კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ნაზარბაევის ქალიშვილმა ჟენევაში უძვირფასესი ვილა შეიძინა


ყახაზეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილმა, დინარა კულიბაევამ, შვეიცარიაში, ჟენევის ტბის მახლობლად, მიწის ნაკვეთი და ვილა შეიძინა, რომლის ღირებულებაც 74,4 მილიონი შვეიცარიული ფრანკია. მიწის ნაკვეთის ფართობი 7 960 კვადრატული მეტრია. ამის შესახებ შვეიცარიული პრესა იუწყება. პრესის ცნობით, ეს ჟენევის ამ ნაწილში უძრავ ქონებაზე რეკორდული ფასია, რაც ოთხჯერ აღემატება ჟენევის ამ რაიონში მიწის ნაკვეთებსა და ვილებზე არსებულ სტანდარტულ ფასებს. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება, რომელიც ნაზარბაევის ასულმა იყიდა, გასაყიდად რუსმა ბიზნესმენმა – რუსტამ აქსიონენკომ გამოიტანა, რომელმაც ის 2005 წელს სულ რაღაც 19 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად შეიძინა. 42 წლის დინარა კულიბაევა პრეზიდენტ ნაზარბაევის უმცროსი ქალიშვილია. 2007 წელს ის გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგშიც შეიყვანა. დინარა კულიბაევას პირადი ქონება, „ფორბსის“ მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარია. დღესდღეობით ყახაზეთის პრეზიდენტის ქალიშვილი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ნურსულთან ნაზარბაევის განათლების ფონდს უდგას სათავეში, რომელიც ქვეყნის ნიჭიერ სტუდენტებს უცხოეთში განათლების მიღებაში ფინანსურ დახმარებას უწევს.




скачать dle 11.3