კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ უწყობდა ხელს ოჯახი მფლანგველობაში ეთერ კაკულიას და რის გარეშე ვერ ძლებს ის ვერც ერთი წუთი


ეთერ კაკულია: მე არაფერზე არ ვბრაზდები. საერთოდ, ასეთი ადამიანი ვარ; არც ნერვიულობა ვიცი. არ გამომდის, არ მეხერხება არც ერთი, არც მეორე. სულ ჩემი ახალი სიმღერა მიტრიალებს, გუნებაში ვღიღინებ და ვეღარ ვბრაზდები. კარგია, ეს არა?! (იცინის) გაფუჭდა, გაფუჭდა! დავურეკავ ხელოსანს, მოვა და გააკეთებს. არაფერი კარგი ნერვიულობას და გაბრაზებას არ მოაქვს. აბა, რააა! სამაგიეროდ, აბსოლუტურად ყველანაირი ხელოსნების ტელეფონის ნომერი მაქვს, თუ დაგჭირდება, დამირეკე და მოგცემ. ჩემი მეგობრები, „ცნობათა ბიუროს“ ნაცვლად მიყენებენ – ყველაფერზე მე მირეკავენ. მარტო ხელოსნების კი არა, მომღერლების, მსახიობების, მხატვრების ტელეფონის ნომრებიც მიწერია. რომ მოვინდომო, „ცნობათა ბიუროს“ ფილიალს გავხსნი, ხილიანის ფილიალს, კი, თავისუფლად. ტელეფონის ნომერს მივცემ, თან გავამხიარულებ კიდეც.

– ვინც არ ბრაზობს, ის არც ბერდებაო.

– რა თქმა უნდა! ნერვიულობა არაფერს უხდება. ერთადერთი, მე რომ 102 წლის უნდა გარდავიცვალო, ეგ მაღელვებს ძალიან.

– არ შეიძლება, ცოტა კიდევ გადაავადოთ გარდაცვალება?

– (იცინის) აი, 102 წლის რომ ვიქნები, დამირეკე და ვნახოთ, იქნებ გამოვიდეს რამე. მაშინ გეტყვით, სანამდე მენდომება კიდევ სიცოცხლე.

– ხელოსნებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას?

– მე მარტო ხელოსნებთან კი არა, ყველა იმ ადამიანთან ვპოულობ საერთო ენას, ვისაც იუმორი ესმის. იმიტომ, რომ იუმორის ნიჭი მაქვს მოჭარბებულად. რაც შეეხება ფასებთან დაკავშირებულ შეღავათებს, აქ ცოტა ვერ არის საქმე კარგად. ამ საბაზრო ეკონომიკამ ძალიან დამაზარალა. რატომღაც, ჰგონიათ, რომ მსახიობებსა და მომღერლებს ბევრი ფული გვაქვს. ამის გამო, ზოგჯერ იმაზე მეტს გვეუბნებიან, ვიდრე სხვას გადაახდევინებდნენ. ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, პირიქით იყო – გცნობდნენ და გიკლებდნენ, გეუბნები, რააა! ამ საბაზრო ეკონომიკამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაფერი გააფუჭა. კიდევ რა არ მიყვარს, იცი? სუპერმარკეტში რომ შეხვალ და ფასი არ აწერია. მაშინვე ვკითხულობ: ამას ფასი რატომ არ აწერია? ააა! მეტი უნდა გადამახდევინოთ?! ფასი უნდა ეწეროს ყველაფერს, არააა?!

– ხშირად დადიხართ საყიდლებზე?

– დიახ, ბაზარი მიყვარს ძალიან. აბა, რააა! პროდუქტის არჩევაში ოსტატი ვარ, ვიცი კარგისა და ცუდის გარჩევა.

– მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოში სუსტი ხართ?

– ჰოო, სამზარეულოსგან შორს ვარ. მაგრამ, მე მყავს ჩემი მეგობარი, ჩემი ანა, რომელიც არაჩვეულებრივ კერძებს მიმზადებს, თანაც, უჩემოდ არაფერი კეთდება. აუცილებლად მე უნდა ჩავერიო ყველაფერში. უნდა შევხედო. შოპინგზე ვგიჟდები. არ მეზარება ბევრი ტანსაცმლის მოზომება: მიხდება-არმიხდება, ჩავიცვამ, გავიხდი, ძალიან კარგად ვგრძნობ ამ დროს თავს. მიყვარს კოსმეტიკა. ერთ წუთს ვერ გავძლებ მაკიაჟის გარეშე. სუნამოებში ვხარჯავ ფულს და ბევრიც მეხარჯება, მაგრამ გჭირდება და, რას იზამ? უნდა იყიდო, რომ კარგად გამოიყურებოდე. იყო ქალი – ძვირად ღირებული სიამოვნებაა. იმაზე ძვირად ღირებული, ვიდრე კაცად ყოფნაა. თუმცა, მამაკაციც უნდა უვლიდეს თავს – სუნამო მასაც სჭირდება.

– საყიდლებზე რომ მიდიხართ, ზუსტად იმ თანხას ხარჯავთ, რაც განსაზღვრული გქონდათ, თუ გადახარჯვა გაქვთ ხოლმე?

– სულ გადახარჯვა მაქვს (იცინის), ვერაფრით ვერ ვისწავლე ზომიერად ხარჯვა. ფლანგვის დიდოსტატი ვარ. ფული მიყვარს და ფულის დათვლა არ ვიცი, ჯერ ვერ ვისწავლე. ძალიან მინდა, ვინმეს შევეკითხო: რა უნდა ვქნა, რომ ბევრი ფული არ გავფლანგო, რააა?! ხომ არის ხალხი, რომელიც ამას ახერხებს, ჩამიტარონ რა გაკვეთილი, რააა?!

– ალბათ, საფულეში ბევრი ფული არ უნდა ჩაიდოთ.

– ჰოო?! ზოგი მეუბნება, სადმე დამალეო. რა მნიშვნელობა აქვს, მე ხომ მეცოდინება სად დევს? მივალ და ავიღებ. ერთხელ ბანკში შევიტანე ფული, საკმაოდ მოზრდილი თანხა იყო. ყოველკვირა ვრეკავდი და ცოტ-ცოტა გამომქონდა. მერე იმ ბანკირმა მითხრა, ქალბატონო ეთერ, რა აზრი აქვს, ბარემ სულ გაიტანეთო. (იცინის) არა, არა, მე ფულს მუთაქაში ვერ შევინახავ და, ვინც ინახავს, ისიც დანაშაულს სჩადის. იმიტომ რომ, იმქვეყნად არავინ არაფერს გაატანს, იმ მუთაქასაც არავინ ამოუდებს თავქვეშ. ფული დასახარჯად მინდა, თორემ, შენახული ფული რა ფულია! მართალია, ზომიერად ხარჯვა ვერ ვისწავლე, მაგრამ უფალს მაინც ვუყვარვარ – ისეთ დროს გამომიჩენს ხოლმე ფულს, სულ რომ აღარ მაქვს. უფალი ყველაფერს ხედავს და ყველას მინდა ვთხოვო: ნუ შეინახავენ, ფულს, რააა?! დახარჯონ!

– ბანკირებს ნუ გადაიკიდებთ, ქალბატონო ეთერ.

– (იცინის) ძალიან კარგი რამეა ფული, მაგრამ – დასახარჯავად, მე სხვა რამეში ვერ ვიყენებ. „რეროს“ სოლისტი რომ ვიყავი, ძალიან დიდი ხელფასი მქონდა – 3 000 მანეთი მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. მეც დავდიოდი გასტროლებზე და ვხარჯავდი. შოპინგი იქ იყო, თუ იყო!

– აი, როდის დაჩვეულხართ მფლანგველობას!

– აბა, რა! მაშინ დავეჩვიე! თან, ოჯახიც ხელს მიწყობდა. მამა, დედა, ძმა... მთელი ცხოვრება ლაღი და უზრუნველი მქონდა.

– კერძების კეთება როგორ ვერ ისწავლეთ, მიკვირს.

– ეტყობა, მოვიკოჭლებ ამ საქმეში, რააა! ისე, ჟურნალებში დაბეჭდილ რეცეპტებს რომ ვხედავ, ძალიან მომწონს და, მინდა, რომ ერთხელ მეც ვცადო და გავაკეთო. ჯერ სერიოზულად ვერ მოვკიდე ხელი ამ საქმეს, მაგრამ, მოვინდომებ, გავაკეთებ რამე გემრიელს, დაგპატიჟებ და გაგასინჯებ აუცილებლად. მთავარია, არ მოვიწამლოთ, არააა?! (იცინის).

– „პახმელიას“ რითი შველით?

– არ ვიცი მე „პახმელია“, საერთოდ არ ვსვამ, არ მიყვარს ალკოჰოლი. თამადა კი ვარ, თანაც, ძალიან კარგი თამადა, გენაცვალე: სიტყვა-პასუხი მშვენიერი ვიცი, სიმღერა და მოლხენა – თამადობაც ეგ არის. აუცილებელი არაა, ბევრი დალიო. მე ღვინოს ვასხამ ყავაში. იცი, რა გემრიელია?!

– ესეც კოქტეილი ეთერ კაკულიასგან. გვითხარით რეცეპტი.

– ხსნად ყავაში უნდა ჩაასხათ ცოტა შავი ღვინო და ლიმონის წვენი. ისეთი გემრიელია, გაგიჟდები. ჩემი გამოგონებაა. აბა, რააა...

– მანქანა რატომ არ გყავთ?

– ადრე მყავდა. სულ ადრე, „ჟიგული“ რომ მაგარი მანქანა იყო, მაშინ. წარმოდგენა არ მაქვს, ტარება როგორ ვისწავლე. გამიშვა ერთხელ მასწავლებელმა, წავედი და გაჩერებულ ტროლეიბუსს დავარტყი. მერე მაინც დავდიოდი. მაგრამ ახლა არაფრის დიდებით არ დავჯდები საჭესთან, ისეთი მოძრაობაა. ტაქსისტებთან მაქვს ჩემი „ტაქსა“ – სამი ლარი მშვიდობის ფონდში (იცინის). როგორ არ ჭრის, მაშინვე მთანხმდებიან. აიღეთ და მშვიდობის ფონდში გადარიცხეთ-მეთქი. მარტო ერთმა მითხრა, რომელი მშვიდობის მტრედი მე მნახეო (იცინის), დანარჩენები პროტესტს არ გამოთქვამენ.


скачать dle 11.3