობა.

თხის რქა

წარმატების მისაღწევად აუცილებელია კეთილგანწყობა და ნებისმიერი სირთულის საქმეში ჰარმონიის დამყარება. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მიღებულ ინფორმაციას. გაიზრდება თქვენი შარმი და იგრძნობთ ყურადღებას საპირისპირო სქესის მხრიდან.

მერწყული

კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით ავტორიტეტის გაძლიერებასა და საზოგადოებაში სათანადო ადგილის დაკავებაზე. დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები და ახალი პროექტებისთვის დროულად დაიბევეთ თანამოაზრეები და საქმიანი პარტნიორები. საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

თევზები

ლიდერობისთვის ბრძოლის გაჩაღება არ ღირს. ნოვატორული იდეებით და ორატორული ნიჭის წყალობით ბევრ თანამოაზრეს და დამხმარეს იპოვით ახალი საქმის დასაწყებად. ფანტაზიის უნარი შემოქმედებითი საქმიანობისკენ გიბიძგებთ. ფარული რომანტიკული გრძნობა დიდ გრძნობაში გადაიზრდება. სიზმრები კი მომავლის დანახვასა და გაცნობიერებაში დაგეხმარებათ.


скачать dle 11.3