კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: ყოველ წელიწადს, შემოდგომიდან მოყოლებული, კანი მთელ სხეულზე, განსაკუთრებით კი ფეხებზე, მიშრება და მექერცლება და ეს მთელი ზამთრის განმავლობაში გრძელდება. რას მირჩევთ, როგორ მოვიგვარო ეს პრობლემა?

პასუხი: სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მესამე ქალს მშრალი და მგრძნობიარე კანი აქვს. სიცივე, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, ქარი და წვიმა სერიოზულ გამოცდას უწყობს კანს. კანის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება შემოდგომით და ზამთრის განმავლობაში ძლიერდება.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გირჩევთ, ყოველ საღამოს გადაივლოთ ტანზე გვირილის ნახარში წყალი ან ამ ნახარშით კარგად გაიწმინდოთ კანი, განსაკუთრებით – პრობლემური ადგილები. შემდეგ კი მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ კოსმეტიკური რძე – ატენიანებს და კვებავს კანს. ორი-სამი პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ, რომ შემცირდება კანის სიწითლე, სიჭრელე და აქერცვლა. მკურნალობის ხანგრძლივად გაგრძელების შედეგად კი პრობლემა თითქმის აღმოიფხვრება.

კითხვა: ბოლო ხანებში, დავარცხნისას სავარცხელი ჩამოცვენილი თმით ივსება. დავიწყე ვიტამინების სმა, მაგრამ, ვატყობ, რომ ეს არ არის საკმარისი. რას მირჩევთ, როგორ ვუმკურნალო თმის ცვენას?

პასუხი: მსგავს კითხვაზე ჩვენ უამრავჯერ გავეცით პასუხი ჩვენს მკითხველს.

პირველ ყოვლისა, შეგახსენებთ, რომ ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად იზრდება თმის ცვენის ალბათობა. ამას ემატება ზამთრის სეზონიდან გამომდინარე ვიტამინებით ღარიბი კვების რაციონი. თუ ამ ყველაფერს ემატება ხშირი ნერვიულობა და სტრესები, ფიზიკური გადაღლა და ქუჩაში უქუდოდ სიარული, მაშინ შედეგმა არ უნდა გაგაოცოთ. ყველა ის მიზეზი, რაც უკვე ჩამოგითვალეთ, არის სწორედ ავიტამინოზის მიზეზი. ამიტომ, ჩვენს თმას ჩვენვე უნდა დავეხმაროთ: გარდა იმისა, რომ სასურველია, პოლივიტამინების მიღება, თავი დაიბანეთ ორ-სამ დღეში ერთხელ ჭინჭრის, გვირილის და მუხის ქერქის ნახარშით (მონაცვლეობით). დაბანამდე კი გაიკეთეთ შემდეგი ნიღაბი: 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი („კასტორკა“), 1 ჩაის კოვზი ხახვის წვენი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 10-10 წვეთი A, E და D ვიტამინები (ზეთოვანი), 1 ჩაის კოვზი ღვინის ან ვაშლის ძმარი, 1 ცალი კვერცხის გული კარგად აურიეთ, შეიზილეთ თმის ძირებში და გაიჩერეთ 2 საათის განმავლობაში.

ნიღაბი გაიკეთეთ მინიმუმ კვირაში ორჯერ.

გარეგანი მკურნალობის პარალელურად მოაწესრიგეთ კვება. თქვენი მენიუდან გამორიცხეთ მწარე, ცხარე, მლაშე და ცხიმიანი საკვები, ასევე ალკოჰოლი და სიგარეტი, შეამცირეთ ყავის რაოდენობა.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ რაც უფრო მაღალია სალიცილის მჟავის კონცენტრაცია კოსმეტიკურ საშუალებებში, მით უფრო ეფექტურია ისინი?

პასუხი: კოსმეტიკურ საშუალებებში სალიცილის მჟავის დასაშვები შემცველობის მაქსიმუმი 2 პროცენტია, მაგრამ ასეთმა კონცენტრაციამ, შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ კანის შეწითლება, გამოშრობა ან სხვა სახის გაღიზიანება, უნდა შეარჩიოთ კოსმეტიკა, რომელიც შეიცავს სალიცილის მჟავის მხოლოდ 1 პროცენტს. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას: სალიცილის მჟავის გარდა, მასში უნდა შედიოდეს მცენარეული წარმოშობის სხვა აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

კითხვა: თითქმის მთელ დღეს კომპიუტერთან ვატარებ და, ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, რომ სახის კანს მონაცრისფრო დაედო და ელასტიკურობა დაკარგა. მეგობრები მირჩევენ, რომ პირი თერმული წყლით დავიბანო. თუ შეიძლება, მითხარით, რა თვისებებით გამოირჩევა, რით რგებს კანს?

პასუხი: დღეს კოსმეტოლოგები ქალებს ურჩევენ, სახის კანი ყოველდღე გაიწმინდონ თერმული წყლით: დილით, სახის გაწმენდის შემდეგ და დღის მკვებავის წასმის წინ, შუადღეზე, რომ უფრო მხნედ გამოიყურებოდნენ და საღამოს, კანის გაწმენდის შემდეგ. ის უნდა მიისხუროთ კანზე, გაიჩეროთ 2-3 წუთით და შეიმშრალოთ ქაღალდის რბილი ხელსახოცით.

სასურველია, შეიძინოთ რომელიმე ცნობილი ბრენდის თერმული წყალი, დააკვირდით მის შემადგენლობას – მასში უნდა შედიოდეს ძლიერი ანტიოქსიდანტი – სელენიუმი, რომელიც იცავს ჩვენს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან.

კითხვა: რის მიხედვით უნდა შევარჩიო ტონალური კრემი, რომ სახის კანი ცოცხლად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს?

პასუხი: თუ თქვენ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელ ტონალურ კრემზე გააკეთოთ არჩევანი, უპირატესობა მიანიჭეთ იმას, რომელსაც მოყვითალო-მოკრემისფრო ბაზა აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს კანს მოვარდისფრო დაჰკრავს, ჩვენ მიერ რეკომენდებული კრემი მოგეხმარებათ მის ნეიტრალიზებაში. საერთოდ კი გახსოვდეთ, რომ კანის სასიამოვნო ელფერს ძირითადად რუჟი და ტუჩის საცხი განაპირობებს და არა ტონალური კრემი. „თქვენი“ ტონალური ისაა, რომელიც შეუმჩნევლად ერწყმის სახის კანის ფერს.


скачать dle 11.3