კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1978 წლის 12 მარტს, ღამის 11 საათსა და 45 წუთზე. რომელ სფეროში მიაღწევს წარმატებებს, უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისთვის მისაღები და რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანია მისთვის სასურველი პარტნიორი?

პასუხი: ქორწინებისთვის მისთვის მისაღებია ურთიერთობა: ტყუპების, ვერძის, თხის რქის, კუროს, კირჩხიბის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატების მომტანია ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ხელოვნების ფართო სპექტრი, არქიტექტურა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საკონსულოებისა და საელჩოების დონეზე, ავიაციის სფერო. უცხოეთი მისთვის არც კარგია და არც ცუდი, ანუ საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, კუნძული სარდინია, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთი, ტიბეტი, ესპანეთიდან კატალონიის მხარე, სან-მარინო, მონაკო, ჰავაის კუნძულები, ასევე, მისაღებია ავსტრია, მაგრამ შესაძლოა პრობლემები შეექმნას. თუ პრობლემებს და ბარიერებს გადალახავს, მაშინ ამ ქვეყანაში კარგად აეწყობა საქმე.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1974 წლის 6 ოქტომბერს, დილის საათებში. რა საქმიანობას მოჰკიდოს ხელი, რომ წარმატებას მიაღწიოს და თუ არის უცხოეთი მისი კარმული მისია?

პასუხი: მისთვის უცხოეთი კარმული მისიაა. იქ დაგროვილი გამოცდილებით, კაპიტალითა და ცოდნით მან უნდა გადალახოს სამშობლოში ბარიერები და პრობლემები, რომლებიც აქვს. შეუძლია, თუ უცხოეთში არ უნდა წასვლა, იმუშაოს სამშობლოში უცხოურ ფირმაში. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: პოლიტიკა, ტურიზმი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინის ფართო სპექტრი, ოღონდ პედიატრიის გამოკლებით, საქველმოქმედო სფერო, დასასვენებელი ინდუსტრია, სასტუმროების ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, მწერლობა, ხელოვნების ფართო სპექტრი.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 27 იანვარს, საღამოს საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი სფერო ავირჩიო წარმატების მისაღწევად მომავალში?

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ უნდა გახდეთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, პრაქტიკული. გამოხატეთ ინიციატივა, აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. წინა პლანზე წამოწიეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. იყავით ოპტიმისტი, მაქსიმალისტი. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატების მომტანი: გასართობი ინდუსტრია, ხელოვნების სფერო, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, დიზაინი, მოდელირება, სადალაქო საქმე, სამასაჟო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, მედიცინიდან სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, პოლიტიკა, სავაჭრო, ეკონომიკური, საფინანსო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიკა.


скачать dle 11.3