კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შურისძიება გერმანულად


სილვიო ჰაინევეტერი გერმანელი ხელბურთელი გახლავთ. 25 წლის ყმაწვილი სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მეგობარ ქალად 44 წლის სიმონა ტომალი ჰყავს. სახელმა და გვარმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, სიმონა გერმანიის ერთ-ერთი მდიდარი მდედრია და 25 წლის სილვიოც ამიტომ ჰყავს გამოჭერილი. არადა, ეს ბიჭი ორი წლის წინ 19 წლის მოდელს ჰყვარობდა, მაგრამ, ფულიანი დეიდის შანსი „გაეჩითა“ და გოგონა მიატოვა. ის 19 წლის არსება კი ვინმე ჯულიანა გახლავთ. ჰოდა, სწორედ ჯულიანამ გადაწყვიტა, სილვიოზე შური ეძია და სთხოვა, შემხვდიო. ხელბურთელი შეხვედრაზე მივიდა, გოგონამაც რაღაც სისულელეები ილაპარაკა, გამომშვიდობებისას კი ყოფილ მეგობარს არამეგობრულად აკოცა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა მეორე დღეს ჰაინევეტერი, როცა რამდენიმე ჟურნალში სწორედ ეს კოცნა დაიბეჭდა. თურმე, ჯულიანას პაპარაცებისთვის გაუმხელია, ამას ვაპირებ და მეტი საკბილო რა გინდათო.

– მე პროვოკაციის მსხვერპლი ვარ და ვისაც ჩემი და სიმონას დაშორების იმედი ჰქონდა, იმედი უნდა გავუცრუო. ჩემს საყვარელ ქალს ავუხსენი, რა და როგორ მოხდა და მან გამიგო, – განაცხადა სილვიომ და, ურიგო არ იქნება, ჩვენც თუ გვასწავლის, როგორ უნდა აუხსნა და, რაც მთავარია, გააგებინო ქალს, რომ ყოფილ შეყვარებულს ტუჩებში შემთხვევით ჰკოცნი.


скачать dle 11.3