კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: რა წესით მოხდება იმ საარბიტრაჟო საქმეების დასრულება, რომლებიც შეტანილია 2010 წლის პირველ იანვრამდე?

პასუხი: კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ ამოქმედდა 2010 წლის 1 იანვრიდან. კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ აღნიშნული დავების „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით განხილვაზე. ძველი წესით (2010 წლის 1 იანვრამდე) გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება უნდა განხორციელდეს კერძო „არბიტრაჟის შესახებ“ კანონით განსაზღვრული წესით.

კითხვა: რამდენია „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის თანახმად გადაწყვეტილების გამოტანის ვადა?

პასუხი: „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არაუმეტეს 180 დღით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შეესაბამება თუ არა აღნიშნული სინამდვილეს, როგორ განხორციელდება 2010 წლიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება?

პასუხი: საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, „სააღმსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და, სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში, უნდა აღსრულდეს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის თანახმად.

საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები; საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

კითხვა: რა წესით ხდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება?

პასუხი: სასამართლო უფლებამოსილია, გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს სარჩელით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:

– საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;

– იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზეც მხარეებმა მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

– მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ, ან, სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;

– საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით, ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს;

– არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმებების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს რომ:

– საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

– საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

კითხვა: რა ვადაშია შესაძლებელი, მივმართო სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და აჩერებს თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, შეიძლება, წარდგენილ იქნეს სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. გასაჩივრების შემთხვევაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღით, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.


скачать dle 11.3