კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როდის მოჰყავს ცოლად თბილისში ყველაზე ლამაზი გოგო გიორგი კალანდაძეს და ვის შეცდენას აპირებს ანა სანაია



სალომე გველესიანი



უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ანა სანაიამ და გიორგი კალანდაძემ ამ გუნდის მიერ შექმნილ პირველ სერიალში ერთად ითამაშეს. ერთმანეთზე აბსოლუტურად ყველაფერი იციან, დღის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ, მაგრამ სასაუბრო, როგორც ყველა მეგობარს მაინც ბევრი გამოუჩნდათ.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ანა სანაია:



– როგორ ხარ გიო?

– რა ვქნა, ბარტყი?!

– რას შობი?

– ვმუშაობ და ვარ! (იცინიან)

– შენ სულ მუშაობ. ახლა მითხარი, ცოლი როდის მოგყავს?

– ცოლს მას შემდეგ მოვიყვან, რაც ყოფით პრობლემებს მოვაგვარებთ, ეგრევე.

– მაინც მითხარი „პრიბლიზიწელნა“ როდის არის ეგ საქმე?

– „სტროგად“ ვადებს ვერ გეტყვი, ჩემო ანა, მაგრამ სავარაუდოდ, მაქსიმუმ, თვე-ნახევარში, რადგან ის, რის დასრულებასაც ველოდებით, უკვე მიდის ფინალისკენ.

– აღდგომის მარხვები გადაივლის და მერე ხომ?

– მარხვა ხელს გვიშლის? ხომ შეიძლება ჯვარი მერე დავიწეროთ?

– რა თქმა უნდა. ქორწილს დიდს აპირებ თუ პატარას?

– ქორწილს საერთოდ არ ვაპირებ. ჩვენთან ერთად არ იქნება ბევრი ადამიანი, მხოლოდ მეჯვარეები და უახლოესი სამეგობრო წრე, რომელიც, რაც უნდა ვეცადო, ცოტა არ გამოვა, რადგან უახლოესი მეგობრები ღმერთმა უხვად დამაფერთხა, ბევრნი არიან. ანა შენ ვერ გპატიჟებ, რა უხერხულია. (იცინიან). იქ ერთი კუთხის სკამია და იმაზე ნონას გოგო უნდა დავსვა...

– ჩამიდგი რა, პატარა სკამი ან რამე ჯორკო.

– კარგი, ჩაგიდგამ. (იცინიან) ერთი სიტყვით, ასეთი გეგმა გვაქვს, როგორც კი დავქორწინდებით, ეგრევე უნდა წავიდეთ სადმე.

– სად მიდიხართ?

– ალბათ, ვენაში. სურვილი გვაქვს, რომ ვენაში ჯვრისწერის საღამოსვე წავიდეთ. კინოებში რომ არის, ხომ იცი?!

– „ჯასთ მერიდი“ უნდა გააკეთოთ და „კოკა-კოლის“ ქილები გამოაბათ მანქანას. კარგი, გასაგებია. კარიერის ამბავში რას აპირებ?

– კარიერაში რას ვაპირებ, ამაზე უფრო ვრცლად საუბარი, ჩვენს რეჟისორს, რატის შეუძლია, უფრო სწორად, ორივე რას ვაპირებთ... ამბობს, აღმასვლასო. (იცინიან) არ ვიცი, მგონია, რომ იგივე ტემპით ვივლით. გადავიღებთ ბევრ სერიალს, ფილმებს, ვაჯობებთ ყველას.

– როგორ წარმოგიდგენია, როგორი ქმარი იქნები? ბუზღუნა და ცუდი თუ პირიქით, ლმობიერი, დამთმობი, რბილი, ლაღი...

– შენ კარგად მიცნობ, ანა და იცი, რომ ბუზღუნს, რაღაც პროცენტით, გვერდს ვერ ავუქცევთ, მაგრამ ვეცდები, თავი გავაკონტროლო. ვიქნები თბილი, მოსიყვარულე, ჩემი ცოლის საყვარელი ქმარი, რადგან თბილისში ყველაზე ლამაზი ცოლი მეყოლება. ჩემი ცოლი, ჩემი სიცოცხლის ელექსირია, ჩემთვის ყველაფერია და ერთი სული მაქვს, როდის გავხდები მისი ქმარი.

– ბიჭები გაურბიან ხოლმე ამ სტატუსს.

– მისმინე, ახლა რა ხდება?! თუ გადაწყვეტილი გაქვს ცოლის მოყვანა და მერე გაქცევა, მაგას ძალიან ცუდი სიტყვა ჰქვია. მაგრამ, თუ გაქვს „ლავ სთორი“, საოცარი რომანტიკა და არაჩვეულებრივი ურთიერთობა, მაგრამ შენ არ გინდა ცოლი და მას – ქმარი, რა სავალდებულოა ხელის მოწერა, არ მესმის. ეს აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია. არის ის კატეგორიაც, ძალიან მაგრად არიან შეყვარებული, მაგრამ ქორწინებას გაურბიან...

– ალბათ, მაინც პასუხისმგებლობას გაურბიან.

– შეიძლება. პირადად მე, საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. სავსე ვარ ამ ემოციით. პასუხისმგებლობის გაქცევა იდიოტობაა და რატომ იქცევიან ასე არ მესმის. მარტივად გეტყვით, მე მიყვარს ჩემი საცოლე, ვერ წარმომიდგენია ცხოვრებაში, ვინმე სხვა შევიყვარო და გვერდით სხვა მყავდეს. ასე რომ, ამოიწურა კითხვა იმაზე, თუ რატომ შეიძლება გაექცე პასუხისმგებლობას.

– ალბათ, მაინც ვერ ვითარდებიან და რა ასაკშიც არ უნდა იყვნენ, ვერ აღწევენ იმ კონდიციას, როდესაც ადამიანს ცოლი, შვილი, ოჯახი უნდება. მინახავს ოცდათხუთმეტი, ოცდაჩვიდმეტი, ორმოცი წლის ადამიანებიც, რომლებიც ოჯახის შექმნას გაურბიან, ასაკით, განვითარებით და გონებით ჯერ კიდევ პატარები ჰგონიათ თავი იმისთვის, რომ ცოლი მოიყვანონ.

– არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მიჩვეულია მარტო ცხოვრებას და ვეღარ წარმოუდგენია სახლში ცოლი ეჯდეს, ამ უღელში თავს არ ჰყოფს. არ ვიცი, რა გითხრათ?! მე მინდა ცოლი, მინდა წიწისგან შვილი და მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება. ვიღაცას თუ არ უნდა თავის შეყვარებულთან ერთად ცხოვრება, ეს მისი პრობლემაა. ინდივიდუალური ამბავია, სადაც დაწერილი კანონები საერთოდ არ მოქმედებს. ვერავის ვერ გაკიცხავ ამის გამო, რადგან ყველას თავისი შეხედულება და ცხოვრების წესი აქვს.

– გასაგებია, ჩემო კარგო. ახლა მითხარი, რა უნდა აჩუქო შენს მეუღლეს საქორწინოდ?

– გული.

– რა იაფად გამოდიხარ. (იცინიან).

– ნუ ხარ შენ მატერიალისტი. „მელოჩნიცა“ ნუ ხარ.

– კარგი რაა, სული მაქვს ძაან სპეტაკი (იცინიან).

– არ ვიცი, რაღაც სიურპრიზი რომ იქნება, ეს ფაქტია. შეიძლება, მანქანაც იყოს.

– აი, ქმარიც ამას ჰქვია. რა ბიჭი ხარ, გადავირიე. გიორგი იქნება საოცარი მუჭუჭი, ოჯახის ბურჯი.

– გამომიყვანა ახლა „ჟმოტი“. ვისზე რას ამბობ, მითხარი. ეკონომიკის მინისტრი, რომ უნდა იყო...

– დიახაც, ვარ ეკონომიკის მინისტრი, ჭკვიანი, ვიცი ფული როგორ უნდა გადავანაწილო, თითო-თითო თეთრად. არც შენ ხარ მფლანგველი...

– არა, მფლანგველი ნამდვილად არ ვარ. რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ვარ და ვცდილობ, ფული იმაში დავხარჯო, რაც სარგებელს მოიტანს, მაგრამ „ჟოშკა“ და „ჟმოტი“ არ ვარ. თუ მოხდა ისე, რომ ფული ერთბაშად დავხარჯე, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ფულს არასდროს მივტირი. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ფული მაქვს, ვხარჯავ, არ მაქვს, არ ვხარჯავ. მაგრამ იდიოტობაში გაფლანგვა ნამდვილად არ მიყვარს. საკუთარი თავისა და საქმის უპატივცემულობა მგონია, როდესაც მთელი თვის ნაშრომს ერთ დღეში, მაგალითად, სადღაც კლუბში, ვიღაც უცხოების დაპატიჟებასა და ტიპობაში დახარჯავ. მეორე დღეს კი შეიძლება, ტაქსის ფული არ გქონდეს. ასეთი ხელგაშლილობა მარაზმია. პირველი კურსიდან საკუთარ ფულს თავად გამოვიმუშავებ. სახლში არ მაქვს ის „პონტი“, რომ მხოლოდ მე ვარ ოჯახში შემტანი და ხელებში მიყურებენ, მაგრამ ჩემ ფულს ყოველთვის თავად ვშოულობდი და ვხარჯავდი. ნაჩუქარი და კაზინოში მოგებული ფული სხვა არის და ერთი თვე რომ შრომობ, კიდევ სხვა.

– აბსოლუტურად გეთანხმები და სრული იდიოტობაა, ვისაც ასეთი ყალბი ხელგაშლილობის შემდეგ ჰგონია, რომ მაგარი ტიპია. მოდი, მითხარი, რას ფიქრობ, შენს გადაღებულ მეორე ფილმზე?

– ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი, ძალიან მხიარული, საყურებლად არამოსაწყენი და სასაცილო ფილმია, მაგრამ არის ერთი მაგრამ... ალბათ, ეს მაინც ჩემი სუბიექტური აზრია. ვინაიდან და რადგანაც ის იყო პირველი, ჩემი და წიწის ამბავიც მაშინ დაიწყო და რაღაც-რაღაც ფაქტორების გამო, უფრო პირველი მიყვარს – მაპატიე, რატი. თითქოს გულთან უფრო ახლოს არის. როგორც გავიგეთ, ხალხს ეს არანაკლებ მოსწონს, თუმცა ჯერ ისევ გადის კინოთეატრებში და ვერ ვიტყვით, გაიმეორა თუ არა პირველი ფილმის რეკორდი.

– პირველმა მართლა ყველა რეკორდი მოხსნა, პატარა დარბაზში ორი თვე არ გადაუტანიათ, მაშინ როდესაც ერთ თვემდე ძლივს ჩერდება ფილმები ეკრანზე. აპრილამდე გადიოდა...

– გარეთ პეპლები დაფრინავდნენ უკვე, ხალხი საახალწლო ფილმს რომ უყურებდა. ამან საოცრად გაგვახარა.

– როგორ წარმოგიდგენია თავი ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ?

– ვხედავ საკუთარ თავს შვილით. მეყოლება საყვარელი მეუღლე, ალბათ, ისევ ჩემი პროფესიით ვიმუშავებ და ალბათ, უფრო წინ წავალ, ვიდრე დღეს ვარ. უფრო სწორად, საქართველოს კინემატოგრაფი წავა წინ, თორემ ჩვენ მეტი რა გავაკეთოთ, აღარ ვიცით. კინოში ვთამაშობთ, სერიალში ვთამაშობთ, თეატრში ვთამაშობთ. ვმონაწილეობთ კლიპებში, რეკლამებში, გახმოვანებებში. მეტი რა ვქნათ?! რაც ჩვენი პროფესიით შეგვიძლია, მართლა ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენც და ის ადამიანებიც, ვინც ჩვენს გვერდით ფუსფუსებენ. ახლა ცოტა ქვეყანაც მიდგეს-მოდგეს.



ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიორგი კალანდაძე:



– ჩემო ძვირფასო ანა, ჩემო ზაირა, რა ხდება შენს კარიერაში ახლა. რამდენადაც ვიცი, თეატრში რაღაც ახალზე იწყებთ მუშაობას.

– კი, თეატრში იდგმება რაღაც გრანდიოზული მიუზიკლი. მუშაობა მარტის პირველი რიცხვებიდან იწყება. უფრო სწორად, ამ სპექტაკლზე მუშაობა უკვე ორი წელია მიდის, ჯერ მუსიკა დაიწერა, მერე რაღაც გადანაცვლებები მოხდა, ახლა მგონი, უკვე ამ გაზაფხულზე, სპექტაკლს მაყურებელი იხილავს.

– სადაც შენს ვოკალურ მონაცემებსაც გაიცნობს მაყურებელი, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივია. ანას კონცერტზე ვარ ნამყოფი, სოლო კონცერტი მოგვიწყო სახლში. რაღაც პერფორმანსი მოვაწყვეთ, ყველანი ლექსებს ვკითხულობდით და ანა მღეროდა, საოცრად ტკბილი და სასიამოვნო ხმა აქვს. გარდა ამისა, ანა სპექტაკლში მყავს ნანახი. „მგზავრებში“ დედამთილს თამაშობდი. ძალიან მომეწონე ამ სპექტაკლში. საერთოდ, თეატრის მაგარი მსახიობები ეკრანზე არ ვარგანან. თურმე, ანას ეგეც შეუძლია, ნამდვილი განსხვავების დაჭერა კინოსა და თეატრში.

– გაიხარე, დიდი მადლობა. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო შემოთავაზებები მაქვს, კარგი წინადადებები. თუმცა, ამაზე არ მინდა ჯერ საუბარი, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მით უმეტეს, რომ თეატრებში დღეს არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაა. რემონტია, ბევრი ტექნიკური პრობლემაა და ამის გამო, ბევრი სპექტაკლი ფიზიკურად ვერ იდგმება. ყოფითი პრობლემები რომ მოგვარდება, მგონია, ეს სფეროც გამოცოცხლდება და სერიალის ბავშვებს მეტი შემოთავაზება გვექნება.

– პირად ცხოვრებაზე მომიყევი, ორი სიტყვით...

– პირადი ცხოვრება არ გამაჩნია. სამსახურია ჩემი პირადიც და ჩემი „კარიელაც“... (იცინიან).

– „კარიელა აიწყვე ას-ას ლარობლივ“... ამ ამბავში მართლა ძალიან გამიმართლა, რადგან წიწი ჩვენი თანამშრომელია.

– აიწყვე და მოიწყვე აქ, გენაცვალე, ყველაფერი ერთად.

– არა, გეთანხმები, რომ მართლა ძალიან რთულია პირადი ცხოვრების მიხედვა, როდესაც დღის ძალიან დიდი ნაწილი საქმეს მიაქვს. მაგრამ, ეს შეუძლებელი არ არის. მაინც ყოველთვის რჩება იმის დრო, რომ საკუთარ ცხოვრებას მიხედო.

– არა გეთანხმები, როგორი დატვირთულიც არ უნდა იყო, თუ არის შენს ცხოვრებაში ადამიანი, ვისთან ერთად ყოფნაც გინდა, მისთვის დროს ყოველთვის გამონახავ. როგორც ჩანს, ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ის ერთადერთი, ვინც მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით უნდა იყოს.

– იმის თქმა გინდა, რომ არც ფლირტი და საერთოდ არაფერი ხდება?

– არა, არაფერი, მესიჯსაც კი მამრობითი სქესის წარმომადგენელთაგან, ერთადერთი, მამაჩემი მიგზავნის და რა პირად ცხოვრებაზეა ლაპარაკი.

– გასაგებია, რომ ადამიანი ელოდება თავის ერთადერთს..

– ჰოდა, შემეშვით, ვიჯდე და ველოდო, გიშლით ხელს?!

– იმედი მაქვს, რომ ასეთი მზეთუნახავივით გოგონა დიდხანს არ დარჩება „გაუსაღებელი“. (იცინიან).

– მალე „გავსაღდები“, ვინმეს გავაბრიყვებ.

– თუმცა, შენგან გულგატეხილი მამრების სია გრძელია. ანა არის საოცრად პრეტენზიული, ყველას კრიტიკული მზერით აფასებს, თორემ ისე რიგები უდგას.

– რიგები, რიგები. აღარ ვარ იმ ასაკში, ჩემო გიორგი, რომ – შემიყვარდა და თვალზე ბინდი გადამეკრა, უნდა შევაფასო, აბა, რა ვქნა?! (იცინიან) თუმცა, ისიც იცი, გიორგი, რომ – რა მანქანა ჰყავს და „დოლჩე“ აცვია თუ „გაბანა“, ასეთი ნამდვილად არ ვარ.

– ხაზს ვუსვამ შენს სულიერებას.

– მაგაზე, რომ ყოფილიყო ჩემო კარგო, იმდენი მაგარი, მანქანიანი ბიჭი „მეძლეოდა“, ასე კი არ დავრჩებოდი.

– შენი აზრიც მითხარი „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2-ზე“.

– ძალიან კარგი ფილმია, ძალიან სასაცილო. გაცილებით უფრო კომედიაა, ვიდრე პირველი, მაგრამ, რაღაც ოჯახური სითბო, სიმყუდროვე პირველიდან უფრო მოდიოდა. რაღაც მომენტში, ერთი უფრო მომწონს, რაღაც მომენტში – მეორე. სუბიექტური ვიქნები ამაზე საუბრისას, ორივე მიყვარს და ორივე ჩემია.

– მოდი, ის მომიყევი როგორ გაატარე ახალი წელი?

– ორივე მოვყვეთ. (იცინიან) ჩინებულად, მინდა გითხრა, რომ იტყვიან იფ, იფ, იფ... მოვრთე ნაძვის ხე, სახლი, – კოპწიად, ლამაზად...

– რომელიც კიდევ დგას, ხომ?! მაისში ვიყავი ერთხელ შენთან ამოსული და ისევ ნაძვის ხე იდგა.

– ლამაზია, რა იყო, პურსა გთხოვს თუ წყალს?! არა, დაწყნარდი წელს უკვე ავიღე ნაძვის ხე.

– სადმე ფართიზე წახვედი?

– კი. „თუ საიდში“ ვიყავი „სილვერ-ფართიზე“. პურიც ვჭამე, კიდეც გავერთე და გადასარევი იყო.

– ვერცხლისფერი იყავი?

– თეთრი ვიყავი, სხვათა შორის – „ვაითი“. მოკლედ, იქიდან, რომ დავიწყე – ხუთში დავამთავრე ახალი წელი და ღრიანცელი. გამოვიძინე და ლაღი და ბედნიერი დავუბრუნდი ჩვეულებრივ ცხოვრებას.

– ახალ წელს ტრადიციულად ოჯახის წიაღში შევხვდი და მერე თავს ვერანაირად ვერ მივცემდი სადმე წასვლის უფლებას, რადგან მეორე დღეს კინოს ტურნე იწყებოდა. მე, ჩემი მეუღლე, გია და შონზო წავედით. დილით თერთმეტი საათიდან საღი გონებით წავედით სამდღიან ტურნეში, ბაკურიანი-ზუგდიდი-ბათუმი. ოთხი მეგობარი ვიყავით და საქართველოს მასშტაბით გავერთეთ, ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. ბოლოს არ შემიძლია არ აღვნიშნო როგორ საოცრად გახდი.

– დიდი მადლობა გენაცვალე, დიეტის და მასაჟის დამსახურებაა, ყველანაირ მასაჟს ვიკეთებ წყალქვეშას და ჰაერში – თაფლის, შოკოლადის, ტალახის, ქილებით. ერთი კურსი დავამთავრე და აღმოვაჩინე, რომ საოცრად მაღალი კისერი მქონია, წელიც გამომიჩნდა. დაიცადე ჯერ, მეორე და მესამე კურსიც უნდა ჩავიტარო და მერე ვიქნები ლაღი.


скачать dle 11.3