კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააოცა ჰუსეინ ჩალაიანმა მოდის მიმდევრები სექსუალური კოლექციით


ჰუსეინ ჩალაიანი – მოდის თანამედროვე აღმოჩენა, რომლის მიერ შექმნილი ოტ-კუტიურ სამოსი ძალიან შორს გასცდა მოდის ფარგლებს და აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში, „სხვა“ ხელოვნებაში გადავიდა... მისი „სამგანზომილებიანი“ ტანსაცმელი, რომელიც მოდელზე ჩაცმულიც კი ისე გამოიყურება, თითქოს ქარი უბერავს და გვერდები აწეწილი აქვს, მნახველებს შოკურ მდგომარეობაში აგდებდა. ჰუსეინი ბრიტანეთში მცხოვრები თურქია, რომელიც ნიქოზიაში, კვიპროსზე დაიბადა. მოგვიანებით ოჯახთან ერთად ის ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა და, მოდის შესწავლა რა თქმა უნდა, ლონდონში, სენ მარტინის კოლეჯში გადაწყვიტა. მან კოლეჯი დაასრულა კოლექციით, რომელსაც „ბაღის ყვავილები“ ერქვა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ დიზაინერმა კოლექციისთვის საჭირო ყვავილები საკუთარი ბაღიდან მოკრიფა და ჩვენების შემდეგ ისევ უკან ჩარგო. კოლექციამ სენსაცია მოახდინა და ის ლონდონში ყველაზე პრესტიჟულმა და მდიდრულმა მაღაზია „ბრაუნსმა“ შეისყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩალაიანის სახელი უკვე ინგლისურად გამოითქმის და მისი ჟღერადობა შეცვლილია, მოდის კრიტიკოსები ხშირად იხსენებენ, რომ სახელი ჰუსეინი ძირძველი წარმოშობით კარგს, ლამაზს, მშვენიერს ნიშნავს, ხოლო გვარი – ჩალაიანი – „კატარაკს“, რომელიც უძველეს ერებში ჩანჩქერის ერთ-ერთ სახეობას ერქვა. სულ რაღაც 25 წლის ასაკში, ჩალაიანმა შეძლო ასი ბრიტანელი დიზაინერის უკან ჩამოტოვება, წლის საუკეთესო დიზაინერის წოდებისა და, ამასთან ერთად, 28 ათასი ფუნტის ჯილდოდ მიღება. ჰუსეინის განსაკუთრებული ნიჭის ამბავი მთელ მსოფლიოს მას შემდეგ მოედო, რაც მან მუშაობა დაიწყო ავანგარდულ დივასთან – ბიორკთან. ჩალაიანი ყოველთვის ებრძოდა ფონდებსა და მსხვილ სპონსორებს, რომლებსაც შეეძლოთ, ძალიან დიდი გავლენა მოეხდინათ მის კოლექციებზე. მართალია, ამან რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ, 2001 წლის კოლექცია პოდიუმის გარეშე აჩვენა და რთული სიტუაციიდან ასე თუ ისე გამოვიდა.

2009-2010 წლის შემოდგომა-ზამთრის პრეტ-ა-პორტე კოლექცია ჩალაიანისთვის უჩვეულოდ „დალაგებული“ და „წესიერი“ აღმოჩნდა, ანუ, ეს იყო სამოსი, რომლის ჩაცმაც შეიძლება. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჩალაიანი იმ დიზაინერთა შორისაა, რომელმაც სექსუალური ჩაცმის სტილის მიმართ გვიანი ინტერესი გამოამჟღავნა. „ჰემლაინსები“ – მაღალი ჩექმები, რომელიც მოდელების არა მხოლოდ ფეხებს მალავდა, არამედ, საჯდომამდე ადიოდა, ძალიან სექსუალურ იერს აძლევდა სადა კაბას, რომელიც მოდელს საჯდომს ზემოთ ემოსა. ბარძაყზე ქამრით დამაგრებულმა ჩექმამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც შეეხება ტანსაცმელს, ჩალაიანმა ძირითადი აქცენტი მის საფირმო ქსოვილებზე და მათ მაღალტექნოლოგიურად დამუშავებაზე გააკეთა. კოლექციის დიდი ნაწილი ნაცრისფერი იყო – კაბები, თხელი მოსაცმელები, თხელი პალტოები... კოლექციას „დედამიწის საზღვრები“ ერქვა და, როგორც თავად დიზაინერმა აღნიშნა, ეს არის მის მიერ დანახული ლონდონის ურბანული მდგომარეობა – ნაცრისფერი, მაგრამ ძალიან მიმზიდველი.

ბევრი სხვა დიზაინერის მსგავსად, ჩალაიანმაც გამოიყენა თავისი ინტერნაციონალურობა და წარმოადგინა სამოსი, რომელიც მთელ მსოფლიოში აუცილებლად ძალიან იოლად გაიყიდება – რამდენიმე ტყავის ქურთუკი, შავი პალტოები და ბლეიზერები. მართალია, ეს არ ყოფილა კოლექცია, რომელშიც ჩალაიანმა თავბრუდამხვევი, გონების დამკარგველი პერფორმანსი წარმოადგინა, მაგრამ, მოდური ინტელიგენციის დიდ ნაწილში მაინც დაიმსახურა მოწონება, თუმცა, მათ მოუწიათ რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ცოტა ძალდატანება, რადგან მათთვის ამ კოლექციაში სხეულის ძალიან დიდი ნაწილი შიშველი ჩანდა.


скачать dle 11.3