კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ითხოვდა ჰოლანდიის მოსახლეობა დედოფალ ბეატრიქსის მეუღლის გაძევებას ქვეყნის ტერიტორიიდან და არის თუ არა ის ყველაზე მდიდარი მონარქი ევროპაში


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

120 წელიწადია ამ ევროპულ სახელმწიფოს ქალი მართავს. ამბობენ, არც ისე შორია ის დღე, როდესაც სამეფო ტახტს მამაკაცი დაისაკუთრებსო, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია. დედოფალი ბეატრიქსი დიდი ენთუზიაზმით აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას და სათავეში უდგას ნიდერლანდების სამეფოს. დღევანდელ რუბრიკაში გაგაცნობთ უკვე ტრადიციად ქცეული, საინტერესო ფაქტების ტოპ-ათეულს, სწორედ ამ ევროპელი მონარქის შესახებ.

1. ჰოლანდიელ მონარქებს და კერძოდ, დედოფალ ბეატრიქსს ნათესაური კავშირი აქვთ რუსეთის სამეფო ოჯახთან. 1980 წელს ჰოლანდიის ტახტზე ასული მისი უდიდებულესობა ბეატრიქს ვილჰელმინა არმგარდ ფონ ორანიენ-ნასაუ ანნა პავლოვნას, რუსეთის იმპერატორის, პავლე პირველის ქალიშვილის შვილთაშვილია. აღსანიშნავია, რომ დედოფალ ბეატრიქსს ნათესავებად ეკუთვნიან ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრ პუშკინის შთამომავლები. ცნობილი ფაქტია, რომ 1868 წელს პუშკინის ქალიშვილი ნატალია, ცოლად გაჰყვა ნიკოლაუსს, ვილჰელმ მეოთხე ორანიელის შვილს, რომელიც ლუქსემბურგის ჰერცოგ ადოლფის და მისი მეუღლის, იმპერატორ პავლე პირველის შვილიშვილის, ელიზავეტა მიხაილოვნას ახლო ნათესავი იყო.

2. დიდი ხნის განმავლობაში ჰოლანდიაში დისკუსიები იმართებოდა ბეატრიქსის მეუღლის, გერმანელ დიპლომატ კლაუს ფონ ამბსბერგთან დაკავშირებით, ის 11 წლით უფროსი იყო ბეატრიქსზე და ჟურნალისტებმა წარსულიდან ისეთი ფაქტები ამოუქექეს, რომ ერთხანს ჰოლანდიელი ხალხი მის გაძევებას მოითხოვდა ქვეყნის ტერიტორიიდან. აღმოჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, კლაუს ფონ ამბსბერგი „ჰიტლერიუგენდის“ ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი იყო, ხოლო ომის შემდეგ ბუნდესვერში ოფიცერ ტანკისტად მსახურობდა. ბეატრიქსმა და კლაუსმა ერთმანეთი კრონბერგში, პრინც მორიც ჰესენელის მოწყობილ წვეულებაზე გაიცნეს და ცნობილია, რომ ბეატრიქსის მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ შვილის დაქორწინებას ყოფილ ფაშისტზე. კლაუსი 2002 წელს გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლო წლებში იგი პარკინსონის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

3. დედოფალი ბეატრიქსი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მონარქად ითვლება მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით სამეფო ოჯახის ქონება 300 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო არაოფიციალურით – 4,5 მილიარდ ევროს. ყოველწლიურად ნიდერლანდების მთავრობისგან დედოფალი 4 მილიონი ევროს დახმარებას იღებს და აღსანიშნავია, რომ დედოფალი და მისი შვილები არანაირ გადასახადს არ იხდიან. სამაგიეროდ, ბეატრიქსის დები, პრინცესები – ირენა და ქრისტინა ყველა გადასახადს იხდიან, არ იღებენ არანაირ დახმარებას სახელმწიფოსგან და საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენის მიზნით, ჩვეულებრივი მოკვდავებივით მუშაობენ. გაცილებით რთულ მდგომარეობაშია ბეატრიქსის დეიდა, პრინცესა მარგრეტი, რომელსაც ხშირად უწევს დედოფალთან ერთად გამოჩენა მაღალი დონის შეხვედრებზე და ამ დროს კი გარდერობზე თვითონ უწევს ზრუნვა. საკუთარი ხარჯებით ყიდულობს ისეთ ხელთათმანებს, ხელჩანთას და კაბას, რომელიც სამეფო მოთხოვნათა კრიტერიუმებს შეესაბამება. დედოფლის და მისი ოჯახის შენახვა ჰოლანდიელებს წელიწადში 4,5 მილიონი ევრო უჯდებათ.

4. ცალკე აღნიშვნის ღირსია დედოფალ ბეატრიქსის ოქროს ეტლი, რომელიც ნიდერლანდების სამეფო ოჯახის საკუთრებაა. ეტლი ძმებ სპაიკერების დაპროექტებული და აგებულია. ის 1898 წელს იხილა პირველად ამსტერდამის მოსახლეობამ, როდესაც დედოფალი ვილჰელმინა სამეფო ტახტს დაეუფლა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ეტლი ბაჯაღლო ოქროსია, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეტლი მოოქროვილი ტექტონის ხისგან არის დამზადებული, მისი ზოგიერთი ნაწილი მხატვრულად არის დეკორირებული. მთლიანად ეტლი ჰოლანდიური რენესანსის სტილშია დაპროექტებული და მის სამართავად რვა ცხენია საჭირო.

5. გერმანულ ქალაქ ზიგენში ვიზიტად მყოფი დედოფალი ბეატრიქსი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს. დედოფლის თვითმფრინავის დაშვებამდე, ზიგენის აეროდრომზე აფეთქდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი. აფეთქების შედეგად არავინ არ დაშავებულა, მაგრამ საფრენ ბილიკზე 15 მეტრის სიღრმის ორმო გაჩნდა. სპეციალისტების თქმით, აფეთქების მიზეზი, ინგლისური ან ამერიკული ბომბი გახლდათ, რომელიც მიწაში იყო ჩაფლული. მოკავშირეების მიერ ზიგენის მხარე ინტენსიურად იბომბებოდა ომის დროს და ბომბები მიწაში დღემდეა შერჩენილი.

6. ჰააგაში, დედოფლის სასახლესთან ახლოს, ქუჩის სანაგვე კონტეინერში სასახლის მომსახურე პერსონალმა სამეფო ოჯახის კონფიდენციალური დოკუმენტაცია აღმოაჩინა, სადაც აღნიშნული იყო: დედოფლის საგარეო ვიზიტების გრაფიკი 2010 წლის ბოლომდე, სამეფო ოჯახის წევრებზე საიდუმლო ინფორმაცია, ქიმიური იარაღის შესახებ მიღებული საიდუმლო განკარგულებები და სხვა მსგავსი ინფორმაცია. დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 2010 წელს დედოფალი სავარაუდოდ, უარს იტყვის სამეფო ტახტზე და ნიდერლანდების სამეფოს მეთაური მისი ვაჟიშვილი, პრინცი ვილემ-ალექსანდერი გახდება. მაგრამ, თუ ისიც უარს იტყვის მეფობაზე, მაშინ ნარინჯისფერ ქვეყანას ისევ ქალი უხელმძღავენელებს – ვილემ-ალექსანდერის მეუღლე, პრინცესა მაქსიმა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰოლანდიელებში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იან-პიტერ ბალკენანდემ პირად კონტროლზე აიყვანა საიდუმლო დოკუმენტაციის ნაგავში აღმოჩენის ფაქტის გამოძიების საქმე, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდა დოკუმენტაცია სანაგვე ყუთში.

7. შვიდდღიანი პატიმრობა და ჯარიმის გადახდა 400 ევროს ოდენობით, დააკისრეს 47 წლის მამაკაცს, რომელმაც დედოფალ ბეატრიქსს სახალხოდ უწოდა „მეძავი“. ამსტერდამის მცხოვრებმა, პოლიციელებთან პოლემიკის დროს, დედოფალს „მეძავი“ უწოდა და დეტალურად აღწერა, როგორ მოიქცეოდა, თუკი დედოფალთან სექსუალური კავშირის დამყარების შანსი მიეცემოდა. პოლიციელებმა ყოველგვარი წინასწარი ძიების გარეშე დააკავეს დამნაშავე.

8. 150-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნიუ-იორკის სასამართლომ ბერნარდ მედოფს, ბოლო დროის ყველაზე ცნობილი ფინანსური „პირამიდის“ შემქმნელს, რომელმაც ბრალი აფერისტობაში და არაკანონიერი საქმეების წარმოებაში დაედო. საინტერესოა, რომ სტივენ სპილბერგის მსგავსად, მედოფის „პირამიდაში“ ნიდერლანდების სამეფო ოჯახი, დედოფალი ბეატრიქსი და მისი ორი ვაჟიშვილი იყვნენ ჩართული და საერთო ჯამში, მათ 100 მილიონამდე დოლარი ჰქონდათ წაგებული, თანხას მათ აღარავინ დაუბრუნებს. ცნობილმა ფილანტროპმა დონალდ ტრამპმა დედოფალ ბეატრიქსს და მედოფის სხვა კლიენტებს ძუნწები უწოდა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობენ.

9. 2009 წლის 30 აპრილს, დედოფალი ბეატრიქსი ქალაქ აპელდორნში ვიზიტად იმყოფებოდა, სადაც სამეფო კორტეჟით აპირებდა გასეირნებას. ყველასთვის მოულოდნელად 38 წლის, ფსიქიკურად დაავადებულმა, ვინმე კარსტ ტ-მ საკუთარი ავტომობილით გაარღვია ხალხის მასა და სცადა სამეფო ავტობუსს დაჯახებოდა, სადაც დედოფლის გარდა, იმყოფებოდნენ მისი ორი ვაჟიშვილი მეუღლეებთან ერთად. ავტომობილის გაჩერება მოხერხდა პოლიციის ჩარევის შედეგად. დამნაშავე დააკავეს, მაგრამ მასასთან დაჯახების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დამნაშავე წინასწარი დაკავების საკანში გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა. თავდასხმის მოტივი დღემდე გამოცანად რჩება.

10. 2009 წლის საშობაო გამოსვლაში ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა, გააკრიტიკა ვირტუალური ურთიერთობების ტენდენცია. მისი თქმით, ადამიანები გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ პირად შეხვედრებს და უპირატესობას ვირტუალურ ურთიერთობას ანიჭებენ, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი და დაუშვებელი ფაქტია ჰოლანდიელი მონარქისთვის. დედოფალი ბეატრიქსი დიდ საფრთხეს ხედავს ინტერნეტსა და ფიჭურ კავშირში და მომავალი წლიდან ინიციატივით გამოვა ჰოლანდიის პარლამენტში, რამენაირად შეზღუდოს ადამიანების ვირტუალური ურთიერთობა.


скачать dle 11.3