კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გუტიმ აიწყვიტა


მადრიდის „რეალის“ ვეტერანმა, ხოსე მარია გუტიმ, გუნდში მანუელ პელეგრინის მთავარ მწვრთნელად მისვლის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მანამდე კი ცოლიც დაკარგა, რადგან მისი შვილების დედამ ერთ მშვენიერ დღეს ბარგი შეკრა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. გუტიმ თავიდან კი ივიშვიშა და პრესის საშუალებით ცოლს შერიგებას სთხოვდა, მაგრამ ამ საქმიდან რომ არაფერი გამოვიდა, ფეხბურთელმა თავისუფალი კაცის იმიჯი ბოლომდე შეიფერა. მას თითქმის ყოველ მეორე დღეს ახალ ქალთან ხედავდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ხოსე მარიას ახალი სიყვარული ეწვია – მისი რჩეული ცნობილი ესპანელი ტელეწამყვანი, ამაია სალამანკა გახლავთ. წყვილმა ერთმანეთი ღამის კლუბში გაიცნო და მას შემდეგ ერთად არის, თუმცა ამაია იფიცება, ყველაფერი შემთხვევით მოხდაო.

– გუტი იმ ბარში მოვიდა, სადაც ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი. ის ძალიან მოწყენილი იყო და, რომ გამემხიარულებინა, მის მაგიდასთან გადავჯექი. ფეხბურთი საერთოდ არ მაინტერესებს და წარმოდგენა არ მქონდა, ვის ვამშვიდებდი. ის ძალიან თბილი ადამიანი აღმოჩნდა, მთელი საღამო მუხლებზე ვეჯექი და ათას რამეზე მესაუბრებოდა. საბოლოოდ კი სახლშიც წავყევი და ახლა ერთად ვართ, – ასეთია ამაიას აღიარება.

ისე, საინტერესოა, ცნობილი ტელეწამყვანი როცა ხარ, უცხო მამაკაცს კალთაში რომ უჯდები და მერე სახლში მიჰყვები დასამშვიდებლად, მეორე დღეს შენს მაყურებელს თვალებში როგორ უნდა ჩახედო? აი, რატომ არის, რომ ქართველი ტელეწამყვანები მუდმივად თამამად გვიყურებენ.


скачать dle 11.3