კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


უჩაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი უჩა. ამავე ძირით გვხვდება ქართული გვარები: უჩავა, უჩანეიშვილი, უჩიძე.

უჩიძეების ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცის გადმოცემით, მათი წინარე გვარი, უჩაძე, სათავეს იღებს წოვა-თუშეთიდან და ადრე ისინი უთაიძეები ყოფილან.

საქართველოში 204 უჩაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 75, ახალციხეში – 45, ცაგერში – 35.

22 – უჩიძე: თბილისში – 3, ფოთში – 2, ქუთაისში – 2. არიან სხვაგანაც.

სასანია-სასნაშვილი

„სასნაშვილი-სიონელი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით, ის ხევმა მძევლად მისცა გერგეთის საყდრის შვილებს“ (1439 წელი).

„სასნაშვილი გოგიჩას მამული ვანთაში ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს. ევალებოდა ერთი ცხვარი, ერთი საფლავი, ერთი კილო მარილი, ერთი ჩარექი სანთელი, მისი მკედი“ (1550–1570 წლები).

როგორც ვარდანისძეთა (სვანთა ერსითავები), ისე დადიანთა გვარში (ვარდანისძეთა განაყოფები) იყო სახელი სასნა. „სულსა ვარდანეთ სასნასასა და მეუღლესა მისსა მარიამს შეუნდევნ ღმერთმან“ (ტბეთის სულთა მატიანე).

შემდგომ თვით სასნადან უწარმოებიათ გვარი სასნაშვილი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თევდორე, მოხსენიებულია მატიანეში.

საქართველოში 108 სასანია ცხოვრობს.

სურმავა

სურმავათა გვარის შესახებ თავისი მოსაზრება გამოუთქვამს ბატონ ილია მაისურაძეს. ის წერს, რომ, სავარაუდოდ, სურმავას გვარი სათავეს იღებს საკუთარი სახელიდან – სურმა.

პროფესორი პაატა ცხადაია წიგნში „გვარები და გვართა დასახლებანი საქართველოში“ წერს: საქართველოში სულთა რაოდენობით გვარი სურმავა 416-ე ადგილზეა, მარტვილის რაიონში – მე-10-ზე.

გვარის ძირითადი და ყველაზე მრავალრიცხოვანი სამკვიდროა ნაგვაზაო, სადაც სურმავათა 152 ოჯახი ცხოვრობს. ასევე, ეს გვარი გვხვდება სოფლებში: სერგიეთი, მარტვილი, კეთილარი, სალხინო, ახალკახათი, ნაჯახავო, ქვემო ჭალადიდი, ლეხაინდრაო, ხუნძწი და ასე შემდეგ.

სურმა გვარად არის დასახელებული ნაგვაზავოს საეკლესიო გლეხთა სიაში. სურმა პირსახელად სხვა წყაროებშიც გვხვდება. სურმავა მათხოჯელი იხსენიება ყმების ნუსხაში მეჩვიდმეტე საუკუნეში. იქვეა მოხსენიებული ივანე სურმავა.

ამავე ძირისაა გვარები: სურამა, სურამაშვილი, სურამელა, სურამელაშვილი, სურამელი (სურამელები ქართლის ერისთავები იყვნენ), სურამანიძე, სურამამაშვილი, სურმელაშვილი.

1995 წლის აღწერით, საქართველოში 2 939 სურმავა ცხოვრობს: მარტვილში – 802, თბილისში – 469, ზუგდიდში – 165.

ნარიკაშვილი

გვარში გამოყენებულ ფუძეს ნარიკა, მივყავართ საკუთარ სახელთან ნარიმან, ნარიმანა. ეს კაცის უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ჩვენს წინაპრებს ირანულიდან უსესხებიათ. „ნარიმან“ ნიშნავს „გულადს“, „მამაცს“, „ძალგულოვანს“. აქედანაა გვარები: ნარიკაშვილი, ნარიმანაშვილი, ნარიმანიძე, ნარმანია, ნარიბეგაშვილი, ნარკოკობაშვილი.

გვხვდება, ასევე, სახელები: ნარა, ნარიქ, ნარო.

ნარიკაშვილი ქართული გვარ-სახელია.

რუსულ საბუთებში ზოგჯერ გვარი ნარიკოვადაა ჩაწერილი. ასეთი ბედი ეწია, სამწუხაროდ, ქართულ გვართა გარკვეულ ნაწილს.

ნარიკაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს ნარეკლიშვილთან.

საქართველოში 162 ნარიკაშვილი ცხოვრობს: გორში – 112, თბილისში – 39, რუსთავში – 7. არიან სხვაგანაც.

ყეინიშვილი

ქართლური გვარებია ყეინაშვილი, ყოინიშვილი, ყეინოშვილი. მიღებულია მეტსახელიდან ყეენი. ყეენი იგივეა, რაც ყაენი, რომელიც ძველად ყეენობის მთავარი მოქმედი პირი იყო; წარმართობის დროიდან მომდინარე, ყეენობა ძველი ქართული ხალხური თამაშია, ის ასევე იყო მოსავლიანობის დღესასწაული და იმართებოდა დიდმარხვის პირველ ორშაბათს.

საქართველოში 303 ყეინაშვილი ცხოვრობს: კასპში – 114, თბილისში – 99, ქარელში – 19.

174 ყეინიშვილი: ქარელში – 45, თბილისში – 41, დუშეთში – 20.

88 ყეინოშვილი: თბილისში – 23, თელავში – 1, რუსთავში – 1. არიან სხვაგანაც.

ზარაფიშვილი

გვხვდება საკუთარი სახელი ზარიფა, რომელიც გვარის ფუძედ შეიძლება მივიჩნიოთ.

ბატონმა აბესალომ ზარაფიშვილმა ასეთი ჩანაწერი მოგვაწოდა: „გადმოცემით ირკვევა, რომ, დაახლოებით 1700-იან წლებში, ქიზიყში, კერძოდ, სოფელ ზემო მაჩხაანში, დასახლებულა სარგის ზარაფიშვილი. მას თან ჩამოუტანია საქსოვი დანადგარები და ოჯახს დაუწყია პირველი მოხმარების ფართლეულის ქსოვა, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას აკმაყოფილებდნენ. თვითონ სარგისი და თავისი ვაჟიშვილი იოთამი თბილისში დაბრუნებულან და სამეფო ზარაფხანაში ფულის მოჭრა გაუგრძელებიათ. იოთამის ვაჟიშვილები – სტეფანე, მიხეილი და ნიკოლა – განთქმული მშენებლები, კალატოზები ყოფილან და მთელ საქართველოში ეკლესიებსა და სახლებს აშენებდნენ. პაპაჩემი სტეფანე გორში ეკლესიას აშენებდა და იქ ბებიაჩემი, ლიზა ვარდიაშვილი გაუცვნია და ცოლად წამოუყვანია.

ილია ზარაფიშვილი განათლებული კაცი იყო და თელავში მოღვაწეობდა. ის ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას და ქველმოქმედებას. იყო ნიჭიერი კომპოზიტორის – ნიკო სულხანიშვილის დის ქმარი. თელავში დღესაც არსებობს ილია ზარაფიშვილის ქუჩა.

ზარაფიშვილების საგვარეულო გამორჩეული იყო. მათ გარეშე სოფელ ქვემო და ზემო მაჩხაანში ოჯახების შექმნა და სადავო საკითხები არ ხდებოდა. ისინი ასევე, ვენახების დაგეგმარებასა და მიწათმოწყობაში სთავაზობდნენ ხალხს თავიანთ დახმარებას. პაპაჩემს დიდძალი ვენახები ჰქონდა ალაზნის ველზე და ყურძნის დიდ მოსავალს იღებდნენ, და ზემო და ქვემო მაჩხაანის მარნები მათი ღვინოებით იყო სავსე. ამიტომაც, დღის წესრიგში დადგა ღვინისა და არყის რეალიზაციაზე ზრუნვა. მას ამ საქმეში დიდი დახმარება გაუწია გამოცდილმა ვაჭარმა, მამიდაჩემის ქმარმა, იოსებ ბეგიაშვილმა, მათ რუსეთში, კერძოდ, ქალაქ როსტოვში, შეიძინეს სარდაფი და რესტორანი ღვინისა და არყის რეალიზაციისათვის.

ჩვენს სოფელში, ჩემს ბავშვობაში, დაახლოებით 1932-1934 წლებში, ცხოვრობდა ღრმად მოხუცებული ყოფილი მამასახლისი, 105 წლის ბასიკო მაძღარაშვილი და ის მეტყოდა ხოლმე, რომ ახლომახლო სოფლებში მიწის ზედა სახლები მხოლოდ ზარაფიშვილებს ჰქონდათო“.

საქართველოში 74 ზარაფიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 34, დედოფლისწყაროში – 19, დუშეთში – 10.

20 ზარაფოვი: გორში – 6, თბილისში – 14.

ოთანაშვილი – ოთანაძე

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ოთანა.

1782 წლის წყალობის წიგნით შიო ოთანაშვილი და მისი შვილი, თამაზა, „ტირძნისს მყოფი“ არაგვის საერისო აზნაურიშვილი ყოფილა. მიაჩნიათ, რომ ეს ოთანაშვილები 1647 წლის საბუთებში ტირძნისის არაგვის საერისთავოდან გადასახლებული ბანცურების შთამომავლები არიან.

საქართველოში 229 ოთანაძე ცხოვრობს: ასპინძაში – 124, თბილისში – 38, გარდაბანში – 20.

მთიულიშვილი

გვარი მომდინარეობს სადაურობის სიტყვა მთიულისგან.

მთიულიშვილები 1873 წელს ბანცურთკარში ცხოვრობდნენ. აქაური მთიულიშვილების ადრინდელი გვარი ნადიბაიძე ყოფილა. ნადიბაიძეები კი მთიულეთში ფშავიდან იყვნენ მოსული და გაბადაურებისგან წარმომავლობენ. ბანცურთა გვარისანი მეჩვიდმეტე საუკუნეში გადასახლებულნი ჩანან ქართლში, ლიახვის ხეობის სოფელ ტირძნისში.

1647 წლის საბუთით, ნინია ბანცური არის ტირძნისის მოურავი, რომელსაც ყოველ ენკენისთვეს გიორგი არაგვის ერისთავისთვის სააღაპედ უნდა გადაეხადა: „ერთი ცხვარი, პური და ღვინო, ხუთი ჩარექი სანთელი და ეწირვებინა ჟამი“.

„მთიულისშვილი გიორგი, კიდმანში მცხოვრები, წილად ხვდა ქაიხოსრო ციციშვილს“ (1664-1673 წლები).

„მთიულიშვილ დათუნას ჰყავს სახლიკაცი ქიტა. როსტომ მეფემ ის უწყალობა იორამ თარხან-მოურავისშვილს, რომელსაც დათუნამ ერთგულების პირობა მისცა“ (1643 წელი).

საქართველოში 743 მთიულიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 170, გორში – 117, დუშეთში – 108.

კეზევაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კეზე. ასევე, გვხვდება გვარი კეზუაშვილი, რომელიც მეტსახელ კეზუადანაა ნაწარმოები.

საქართველოში 378 კეზევაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 129, თერჯოლაში – 102, ტყიბულში – 54. გვარი, ასევე გვხვდება, გელათში, სიმონეთში და სხვაგანაც.



აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3