კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

იყიდება ბრიტანული საკონდიტრო გიგანტი „ქედბერი“


მსოფლიოში აღიარებული ბრიტანული საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი გიგანტური კომპანია „ქედბერი“ – იყიდება. მისი ყიდვის სურვილი უკვე გამოთქვა ამერიკულმა კომპანია „კრაფტს ფუდმა“. „კრაფტი“ „ქედბერის“ თითოეულ აქციაში 840 პენსს გადაიხდის. გარდა ამისა, „ქედბერი“ ყველა გაყიდულ აქციაზე „კრაფტის“ ახალ აქციებს მიიღებს. ამერიკული კომპანიის ახალი წინადადება ბრიტანულისთვის მისაღები აღმოჩნდა, რადგან 9 პროცენტით უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვა წინა შეთავაზებები. „კრაფტს ფუდი“ „ქედბერის“ 40 პროცენტს აქციებით გადაუხდის, ხოლო 60 პროცენტს – გადარიცხვით. „ქედბერის“ სამეთვალყურეო საბჭომ აქციონერებს მოუწოდა მიიღონ ამერიკელების ეს წინადადება. „ქედბერის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, როჯერ კარის განცხადებით, ეს წინადადება „ქედბერისთვის“ საკმაოდ მომგებიანია. გარდა ამისა, კარის აზრით, „ქედბერის“ აქციონერები დამატებით 10-პენსიან დივიდენდებს მიიღებენ თითოეულ აქციაზე. იმ შემთხვევაში, თუ „ქედბერის“ აქციონერთა 50+1 პროცენტი დასთანხმდა, გარიგება შემდგარად ჩაითვლება. გადაწყვეტილება აქციონერებმა 2 თებერვლამდე უნდა მიიღონ. აღსანიშნავია, რომ „კრაფტს ფუდსმა“ 16,3 მილიარდი დოლარი სექტემბერში უკვე შესთავაზა „ქედბერის“, თუმცა ეს გარიგება არ შედგა. ამჟამად შეთავაზებული თანხა 18,9 მილიარდი დოლარია.


скачать dle 11.3