კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღნიშნა კლინიკა „მედიმ“ 10 წლის იუბილე და რატომ გადაიქცა ის გლამურულ წვეულებად


წითელი ხალიჩაც და – თავი, ალბათ, „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონიალზე ან „ვალენტინოს“ ჩვენებაზე გეგონებოდათ. რეალურად კი, ულამაზეს საღამოს კაბებში გამოწყობილი, შეუდარებელი სილამაზის მქონე გლამურული ქალბატონები და ელეგანტური მამაკაცები თბილისის ყველაზე მოწინავე კლინიკის – „მედის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მაღალი დონის მიღებაზე იყვნენ შეკრებილი. იუბილეს აღნიშვნა ნამდვილ „ფეშენ ივენთად“ გადაიქცა – წვეულებად, რომელსაც საოცრად დახვეწილ ინტერიერში შეკრებილი თბილისის ნაღები საზოგადოება: კლინიკის დამფუძნებლები, თანამშრომლები, სამთავრობო წრეების, სამინისტროების, სადაზღვევო კომპანიების, ბანკების, ცნობილი სამედიცინო დაწესებულებების, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და „მედის“ პაციენტები ესწრებოდნენ. ათი წელი ძალიან ბევრია იმისთვის, რომ სტაბილურად მაღალი დონე შეინარჩუნო, დონე, რომელიც „მედის“ კლინიკას გახსნის პირველივე დღიდან ჰქონდა. საღამოს საქმიანი ნაწილი „მედის“ შესახებ კორპორატიული ფილმის ჩვენებით დაიწყო, რომელიც მოგვითხრობდა კლინიკის ათი წლის განმავლობაში განვლილი გზის – იმ გამოცდილებისა და უდიდესი პრაქტიკის შესახებ, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში მიიღო; ასევე, ექიმების მაღალკვალიფიციურ დონეზე, რომლებიც „მედიში“ მოსვლამდე ევროპის წამყვან კლინიკებში მუშაობდნენ; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ევროსტანდარტებზე, რომელსაც კლინიკა საოცარი წარმატებით იყენებს. სწორედ ამიტომ, ყველაზე პრეტენზიული ქალბატონებიც კი მშვიდად ანდობენ „მედის“ საკუთარ სხეულს, ჯანმრთელობას, სილამაზეს – სწორედ იმ სიმდიდრეს, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხილდებიან. შორს წაგვიყანს იმაზე საუბარი, თუ რამდენი, რა სახის და რა დონის მომსახურებას გვთავაზობს „მედი“. 20 იანვარს ხომ მისი იუბილე იყო და ჩვენც, უბრალოდ, დაბადების დღის მისალოცად მივედით ფილარმონიის „თბილისი ივენთ ჰოლში“. ამიტომ დღეს ნაკლები ვისაუბროთ საქმეზე და მეტი – იმ დაუვიწყარ საღამოზე, რომელიც კლინიკამ გვაჩუქა. სპეციალურად ამ დღისთვის პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდნენ „მედის“ დამფუძნებლები – გიორგი და მარინა მჭედლიძეები. მათ ძალიან დადებითად შეაფასეს კლინიკის მუშაობა და სამომავლო პერსპექტივებზეც ბევრი ისაუბრეს. გარდა ამისა, საღამოზე შეკრებილი ყველა სტუმარი, მადლიერების ნიშნად და იუბილეს აღსანიშნავად, ნებისმიერ პროცედურაზე თხუთმეტპროცენტიანი ფასდაკლების ბარათით დაასაჩუქრეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კლინიკის ხელმძღვანელების მიერ წარმატებული თანამშრომლების – ექიმების, მედდების დასახელება და მათი დასაჩუქრება. მათ ხელმძღვანელებისგან 500-დან 10 000 დოლარამდე ფულადი ჯილდოები მიიღეს, რაც, ალბათ, ყოველი მათგანისთვის მომავალშიც სერიოზულ სტიმულად იქცევა. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ბატონმა მამუკა მარგველაშვილმა, „მედის“ ექიმს, განყოფილების გამგეს, ზვიად ციკოლიას საპატიო ჯილდო გადასცა – პიერ ფოშაჩის საერთაშორისო აკადემიის წევრობის სერტიფიკატი.

კლინიკა „მედის“ დამფუძნებელი, ქალბატონი მარინა მჭედლიძე: ჩვენი მუშაობა არ არის მხოლოდ დამფუძნებლის მუშაობა, ეს არის თანამშრომლების, მთელი გუნდის ერთობლივი მოღვაწეობა წარმატებისა და მაღალი ხარისხისთვის. დღეს ეს ყველაფერი შევაფასეთ და არაჩვეულებრივი საღამოც მივიღეთ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მივაღწიეთ მთავარს – შეიძლება, ქალბატონმა ჩვენთან მხოლოდ ნახევარი საათით შემოიაროს, მაგრამ, რამდენიმე პროცედურის შემდეგ თავისუფალი, ლაღი, საკუთარ თავში დარწმუნებული და, რა თქმა უნდა, გაცილებით გაახალგაზრდავებული წავიდეს ნებისმიერი ტიპის წვეულებაზე, მაღალი დონის საღამოზე, მაგალითად, ისეთზე, როგორიც დღესაა ჩვენთან.

კლინიკა „მედის“ დამფუძნებელი, ბატონი გიორგი მჭედლიძე: ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთი წარმატებული კლინიკა არსებობს თბილისში. კმაყოფილი ვარ განვლილი ათი წლით და წინ გაცილებით დიდი გეგმები გვაქვს.

იუბილესთვის სპეციალურად გერმანიიდან ჩამოვიდა „მედის“ პარტნიორი, გერმანელი პროფესორი მარკ ზოიბელმანი, რომელიც აღფრთოვანებულია კლინიკის დონით და კიდევ დიდხანს აპირებს მასთან თანამშრომლობას. საღამოს სტუმრებს შორის იყვნენ იაპონიის ელჩი მეუღლითურთ, რომელმაც „მედის“ მიერ დაწესებული ერთ-ერთი პრიზიც მოიგო; უნიჭიერესმა მომღერლებმა, ეკა მამალაძემ და ნუკრი კაპანაძემ, კლინიკას საიუბილეოდ სიმღერები აჩუქეს, რამაც საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

ეკა მამალაძე: მე და დედაჩემი „მედის“ ხშირი სტუმრები ვართ, ჩვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობას ყოველთვის ამ კლინიკას ვანდობთ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც ნანი, ისე მე, მსოფლიოს არაერთ წამყვან კლინიკაში, ესთეტიკურ ცენტრსა და თუ სპა-სალონში ვართ ნამყოფი და, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არც ერთ მათგანს თუ არ აღემატება, არაფრით ჩამოუვარდება „მედი“.

ია კიწმარიშვილი: უკვე დიდი ხანია, რაც „იმიჯ-ცენტრი“ და „მედი“ თანამშრომლობენ. რამდენიმე პროექტი ერთად გავაკეთეთ და მათთან მუშაობით საოცრად კმაყოფილები ვართ, რადგან „მის საქართველოსა“ და „ელიტ მოდელ ლუქის“ კონკურსანტებს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აქვთ, კლინიკა „მედიში“ ფიზიკურად მოემზადონ და თავიანთი ბუნებრივი სილამაზე უფრო დახვეწონ და სრულყოფილი გახადონ.

კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა ლია სონიშვილმა, „მედის“ ისტორიის მთავარი და მნიშვნელოვანი ეტაპები გაიხსენა, აღნიშნა ის უნიკალური მეთოდოლოგიები, რომლებითაც კლინიკა გამოირჩევა და, ამავე დროს, გვაუწყა იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც „მედიში“ გველის. მისი სიტყვა საოცრად ემოციური და შთამბეჭდავი გამოვიდა.

ამის შემდეგ „თბილისი ივენთ ჰოლში“ უკვე „მედის“ ნამდვილი დაბადების დღე დაიწყო, რომელიც კარაოკე-წვეულებად გადაიქცა. როგორც ორგანიზატორებისგან შევიტყვეთ, მათ არ სურდათ, რომ ეს ნაწილი რომელიმე მომღერლის კონცერტად გადაექციათ და ის შეკრებილი საზოგადოებისთვის ნამდვილ ზეიმად აქციეს, სადაც, როგორც მასპინძლებმა, ისე სტუმრებმა, საოცრად მოილხინეს. „მედის“ თანამშრომლებმა ერთმანეთში ახალი ნიჭი აღმოაჩინეს, თუმცა, არაჩვეულებრივი პრიზი – კბილების პროფესიონალური წმენდა – ყველაზე გაბედულ სტუმარს, მსახიობ კახა მიქიაშვილს გადაეცა, რადგან მან მართლაც შესანიშნავად უმღერა იქ დამსწრე საზოგადოებას. წვეულება გრანდიოზული, საიუბილეო ტორტის გაჭრით დასრულდა, რომლის გაჭრის პატივიც, რა თქმა უნდა, „მედის“ დამფუძნებლებს ხვდათ წილად.

სტუმრები იშლებოდნენ და, უაღრესად ნასიამოვნები, იმაზე ვფიქრობდი, როგორ იქცა ამ არაჩვეულებრივი კლინიკის იუბილე სილამაზისა და ესთეტიკურობის ნამდვილ გამოფენად და, კიდევ ერთზე – როგორ აკლია თბილისს ასეთი საღამოები.


скачать dle 11.3