კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარსზე „ხეები“ აღმოაჩინეს


„ნასას“ სპეციალისტებმა მარსის ზედაპირის რამდენიმე სურათზე, რომლებიც მარსის ორბიტაზე მოძრავ აპარატზე დადგმული კამერა „ჰაირისითაა“ გადაღებული, აღმოაჩინეს წარმონაქმნები, რომლებიც თავისი ფორმით ხეებს მოგვაგონებს.

„სურათების დათვალიერებისას, გეგონებათ, რომ გორაკების ახლოს წიწვიანი ხეების რიგი მოჩანს, მაგრამ, სინამდვილეში, ეს მხოლოდ ქვიშის დიუნებია, რომლებიც დაფარულია გაყინული ნახშირორჟანგის გაზით. გაზაფხულზე ყინული იწყებს დნობასა და გაქრობას, „ხეები“ კი მხოლოდ ჩვეულებრივი მეწყერის კვალია... ბილიკები – ეს ქვიშაა, რომელიც გადაადგილდება ყინულის აორთქლებასთან ერთად“, – განმარტავს ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის კოსმოსური სივრცის კვლევების ნაციონალური სამმართველოს თავმჯდომარე, კენდი ჰანსონი.

„წითელი პლანეტის“ ორბიტაზე აპარატი 2006 წელს დადგეს. მისი მთავარი მიზანია მარსის ზედაპირზე წარსულში წყლის არსებობის დამამტკიცებელი ნიშნების ძებნა. ამიტომ, ძირითად ყურადღებას ზონდი პოლარულ რეგიონებს უთმობს, სადაც ყველაზე ადვილია პლანეტის კლიმატური ისტორიის ჩანაწერების პოვნა. სურათზე ნაჩვენები ადგილი ჩრდილოეთ პოლუსიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული.

მეორე ფოტოზე, რომელიც „ნასამ“ გამოაქვეყნა, გამოსახულია პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მაგმის ველი. იგი ატაბასკას დაბლობში, ეკვატორის რაიონშია. სწავლულებმა აქ აღმოაჩინეს ოპალის კაჟმიწა და რკინის სულფიტი, რომლებიც დაბალ ტემპერატურაზე ბაზალტის მასალაზე მჟავე წყლების ზემოქმედებით უნდა წარმოქმნილიყო. წყლისა და დანალექი ქანების წარმოშობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


скачать dle 11.3