კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზეამაღლებულები


„სასიცოცხლო ინტერესები“

გასულ კვირას „ალიანსის“ ლიდერმა, მას შემდეგ, რაც ჩვენი შს მინისტრისა და „ბრძოლისუნარიანი“ ბ-ნი თარგამაძის ჩანაწერი უკრაინულმა მედიამ სამზეოზე გამოიტანა, ამ პატიოსან გვამთა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, მაგრამ მისი ხმა არც არავინ შეისმინა (ან კი ვინ შეისმენდა, როდესაც „ხერხემალი“ ეჭვგარეშეა, „გივი კი – ბრძოლისუნარიანი“ და ეს ბ-ნ ალასანიას, რაკი ისიც „ნაცხელისუფლების“ რძითაა ნაკვები, წესით, უნდა სცოდნოდა). ხოლო, რაკი არ შეისმინა, დარჩენილი საქართველოს ხელისუფალს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევა მოსთხოვა იმის გასარკვევად, თუ რა ესაქმებოდათ უკრაინულ არჩევნებში გამგებელ-დეპუტატ-პოლიციელ-სპორტსმენებსა და კუნთმაგარ უმუშევრებს და არც შესაბამისი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაივიწყა. პრეზიდენტი, მართალია, ესტონეთში ბრძანდებოდა, სამაგიეროდ, მისი ბაგეები (ქ-ნი მანჯგალაძის სახით) სამშობლოში იმყოფებოდა. ჰოდა, რაკი იმყოფებოდა, პრესმდივანმა გვაუწყა, რომ, ჯერ ერთი, პოლიტიკოსები, რომლებიც ამას ითხოვენ, უშიშროების საბჭოს სხდომებს არ ესწრებიანო; მეორეც, რა დროს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებია, როდესაც ქვეყანაში ოკუპაციააო. შესაბამისად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ქართულკვალიანი სკანდალი პირველმა პირმა ვიწროპარტიულ თემად მონათლა და თანამემამულეებს სასიცოცხლო საკითხების განხილვისკენ მოუწოდა (ამაღლდით ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდანო). მეორე მხრივ, ისიცაა, რომ ამ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ჩინოსანთა რიტმს ოკუპაციისა არაფერი ეტყობა, თუმცა, შესაძლოა, პრეზიდენტის მრავალასმილიონიანი სასახლე სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა და არც ისაა გამორიცხული, იმასაც ნიშნავდეს, რომ ყველას თავისი სასიცოცხლო ინტერესები ჰქონია.


скачать dle 11.3