კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი დედმამიშვილებმა და ვინ ეძებს ლტოლვილ ძმას სტავროპოლის მხარეში


49 წლის ვაჟა ღვთისოს ძე სულხანიშვილი ეძებს: 56 წლის ვანო ღვთისოს ძე სულხანიშვილს

ისტორია: ვეძებ ძმას, 56 წლის ვანო ღვთისოს ძე სულხანიშვილს. ჩემი ძმა საქართველოში არეულობის პერიოდში, დაახლოებით 1992 წელს, სამუშაოს შოვნის მიზნით გაემგზავრა რუსეთში. მას შემდეგ ჩვენ ის არ გვინახავს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ მის მოძებნაში. იმედი გვაქვს, რომ ის ცოცხალი და ჯანმრთელია. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი ძმა ბოლოს გორბაჩოვის სოფელში, სტავროპოლის მხარეში იმყოფებოდა.

– გვიამბეთ როგორ დაკარგეთ ძმებმა ერთმანეთი და რას ფიქრობთ, რა მიზეზით ვერ ან არ დაგიკავშირდათ ძმა 17 წლის განმავლობაში?

– ვანო ლტოლვილი იყო. გალის რაიონის სოფელ კოხორაში ცხოვრობდა. შემდეგ ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც მე და ის ერთად ვმუშაობდით პურის ქარხანაში. მოგეხსენებათ, როგორ აირია სიტუაცია საქართველოში 1990-1992 წლებში. პურის ქარხანა, სადაც მე და ვანო ვმუშაობდით, ვიღაცის საკუთრებაში გადავიდა. ჩემი ძმა შემცირებაში მოჰყვა. ვანო განიცდიდა უმუშევრობას და გადაწყვიტა, სამუშაოდ რუსეთში წასულიყო, რომ იქიდან მაინც ერჩინა ოჯახი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისგან აღარც წერილებს ვიღებდით და არც რაიმე ამბავი გვსმენია ვინმესგან, რა თქმა უნდა, ვინერვიულეთ. მე მხოლოდ ერთი ძმა და ერთი და მყავს. ორივე ძალიან განვიცდით მის დაკარგვას. დამოუკიდებლად ვერაფერს გავხდი და არც მესმის, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ დაგვიკავშირდა, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ძალაუნებურად, ცუდ ამბავს ველი.

– ძმის შესახებ კიდევ რა იცით რუსეთის რომელ ოლქში იყო ბოლოს და რას საქმიანობდა იქ?

– თავიდან, როგორც გავიგეთ, სტავროპოლის მხარეში, გორბაჩოვი სადაც დაიბადა, იმ სოფელში იყო. მოსახლეობის ძროხებს მწყემსავდა და ამით ირჩენდა თავს. ეს ინფორმაციაც გადმოცემით ვიცი. ჩემს ძმას ჩვენი თანასოფლელი შეხვედრია და მისთვის დაუბარებია ეს ამბავი. იმ კაცისგან შევიტყვეთ ასევე, რომ იმ სოფლიდან ვანო სხვაგან უნდა გადასულიყო საცხოვრებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ზუსტი მისამართი არ ვიცი და სად უნდა ვეძებო, რუსეთი ძალიან დიდია.

– თქვენ ხომ არ შეგიცვლიათ მისამართი ამ 17 წლის განმავლობაში და ამიტომ ის ვეღარ გიკავშირდებათ?

– მისამართი შევიცვალე, მაგრამ არ მგონია, ეს იყოს მიზეზი, რადგან სადაც ჩვენი მამულია, იქ სახლი ისევ დგას და შეიძლებოდა, გადაეცა ვინმესთვის თავისი ამბავი, ადგილსამყოფელი მისამართი მაინც დაებარებინა ვინმესთვის ან რაიმე ხელმოსაკიდი ინფორმაცია ეცნობებინა, რუსეთიდან ხომ ბევრი ქართველი ჩამოდის.

– პირადად თქვენ რა ვარაუდი გაქვთ, რას ფიქრობთ, რატომ არ გიკავშირდებათ ძმა?

– ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობებია, რის გამოც რუსეთში მცხოვრებ ქართველებს დევნიან ან სასტიკად უსწორდებიან. არ მინდა მაინცდამაინც ცუდი ვიფიქრო, მაგრამ, ხომ შეიძლება, ჩემი ძმა ცოცხალი აღარც იყოს? ყველა შემთხვევაში შეგვატყობინებდა ის თავის ამბავს, ვინმეს დააბარებდა.

– თუკი თქვენი ძმა ვიპოვეთ და აღმოჩნდა, რომ ის ცოცხალია და მარტივი მიზეზის გამო არ დაგკავშირებიათ ამდენი წლის განმავლობაში, თუ აპატიებთ მას ამ საქციელს და როგორ აპირებთ ძმის პოვნის შემთხვევაში მასთან შეხვედრას?

– ჩემი სისხლი და ხორცია და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაპატიებ. მთავარია, ვიპოვო. ღმერთმა ქნას და თუკი ვიპოვი, ვფიქრობ, ჯერ წერილობით, ან ტელეფონით დავუკავშირდები, შემდეგ კი უკვე შევხვდებით – ის ჩამოვა ან მე წავალ. შეიძლება ვიზა გამომიგზავნოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მაპოვნინებთ ძმას და ამდენი წლის განმავლობაში დაკარგულ ურთიერთობას აღვადგენთ.


скачать dle 11.3