კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის და ვისი ძალისხმევით ჩატარდება საქართველოში “მის ყრუ მსოფლიოს„ კონკურსი


წელს პირველად ჩატარდა კონკურსი „მის ყრუ საქართველო“, რომლის ტიტულის მფლობელი 16 წლის ნინო კახაძე გახდა. სპეციალურად კონკურსისთვის ბრილიანტებით გაწყობილი გვირგვინი ზარაფხანამ დაამზადა. ივლისში ნინო მონაწილეობას მიიღებს „მის ყრუ მსოფლიოზე“, რომელიც „მის მსოფლიო ჩეხეთის“ დიდი ძალისხმევით, საქართველოში ჩატარდება. ამ დროისთვის 130 ქვეყნის კონკურსანტია დარეგისტრირებული. ორგანიზატორობას „მის ყრუ მსოფლიოსა“ და „მის ყრუ ევროპის“ კონკურსს ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ყრუთა კავშირი და „მის მსოფლიო ჩეხეთი“ უწევს.

– რატომ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობის მიღება და როგორ ემზადებოდი?

– სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ, მეგობრების დაჟინებული თხოვნით, გადავწყვიტე, ძალები მომესინჯა და გამიმართლა კიდეც. რაც შეეხება მზადებას, ეს რთული პროცესი იყო. ყოველდღე გავდიოდი რეპეტიციებს მასწავლებლებთან, ბევრს ვშრომობდი, რომ პირველი ადგილი მომეპოვებინა.

– რა გრძნობა დაგეუფლა, როცა გამარჯვებულად გამოგაცხადეს?

– პირველად დამეუფლა ასეთი გრძნობა ცხოვრებაში, მსგავსი რამ არასდროს განმიცდია. ისე გამიხარდა, ცრემლებიც კი გადმომცვივდა.

– არ ელოდი წარმატებას?

– არა. ძალიან გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა (იცინის).

– თუ აპირებ ძალების მოსინჯვას სამოდელო ბიზნესში?

– აუცილებლად. ეს ჩემთვის ჰობი არ არის, სერიოზულად მაქვს გადაწყვეტილი, გავხდე ცნობილი მოდელი და კარგი კარიერა გავიკეთო.

– შენ „მის ყრუ მსოფლიოს“ კონკურსზე საქართველო უნდა წარადგინო. როგორ ემზადები?

– მზადება უკვე დაწყებულია, თუმცა, ჯერ არ ვიცი, რომელი დიზაინერი შემიკერავს კაბებს. „მის ყრუ საქართველოზე“ თამუნა ინგოროყვას კაბა მეცვა. პროგრამაში შევა, სავარაუდოდ, ნაციონალური ცეკვა და სიმღერა ჟესტების ენაზე.

– როგორი ბიჭები მოსწონს ნინო კახაძეს?

– მაღალი და ქერა ბიჭები. არც ჩაცმას ვაქცევ დიდ ყურადღებას და არც იმას, უვლის თუ არა ბიჭი თავს. საერთოდ, ჩაცმის სტილს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ბიჭს სპორტულად ჩაცმა უფრო უხდება.

– რა იცვლება შენში, როცა შეყვარებული ხარ?

– ახლა მყავს შეყვარებული, ძალიან კარგი ბიჭია. იცით, ცოტა შევიცვალე – უფრო მხიარული გავხდი, საკუთარ თავს უფრო დიდ დროს ვუთმობ; მეტ ყურადღებას ვაქცევ, რა მაცვია, როგორ გამოვიყურები და ასე შემდეგ.

– როგორია შენი ერთი დღე?

– სკოლის შემდეგ რომელიმე მეგობართან ვიკრიბებით და ვსაუბრობთ ყველაფერზე და ყველა სიახლეზე. სახლში ყოფნისას ვქარგავ ბისერებით – სკოლაში გვასწავლიან ხელსაქმეს. ახლა მეგობრებთან ურთიერთობა ცოტა შევზღუდე, რადგან ძალიან დაკავებული ვარ რეპეტიციებით. დიდი პასუხისმგებლობა ვიკისრე და ვეცდები, საქართველო ღირსეულად წარვადგინო. შიშით არ მეშინია, მაგრამ, ვნერვიულობ. ბევრი სტუმარი იქნება, ბევრი კონკურსანტი. მოკლედ, ველოდები კონკურსის მოახლოებას.

– რაზე ოცნებობს ნინო კახაძე?

– ვოცნებობ, რომ ახლა წარმატებას მივაღწიო და მომავალში კარგი სამოდელო კარიერა გავიკეთო.


скачать dle 11.3