კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (143)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რომელი ავტომობილი დადის უგზოობაში იდეალურად


დაკიდების სისტემა ავტომობილის მართვის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ავტომობილის კომფორტული მანევრირება, უგზოობაში მისი გამავლობა და მოქნილობა. სწორედ ამ თემაზე საუბრობს პროფესიონალი მრბოლელი კოკა სვანიძე, რომელიც საინტერესო რჩევებს მოგვცემს იმის შესახებ, თუ როგორ გავიგოთ, რისი უნარი აქვს ჩვენს ავტომობილს.

კოკა სვანიძე: ავტომობილის დაკიდების სისტემა მოიცავს ბორბლის მუშასვლას უმაღლესი წერტილიდან უდაბლეს წერტილამდე. ამაში გაერთიანებულია ამორტიზატორებიც, ბერკეტების მუშაობაც და სხვა. ერთი სიტყვით, ბორბლის მუშასვლას ის აკონტროლებს. რა განსხვავებაა მოკლე და გრძელ მუშასვლას შორის, თუ გრძელი სვლა კარგია, რატომ არ აქვს ის ყველა ავტომობილს და, თუ პირიქითაა, მაშინ, რატომ არ აქვს ყველა ავტომობილს მოკლე მუშასვლა? განსხვავება იმაშია, რომ ორივე ვარიანტი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. რაც უფრო მოკლე მუშასვლა აქვს ავტომობილს და რაც უფრო უხეშია ამორტიზატორი, მით უფრო სპორტული ხასიათისაა ავტომობილი და, პირიქით – რაც უფრო გრძელი აქვს ავტომობილს მუშასვლა და რაც უფრო რბილია ამორტიზაცია, მით უკეთ გამოიყენება ის უგზოობაში სასიარულოდ. თუ ავტომობილი ძალიან დაბალზეა გზის საფართან, ანუ, დაბალი „პასადკა“ აქვს, ნებისმიერ მნახველს იმ წამსვე უჩნდება შთაბეჭდილება, რომ ის სპორტულია. ვთქვათ, ნებისმიერი „ლისიჩკა ბეემვე“, რომელსაც ისეთი უხეში ამორტიზაცია აქვს, ხელითაც რომ დავაწვეთ, ძვრასაც კი არ იზამს, ოდნავ ზევით აწევის შემთხვევაში კი მალევე გაიყოლებს ბორბალს, იმდენად მოკლე სვლა აქვს საბურავს. რატომ არის სწრაფმავალი ავტომობილისთვის მოკლე სვლა კარგი? მოკლე სვლა ნიშნავს, რომ ბორბალი ძალიან პატარაზე გამოდის და შედის ბერკეტების საშუალებით და იდეალურად უხვევს. მოსახვევში შესვლის დროს ინერცია ავტომობილს მეორე მხარეს მიაქანებს: თუ, ვთქვათ, მარჯვნივ ვუხვევთ, ავტომობილი ინერციას მარცხნივ წევს და, რაც უფრო სწრაფად შედის, მით მეტად არის გადაბრუნების საფრთხე. თუ ავტომობილს მოკლე მუშასვლა აქვს, ეს არ აძლევს ავტომობილს დასაშვებზე მეტად გვერდზე გადახრის საშუალებას და მოსახვევში რაც შეიძლება სწრაფად გადის. მით უმეტეს, ეს შესამჩნევია, თუ ერთი მოსახვევის შემდეგ ძალიან მალე გვიწევს მეორე მხარეს მოხვევა – ეს გამოიწვევს მის გადმოქნევას და ამ დროს ძალიან დიდია გადაბრუნების საშიშროება. თუ მუშასვლა არ არის სპორტული, ანუ, მოკლე, მაშინ ის ავტომობილი ძალიან იოლად გადაბრუნდება. ესე იგი, რაც უფრო გრძელი სვლის უფლებას აძლევს ავტომობილს დაკიდების სისტემა, მით უფრო მეტად უჭირს მას ერთი მანევრიდან მეორეზე „გადაწყობა“, ანუ საკმაოდ დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ დახრის ერთი კუთხიდან მეორეში გადავიდეს, რაც ნიშნავს, რომ სპორტული სიარულისთვის ის აბსოლუტურად გამოუსადეგარია.

– თუ არ ვართ ისეთი მძღოლი, რომელიც სწრაფად დადის, ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში რა მნიშვნელობა აქვს მუშასვლას?

– მანევრირებას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რა სისწრაფით ვმოძრაობთ. მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ამეხსნა, თუ რა სისწრაფით შეუძლია მას მანევრირება, მოსახვევში უსაფრთხოდ შესვლა და სხვა. მაგრამ, ჩნდება მეორე კითხვა: თუ ასეთი კარგია მოკლე სვლა, რატომ აძლევს ზოგიერთი ამა თუ იმ მოდელს საბურავის გრძლად ჩამოსვლის უფლებას, უხეშად რომ ვთქვათ, რატომ აშლევინებს ფეხს? დავუშვათ, ჩვენ ღრმა ორმოები ან მსგავსი ტიპის ძალიან არაკომფორტული გზის საფარი გვაქვს გადასალახავი. თუ ჩვენი ავტომობილის დაკიდების სისტემა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ძარიდან გრძლად გამოვიდეს, მაშინ, იმისთვის, რომ ორმო გადალახოს, ავტომობილს იმ მხარეს მთლიანად ორმოში „ჩაკიდება“ მოუწევს. დიაგონალზე ან გვერდით მყოფი საბურავი კი ჰაერში დარჩება. გადაიხრება-გადმოიხრება და ბოლოს მაინც მთელი კორპუსით ჩაეფლობა ორმოში. შესაბამისად, თუ მწარმოებელს უნდა, რომ ავტომობილმა უგზოობაში სიარული შეძლოს, მაშინ მას, რაც შეიძლება გრძელი სვლის უფლებას აძლევს, ანუ გრძელი სვლის უფლება ნიშნავს, რომ ამორტიზატორი და მხარი, ეგრეთ წოდებული „გიტარა“, ბორბალს გრძლად გამოსვლის საშუალებას მისცემს. შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც ამორტიზატორის სიგრძე უფრო მოკლეა, ვიდრე მისი მხარის („გიტარის“) სიგრძე, ანუ ის ისეა დამონტაჟებული, რომ ამორტიზატორის მოკლე სვლაზე ბორბალს მაინც აძლევს გრძლად გამოსვლის საშუალებას. მაგალითად, „ფორმულა ერთის“ ბოლიდებში ერთი ამორტიზატორი დგას ორივე მხარეს და სულ რაღაც ორ სანტიმეტრზე მოძრაობს. დაკიდების სისტემის დაგრძელებას „დალიფტვას“ უწოდებენ.

– რომელ მოდელს გამოარჩევთ გრძელი დაკიდების სისტემით?

– „ლენდ როვერის რენჯ როვერს“ იდეალური დაკიდების სისტემა აქვს იმ მხრივ, რომ ნებისმიერ უგზოობას იოლად ლახავს. ეს სისტემა „ლენდ როვერის“ მსუბუქ ავტომობილებში გამოყენებამდე ავტობუსებსა და სხვა სახის მძიმე ტრანსპორტში გამოიყენებოდა. თანამედროვე „რენჯებში“ კი რეჟიმები იცვლება და, როგორც სპორტულ რეჟიმში, ისე „ოფ როუდის“ რეჟიმში შეგიძლია იარო. „ჯიპებს“, რომელსაც გერმანიაში ავტობანებზე უწევთ სიარული, მაგალითად „ემელებს“, „იქს 5-ებსა“ და სხვა ავტომობილებს, უფრო სპორტული ხასიათი აქვთ და, მიუხედავად იმისა, რომ „ოფ როუდის“ რეჟიმზე არიან, მუშა სვლა ნაკლები აქვთ, რადგან მაინც მაღალ სისწრაფეზე სასიარულოდ არიან გათვლილი. მაგალითისთვის, „ოპელ ვექტრა“ გათვლილია ორივე მიმართულებით გამოსაყენებლად, არც „ჯიპია“, მაგრამ საკმაოდ გრძელი მუშასვლა აქვს, ამასთან, მისი სტაბილიზატორები კარგად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მძღოლს იმის საშუალებასაც აძლევს, რომ მოსახვევში სწრაფად შევიდეს.


скачать dle 11.3