კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს სანკტ-პეტერბურგში დაბადებულ ახალშობილთან და რატომ აბრალებენ მას ტერორისტობას

10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი.

ირანის ისლამისტური რესპუბლიკის მეექვსე პრეზიდენტი და ირანელი ხალხის ლიდერი, 52 წლის მაჰმუდ აჰმადინეჯადი, პრეზიდენტად არჩევის დღიდან მსოფლიო საზოგადოების ინტერესის არეალში მოექცა. უგო ჩავესისა და კიმ ჩენ ირის მსგავსად, აჰმადინეჯადი ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკითა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოთქმული მკაცრი გამოსვლებით გახდა ცნობილი. გარდა ამისა, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ირანში ატომური პროგრამის ამოქმედება ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც დასავლეთის მხრიდან შეშფოთებას იწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ, ირანი არცთუ უკანასკნელ როლს თამაშობს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ თამაშებში და, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში, დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტების ნაკრებს, რომლებიც აჰმადინეჯადის სახელს უკავშირდება:

1. ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი, 1979 წელს თეირანში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე განხორციელებულ ტერორისტულ შეტევაში მონაწილეობდა. 73 წლის ამერიკელი გენერლის, ჩარლზ სკოტის მტკიცებით, აჰმადინეჯადი იმ ტერორისტებს შორის იყო, რომლებმაც მძევლებად აიყვანეს საელჩოს თანამშრომლები და 444 დღის განმავლობაში იძულებით ამყოფებდნენ მათ შენობაში. ყოფილი მძევალი, ამერიკული საზღვაო ძალების ოფიცერი დონალდ შერერი, იხსენებდა, რომ აჰმადინეჯადი მას პირადად უტარებდა დაკითხვას და ცდილობდა, მისგან გაეგო საელჩოს სეიფების საიდუმლო კომბინაციები. 1979 წელს, 23 წლის აჰმადინეჯადი ინსტიტუტში სწავლობდა და ასევე, ერთ-ერთ რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული. ყოფილი მძევლების მტკიცებით, ირანის ამჟამინდელი ლიდერი პირადად აწამებდა საელჩოს თანამშრომლებს და ამ ტერორისტული ქმედების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც კი იყო. არსებობს ვერსია, რომ თავდაპირველად აჰმადინეჯადი საბჭოთა კავშირის საელჩოს ტერიტორიაზე გეგმავდა შეღწევას, მაგრამ ამ ქმედებაზე თავისი თანამებრძოლები ვერ დაითანხმა და საბოლოოდ იერიში ამერიკის საელჩოზე მიიტანა. თუმცა, არანაირი ოფიციალური მამხილებელი საბუთი იმისა, რომ აჰმადინეჯადი საელჩოს თანამშრომლების მძევლად აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა, „ფებეერს“ არ გააჩნია. ამ ფაქტს ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც უარჰყოფს.

2. 1980-1988 წლებში მიმდინარე ირან-ერაყის ომის დროს, აჰმადინეჯადი ისლამისტური რევოლუციის კორპუსის დამცველთა „სპეცნაზში“ მსახურობდა. ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ბრძოლებში ერაყის ქალაქ კირკუკთან, სადაც ძირითადად ქურთებით დასახლებული რაიონები იყო. ირანული ოპოზიციის თქმით, აჰმადინეჯადი ირანელი დისიდენტების დაკითხვაში, წამებასა და დახვრეტაში პირადად იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, არსებობს ვერსია, რომ აჰმადინეჯადი ევროპის ტერიტორიაზე ისლამური რევოლუციის ოპონენტების წინაამღდეგ ტერორისტულ აქტებს ახორციელებდა. მაგალითად, 1989 წელს, ვენაში, ირანელი ქურთების ლიდერი აბდულა რაჰმან ჰასემლუ მოკლეს და ირანელი ოპოზიციონერების აზრით, ეს მკვლელობა აჰმადინეჯადის დაგეგმილი იყო.

3. აიათოლა ჰუსეინ-ალი მონთაზერიმ, ირანული ოპოზიციის ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა, პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ქვეყნის „სტალინური“ მეთოდებით მართვაში დაადანაშაულა. 88 წლის აიათოლა აჰმადინეჯადის მმართველობას იოსებ სტალინისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმებს ადარებს და აცხადებს, რომ ირანის სამართალდამცავი სტრუქტურები ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს უკანონოდ აკავებენ და შუა საუკუნეების დროინდელი წამების მეთოდებით ცდილობენ მათგან ინფორმაციის მოპოვებას. ჰუსეინ-ალი ოპოზიციის იმ ფრთას მიეკუთვნება, რომელიც ღიად უჭერს მხარს დასავლეთთან ურთიერთობების დარეგულირებას.

4. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა უფლება მისცა ირანელ ქალებს, რომ სპორტულ ღონისძიებებს დაესწრონ სტადიონზე. 1979 წელს მომხდარი ისლამისტური რევოლუციის შემდეგ ქალებს აკრძალული ჰქონდათ სტადიონებზე სიარული. „ქალები უნდა ესწრებოდნენ სპორტულ შეჯიბრებებს და ქვეყნის სტადიონებზე მათთვის საუკეთესო ადგილები უნდა გამოიყოს“ – ეს ინიციატივა აჰმადინეჯადიმ იმით დაასაბუთა, რომ მას შემდეგ, რაც ქალები სტადიონის ტრიბუნაზე იქნებიან, მამაკაცები უფრო თავშეკავებულები გახდებიან.

5. მაადი ხაზალიმ, ირანელი მაღალჩინოსნის შვილმა, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ისლამურ ქვეყანაში, ქვეყნის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ებრაული ფესვების დამალვაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ აჰმადინეჯადის ნამდვილი გვარი საბორჯანია და, ხაზალის მტკიცებით, ის ირანელი ებრაელებით დასახლებულ სოფელ არადანიდან არის წარმოშობით, რომელიც სემნანის პროვინციაში მდებარეობს. აჰმადინეჯადი თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით არის ცნობილი ებრაელების მიმართ და მუდმივად აცხადებს, რომ დროა, მსოფლიოს რუკიდან წაიშალოს სახელმწიფო, სახელად ისრაელი. გარდა ამისა, ის არ აღიარებს ჰოლოკოსტს და მას გამოგონილ მითს უწოდებს. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ხაზალი ვარაუდობს, რომ თავისი სიძულვილით ებრაელების მიმართ აჰმადინეჯადი ცდილობს, გადაფაროს თავისი ებრაელობა.

6. ირანის პრეზიდენტად არჩევიდან მეორე დღეს მაჰმუდ აჰმადინეჯადი სახელმწიფო ტელევიზიაში მიიწვიეს, მაგრამ ირანელი და დანარჩენი მსოფლიოს ყურადღება არა ახლად არჩეული პრეზიდენტის სიტყვამ, არამედ ბუზმა მიიქცია – მწერი არ ასვენებდა მაჰმუდს ინტერვიუს მსვლელობის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. რამდენიმე დღით ადრე მსგავს სიტუაციაში იმყოფებოდა ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც იოლი გზა მონახა და კამერების თვალწინ ხელით მოკლა მომაბეზრებელი მწერი. ობამასგან განსხვავებით, აჰმადინეჯადმა ვერ მოახერხა ბუზის მოკვლა და ამით მწერთა დაცვის ორგანიზაციის მადლობა დაიმსახურა. ამ ვიდეო ჩანაწერის ნახვა ვიდეო-პორტალ „იუთუბი.ქომზე“ არის შესაძლებელი.

7. ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციური კანდიდატის მირ-ჰოსეინ მუსავისთვის მხარდაჭერის ღიად გამოცხადების გამო, მაჰმუდ აჰმადინეჯადის პირადი განკარგულებით, ირანის საფეხბურთო ნაკრების წევრებს: ალი ქარიმის, მეჰდი მაჰდავიკიას, ვაჰიდ ჰაშემიანს და ჰოსეინ ქაების, სამუდამოდ აეკრძალათ ნაკრებში თამაში. გარდა ამისა, ფეხბურთელებს აეკრძალათ ინტერვიუების მიცემაც კი. ღია მხარდაჭერის ფაქტი 2009 წლის 17 ივნისს შედგა, როდესაც სამხრეთ კორეის ნაკრებთან შეხვედრაზე ფეხბურთელები ოპოზიციის მხარდამჭერი – მწვანე სამკლაურებით გამოვიდნენ. ცნობისთვის, ქარიმი, მაჰდავიკია და ჰაშემიანი ყველაზე ცნობილი ირანელი ფეხბურთელები არიან და ნაკრების ლიდერებად ითვლებიან, რომლებიც გერმანული „ბუნდესლიგის“ წამყვან კლუბებში – მიუნხენის „ბაიერნში“ და „ჰამბურგში“ თამაშობდნენ.

8. 2008 წლის 25 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად, ბრიტანული ტელეარხის „ჩენელ 4-ის“ პირდაპირ ეთერში ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას კათოლიკური შობის დადგომა მიულოცა. თავის ტექსტში ირანის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იესო ქრისტეს ახლა რომ ეცხოვრა, ის წინ აღუდგებოდა დასავლურ პოლიტიკას და დაიცავდა მსოფლიოს კაპიტალისტური აზროვნებისგან. ისრაელის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ტელეარხის ამ ქმედებას ამორალური უწოდა და საერთაშორისო სკანდალის კვალიფიკაცია მისცა. ბოლო 15 წელია, საშობაოდ „ჩენელ 4“ ალტერნატიულ მილოცვებს უთმობს ადგილს: სხვადასხვა დროს ბრიტანელებისთვის შობა „სიმფსონების“ გმირებს, ბრიჯიტ ბარდოსა და სკანდალური „ბრუნოსა“ და „ბორატის“ შემქმნელს საშა ბარონ კოენს მიულოცავთ.

9. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სანკტ-პეტერბურგში დაბადებულ ახალშობილს მშობლებმა სახელად მაჰმუდ აჰმადინეჯადი დაარქვეს. ოჯახი, რომლის გვარი არ ხმაურდება, თავის ქმედებას იმით ხსნის, რომ ირანის ლიდერი ყველაზე სტაბილური და გაწონასწორებული პოლიტიკოსია მსოფლიოში, რომელსაც მხოლოდ ალაჰის ეშინია და თავის შვილსაც ამიტომ შეურჩიეს ასეთი იშვიათ სახელი. ბანგლადეშელი მამისა და რუსი მუსლიმანის ოჯახში დაბადებული ვაჟიშვილი მეექვსე შვილია ოჯახში და საინტერესოა, რომ სანკტ-პეტერბურგის ოლქის მმაჩის ბიუროში არავის არაფერი უკითხავს, ისე მისცეს დაბადების მოწმობა უცნაური სახელის მქონე პატარას.

10. ამერიკულმა გამოცემა „ფენიქსმა“ პლანეტის ყველაზე არასექსუალური მამაკაცების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ირანის ამჟამინდელი ლიდერი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი მე-6 პოზიციაზე განთავსდა. მის გარდა რეიტინგში ჩაკ ნორისი, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბილ ქლინთონი, ნიკოლა სარკოზი, სილვიო ბერლუსკონი და ვუდი ალენი შევიდნენ. რეიტინგის ავტორების მტკიცებით, აჰმადინეჯადის მუდმივი მუქარის რიტორიკა და ჩაცმულობის ამაზრზენი სტილი მხოლოდ ნეგატიურ რეაქციას იწვევს მსოფლიო საზოგადოებაში.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3