კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უტოლმოდ დარჩენილები


„შენ ხარ ვენახი…“

შესაძლოა, იმიტომაც, რომ, რაც დრო გადის, ჩვენი უმაღლესი პოლიტელიტის უცხოური ვოიაჟების სიხშირე იკლებს, მათი ესტონური ვიზიტი ფრიად დატვირთული და მრავალმხრივი იყო. მით უფრო, რომ რუსეთთან გაპასუხებ-გამოპასუხების საშუალებასაც იძლეოდა. ჰოდა, რაკი იძლეოდა, ასეთ საშუალებას ხელიდან საქართველოს ვერც უმაღლესი და ვერც უმდაბლესი მოქალაქე ვერ გაუშვებდა. ვერ გაუშვებდა და არც გაუშვა. მეორე მხრივ, ვერც ქვეყანაზე ზრუნვას დაივიწყებდა და, სწორედ ამ მიზეზის გამო, საქართველოს პრეზიდენტი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ესტონურ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოზიციითაც დაინტერესდა. დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ, მართალია, ქართული ღვინო დახლებზე წარმოდგენილია, მაგრამ, სამაგიეროდ, რესტორნების მენიუებში არ არის. ამ ხარვეზის აღმოფხვრა ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პირველ პირს დაავალა (და მერე რა, რომ მინისტრი კვეზერელი, განათლებისა და გამოცდილების თვალსაზრისით, სოფლისგან და მეურნეობისგან ცოტა შორსაა), ოღონდ, არც ის დაივიწყა, რომ ყურძნის მოკრეფა და დაბინავება უკვე ვისწავლეთ (ეს კი იმედს გვაძლევს, რომ მალე ბადალი ტოლმის გაკეთებაშიც არ გვეყოლება!), ღვინის გაკეთებას ვსწავლობთ (სავარაუდოდ, პირველმა პირმა, დაწურაო, იგულისხმა), თუმცა, დასძინა, უკეთ უნდა ვისწავლოთო. შესაბამისად, მეღვინეებად ჩამოსაყალიბებელ გზაზე ღვინის გაყიდვის ხელოვნების დაუფლებაღა გვაკლია (ალბათ, თავმდაბლობის გამო გვიმალავენ, რომ ვაზის კულტურა საქართველოში 2003 წლის შემდეგ შემოვიდა). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მალე მესტიაში ყინულის ოლიმპიური სტანდარტების მოედანი გაიხსნება, ისღა დაგვრჩენია გასარკვევი: მოციგურავეებად უფრო სწრაფად მოვმწიფდებით თუ მეღვინეებად?!


скачать dle 11.3