კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლაჩუხჩუხებულები


ანუ გაბახება არასპორტულად

ცნობილია, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ყოველთვის ჩვენთანაა (ტოტალური მოსმენების ალბათობა მოსახლეობამ ბუნებრივად შეისისხლხორცა), მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არც ჩვენი სპეცსამსახურებია მარტო (მათთან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებია). ჰოდა, რაკი არც ისინი ყოფილან ეულად, უკრაინულმა მედიამ ჩვენი შს მინისტრისა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ფარული ჩანაწერიც გამოაქვეყნა და ამ უკანაკნელისა და ვინმე კონსტანტინესიც. ქართულმა ოპოზიციამ ზემოხსენებული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, ზემოხსენებულებმა ყურიც არ შეიბერტყეს, „ნაცუმრავლესობამ“ კი ჩანაწერები რუსული სპეცსამსახურების ბინძურ თამაშად მონათლა (რადგან სუფთად მხოლოდ ქართული სპეცსამსახურები მუშაობენ!). ხოლო, რაკი სრულიად საქართველომ უკრიანაში 2 600 დამკვირვებელი მიავლინა, სრულიად დანარჩენმა მსოფლიომ კი – 3 400, ოპოზიციამ დამკვირვებელთა უკრაინაში მივლინების ხარჯების დაფინანსების წყაროს დასახელება მოითხოვა (მარტივი დაანგარიშებით, ეს თანხა 3 მილიონ აშშ დოლარს უკაკუნებს); იმის გარკვევასაც ლამობენ, თუ რატომ მივლინდნენ ჩვენს მეზობელ უკრაინაში სპორტული აღნაგობისა და ნავარჯიშები ქართველი მამაკაცები, თანაც, ან ძალოვანთა წარმომადგენლები, ან სპორტსმენები, ან, უბრალოდ, უმუშევრები. თავად ამ უკანასკნელთა ნაწილი აცხადებს, რომ უკრაინაში ინტერნეტით გაცნობილი გოგონების სანახავად ჩაფრინდნენ (რაც იმის ეჭვსაც აჩენს, რომ ჩვენებურებს, ომში ბრძოლის გარდა, სისხლი ყველაფერზე უჩუხჩუხებთ). ბუნებრივია, მეტად საინტერესოა, ვინ და საიდან გადაიხადა 3 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა, მეორე არანაკლებ საინტერესო საკითხია, სად იყვნენ ეს სპორტული აღნაგობის ქართველი მამაკაცები 2008 წლის აგვისტოში, რუსები და ოსები თითქმის სრულიად საქართველოს რომ აბახებდნენ?!


скачать dle 11.3