კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სექტის მეთაური გაუპატიურებისა და თავისუფლების ძალადობრივად აღკვეთის გამო დააპატიმრეს


ისრაელში დააპატიმრეს თელ-ავივის მცხოვრები, რომელიც ერთ-ერთი სექტის მეთაურად ითვლება. მას ბრალი ედება სერიულ სექსუალურ დანაშაულში. გოელ რაცონი თელ-ავივში 17 ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომლებისგანაც 37 შვილი ჰყავს. ისინი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. რაცონის წინააღმდეგ წაყენებულ იქნა ბრალდება გაუპატიურებისა და თავისუფლების ძალადობრივად აღკვეთის გამო. იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე, ინცესტსა და თაღლითობაში, მაგრამ, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებათა შორის, ყველაზე სერიოზული იქნება ბრალდება მონებით ვაჭრობაზე.

თვით რაცონი ამტკიცებს, რომ ყველა ქალი მასთან თავისი სურვილით ცხოვრობდა და მისი ქმედება არ შეიძლება, მიაკუთვნონ თავისუფლების ძალადობრივად აღკვეთას.

გოელ რაცონი მკურნალად მუშაობდა. იგი ფლობს შთაგონების უნარს და საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცია. მასობრივი საშუალებების განმარტებით, იგი „ტვინებს ურეცხავდა“ მასთან დასახმარებლად მისულ ქალებს, რომლებიც სულიერ კრიზისს განიცდიდნენ.

ამავე დროს, გოელ რაცონი საკმაოდ ცნობილი და პოპულარული პიროვნებაა – ის თავის ცოლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ტელეგადაცემებში და ღიად საუბრობდა საკუთარი ცხოვრების შესახებ, თუმცა, მალავდა, ზოგიერთ დეტალს, რომლებიც ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ისრაელის ბევრი ჟურნალისტი მას აღიქვამდა, როგორც განსაკუთრებულ კოლორიტულ და ქარიზმატულ „სექს-გურუს“.

სექტას, გოელის გარდა, მისი რამდენიმე ცოლი ხელმძღვანელობდა, რომლებსაც განსაკუთრებული უფლებები ჰქონდათ. დანარჩენი ქალები უფრო დაბალ საფეხურზე იდგნენ და ძირითადად შრომით იყვნენ დაკავებული. სექტის წევრები უნდა დამორჩილებოდნენ რაცონის მიერ შედგენილ წესებს, რომლებიც „ოჯახის წიგნში“ იყო ჩაწერილი და ცხოვრების ყველა მხარეს ეხებოდა. ამ წესების დამრღვევის დასასჯელად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენებოდა.

რაცონის „ოჯახის“ შესახებ პოლიციამ და სოციალურმა სამსახურებმა ათ წელზე მეტია, იციან, მაგრამ, წინა სამმა გამოძიებამ შედეგი არ გამოიღო. 2009 წელს კი, როდესაც სექტიდან ერთდროულად სამი ქალი წავიდა და სპეციალურ სამსახურს მიაკითხა, პოლიციამ დააპატიმრა რაცონი და მისი რამდენიმე ცოლი. მიმდინარეობს გამოძიება.


скачать dle 11.3